x
image
hamunaptra1990
თქვენი ხასიათი თვალის ფერის მიხედვით.
image
ალბათ, თქვენთვის ნაცნობია, რომ ადამიანთა ბუნების განსაზღვრა გარეგნობისა და მასში არსებული დეტალებით შესაძლებელია. ერთ-ერთი

ასეთი დეტალი თვალის ფერია.





imageმუქი ყავისფერი თვალები: ასეთი თვალების მქონე ადამიანები მგრძნობიარენი, მიმზიდველნი და გამჭრიახები არიან. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და ემოციურობით, თუმცა მალევე მშვიდდებიან. იშვიათად

ახასიათებთ პრეტენზიულობა. უყვართ საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადვილად შედიან კონტაქტში. უყვარდებათ ადვილად, მაგრამ ასევე მალე შეუძლიათ დავიწყებაც.


imageღია ყავისფერი: ამ ფერის მქონე ადამიანები არიან საკმაოდ გულღიები და მეოცნებენი. მათ რომანტიკოსობას საზღვარი არ აქვს. გამოირჩევიან შრომისმოყვარულობითა და დიდი მოტივაციით. აღწევენ მიზანს და არიან წარმატებულები. პატარა წყენაც კი შესაძლოა მათთვის დიდ ტკივილად იქცეს.

image


მწვანე თვალები: მეოცნებენი და საკმაოდ რბილი ხასიათის მატარებელნი. გამოირჩევიან პირდაპირობით. მეგობრები მათ აფასებენ და ენდობიან. თუმცა, არიან ისეთებიც ვინც ვერ იტანენ. მიზეზი კი მათი მტკიცე და პრინციპული ხასიათია. არიან კეთილსინდისიერნი. აქვთ საკმაოდ კარგი წარმოსახვის უნარი.

imageცისფერი თვალები: ხშირად მალავენ ტყუილს. ამ ტიპის თვალები ს მქონე ადამიანები ძირითადად მშვიდი ბუნებით ხასიათდებიან. არიან ნაკლებად სენტიმენტალურები. რეალურად აფასებენ მათ გარშემო წარმოქმნილ სირთულეებს.


მუქი ლურჯი: მგრძნობიარენი და სენტიმენტალურები. ამბიციურები და ემოციურები. ცვალებადი ხასიათის მქონე ადამიანები. წყენა დიდხანს ამახსოვრდებათ.

imageშავი: მიზანდასახულები, სიცოცხლით სავსენი და ენერგიულები. არ გამოირჩევიან მშვიდი ბუნებით. ასეთი ადამიანებისათვს არ არსებობს წინაღობა, როდესაც ისინი მიილტვიან სასურველი ადამიანისაკენ. ხანდახან მათი ზედმეტად გამბედაობა, შემდგომში დიდი ტკივილის მიზეზი ხდება.

7
1535
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
1535
  
2012, 23 აგვისტო, 13:11
ცისფერ თვალებიანი ძმაკაცი მყავს, ისეთი მატყუარაა!!! და მართლაც სენტიმენტალური ტიპი არა, პირიქით.
2012, 23 აგვისტო, 13:09
მწვანე თვალები :) ხასიათზე რაც წერია ზუსტად ემთხვევა 100%
2012, 20 ივნისი, 16:38
სულ პირველი სურათიი რომ არის ეგეთი ფერის თვალეეებიი მაქვს:P
2012, 18 ივნისი, 0:13
დიდი და საკაიფო ფერის:F
2012, 17 ივნისი, 21:20
საზიზღარო: ტუცჰები რა ფერის გაქ? :):D
2012, 17 ივნისი, 21:19
მუქი ყავისფერი მეც :D
2012, 12 ივნისი, 0:02
მუქი ყავისფერი;)ჰმმმ...კაიაა:D
0 1 7