x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე მდიდარი ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში

image

image

ჩვენი დროის ყველაზე მდიდარ ადამიანად – რა თქმა უნდა, ყველა ბილ გეიტს მიიჩნევს. თუმცა, Forbes-ის მონაცემებით, ის მეორე ადგილზე არის. ყველაზე მდიდარი კი დღესდღეობით, მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმ ელია, თავის 74 მლრდ. დოლარით.

image

მაგრამ, ვინ იყო ყველაზე მდიდარი ადამიანი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე? ამ ადამიანების ქონება 2007 წლის დოლარის კურსის ეკვივალენტში გადაიყვანეს, რომ შესადარებლად, უფრო ადვილი ყოფილიყო. საპრიზო ადგილები კი, ასე გადანაწილდა:


III ადგილი


image


მესამე საპატიო ადგილი რუსეთის უკანასკნელმა მეფემ – ნიკოლოზ რომანოვმა ანუ ნიკოლოზ II დაიკავა. მისი კაპიტალის ოდენობამ, გადაანგარიშების შემდეგ, 235 მლრდ. დოლარი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქონების მოგროვებაში, მეფეს წვლილი არ შეუტანია, მან ყველაფერი მემკვიდრეობით მიიღო.


II ადგილი


image
მეორე ადგილს, ყველაზე მდიდრების რეიტინგში, შოტლანდიელი წარმომავლობის, ამერიკელი ენდრიუ კარნეგი იკავებს. 68 წლის ასაკში, მისი ქონება 298, 3 მლრდ. დოლარი იყო. საწყის ეტაპზე, ენდრიუმ ქონება სხვადასხვა ფირმებში ინვესტიციების ჩადებით იშოვა. საინტერესო კი ის არის, რომ პირველი ინვესტიციის განსახორციელებლად, მომავალმა მილიარდელმა, საკუთარი მშობლების სახლი დააგირავა. შემდეგ ის ნავთობის, იარაღის მწარმოებელი და ფოლადის სადნობი კომპანიების აქციების მფლობელი გახდა. ხოლო, სიცოცხლის ბოლოს, თავისი ქონების 90% ქველმოქმედებაზე დახარჯა.


I ადგილი


image


ჯონ როკფელერი – ყველაზე მდიდარი ადამიანი ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში. ის ბიზნესმენი, ფილანთროპი და მის მფლობელობაში არსებული დოლარების რაოდენობით, პირველი მილიარდელი იყო. მან შრომითი კარიერა ბუღალტრობით დაიწყო. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს (1861—1865 წწ.), პირველი კაპიტალი იშოვა და XIX საუკუნის 70-იან წლებში, ნავთობის მოპოვების და ტრანსპორტირების კომპანია, Standard Oil დაარსა. მოგვიანებით, ეს კომპანია ამერიკის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობის 95% აკონტროლებდა. 1911 წელს ანტიმონოპოლიური კანონის გათვალისწინებით, Standard Oil 34 ნაწილად გაყვეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მილიარდელის შემოსავალი, რადგან ის, ყველა კომპანიაში, აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. მისი სიცოცხლის ბოლო წლებში, როკფელერის ქონება 318 მლრდ. დოლარს შეადგენდა.

0
919
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0