x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ოლიმპიადები ზოგად უნარებში და ბევრი საჩუქრები აბიტურიენტებისთვის - ახალი უნიკალური პროექტი "ნებულასგან"
image

ონლაინ კურსების პლატფორმამ "ნებულა" დაიწყო ახალი უნიკალური პროექტი - "სუპერნოვა", რომელშიც ათასობით აბიტურიენტი იქნება ჩართული.


პროექტის ფარგლებში, ეროვნული გამოცდებისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციებისა და სემინარების გარდა, 33 ოლიმპიადა გაიმართება.


ოლიმპიადები ეროვნული გამოცდების ყველაზე სპეციფიკურ საგანში - ზოგად უნარებში ჩატარდება. თითოეულ მონაწილეს შანსი ეძლევა, "ნებულას" სასწავლო გრანტი მიიღოს.



ყველაზე წარმატებული აბიტურიენტები ასპარეზობას სუპერფინალში განაგრძობენ, ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე კი "ლეპტოპით" დაჯილდოვებდა.


გარდა ამისა, მონაწილეებს შეეძლებათ სხვადასხვა უნივერსიტეტის სრული 4 წლიანი დაფინანსება მოიპოვონ.


პროექტის მასპინძლები არიან "ფაბრიკა" და "სილიკონ ველი". ტექნოლოგიური პარტნიორი Lenovo, ხოლო მედიაპარტნიორები - "ლივინგსტონი" და "პალიტრა L".


პროექტს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


ოლიმპიადებს უმასპინძლებს "სილიკონ ველი" (ჭავჭავაძის #82)..


იხილე რუკაზე


რეგისტრაცია უფასოა


იჩქარე, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!


®

0
267
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0