x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ირანის ხელისუფლებამ ქალებს კაცებთან ერთად ფეხბურთის ყურება აუკრძალა

ირანის ხელისუფლებამ ივნისის დამდეგს ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად ქალებს მამაკაცებთან ერთად ბარებში, კაფეებსა და რესტორნებში "ევრო-2012"-ის ფეხბურთ

image

ის მატჩების ყურება აეკრძალებათ. ირანის მთავრობის აზრით, ასეთი სახის ღონისძიებამ შეიძლება ქალის მორალურ სახეს ზიანი მიაყენოს. ეს იდეა სამთავრობო სექტორებში პოლიციის უფროსის მოადგილემ ბაჰმან კარგარმა წამოაყენა.

"ყოველმხრივ შეუსაბამო და მიუღებელა, როდესაც ქალები და კაცები ფეხბურთს ერთად უყურებენ. ცნობილია, მამაკაცები ფეხბურთის მატჩების ყურებისას განიცდიან, ვულგარულად იქცევიან და უხმასად ხუმრობენ, ან ცხარობენ. ქალები ფეხბურთს ასეთ გარემოცვაში არ უნდა უყურებდნენ, ეს მათთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იქნება. ვფიქრობ, ქალებ

მა პოლიციას ასეთი გადაწყვეტილებისთვის მადლობა უნდა გადაუხადონ", - აცხადებს ერთ–ერთი ინტერვიუს დროს ირანის პოლიციის უფროსის მოადგილე ბაჰმან კარგარი.

ცნობისთვის, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი პოლონეთსა და უკრაინაში 8 ივნისიდან - 1 ივლისამდე გაგრძელდება და ფრიად დასანანია, რომ ირანელი ქალები თავის ქმრებთან ერთად ფეხბურთის
მატჩების ცქერას ვერ შეძლებენ.

3
47
2-ს მოსწონს
ავტორი:იაგო181
იაგო181
47
  
2012, 12 ივნისი, 22:53
ჩადრის ტარებისა და სიჩუმის დაცვის :)
2012, 12 ივნისი, 20:21
და რისი უფლება აქვთ საეროდ? მეცოდებიან:(
0 1 3