x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ფილმი ისვენებს"-"ტიტანიკის" მგზავრების რეალური ფოტოები
"ტიტანიკი" 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა.გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა.2, 223 მგზავრიდან 1, 517 დაიღუპა.


712 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გადარჩა, ძირითადად მესამე კლასის მგზავრები დაიღუპნენ.მდიდრებმა კი ნახევრადცარიელ ნავებით თავს უშველებს, ორკესტრი ბოლო წუთამდე უკრავდა და გმირი, რომელმაც თავის სიცოცხლის ფასად შეყვარებული გადაარჩინა...ეს არ არის მარტო ნაცნობი სიუჟეტია ჰოლივუდის ფილმიდან, არამედ რეალური ამბავი..


image"ტიტანიკის" ბორტზე შეიკრიბა ნაღები საზოგადოება:მილიონრები, მსახიობები, მწერლები, ბანკირები.ყოველს შეეძლო ეყიდა პირველი კლასის ბილეთი, რომელიც თანამედროვე 60 000 $-ის ექვივალენტი იყო.


მესამე კლასის მგზავრების ბილეთის ყიდვა 35$-ად შეეძლოთ(თანამედროვე ფასებით 650 $).მათ მესამე კლასის დატოვება აკრძალული ჰქონდათ.



image

ერთ-ერთმა პირველმა "ტიტანიკის" ბორტი დატოვა ბრიუს ისმეიმ-კომპანია "White Star Line"-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც გემის მფლობელიც იყო.ნავში რომლითაც ის ხომალდს გაეცალა სულ 12 კაცი იჯდა, არა და 40 კაცზე იყო გათვალისწინებული.

image

კატასტროფის შემდეგ სწორედ ისმეის დასდეს ბრალი იმაში, რომ მან ხომალდი ქალების და ბავშვების გვერდის ავლით დატოვა და იმაშიც, რომ სწორედ მან უბრძანა კაპიტანს "ტიტანიკისთვის" სიჩქარე მოემატებინა, რამაც საბოლოოდ გემი კატასტროფამდე მიიყვანა.თუმცა სასამართლომ იგი გაამართლა.

image


უილიამ ერნესტ კარტერი ხომალდზე ცოლთან, შვილებთან -ლუსისთან და უილიამსთან ერთად და კიდევ ორ ძაღლთან ერთად იმყოფებოდა.როდესაც გემმა ჩაძირვა დაიწყო კარტერი გემბანზე ამხანაგთან ერთად გამოვიდა, სადაც სამაშველო ნავებს ამზადებდნენ.კარტერმა თავის ქალიშვილი №4 ნავში ჩასვა, მაგრამ როდესაც მისი ვაჟიშვილის ჯერი დადგა, შეიქმნა პრობლემები.ოფიცერმა, რომელიც ნავში ხალხის განაწილებაზე აგებდა პასუხს ბრძანა, სამაშველო ნავში ჯერჯერობით არ ჩაესვათ მოზარდი ბიჭუნები.მაშინ კარტერის ცოლი გონებამხვილურად მოიქცა და უილიამსი თავისთან ჩაისვა ნავში.

imageimage
image

როდესაც უკვე ნავის წყალში ჩაშვება დაიწყო, კარტერი და კიდევ ერთი მამაკაცი მოულოდნელად ნავში ჩახტნენ.ის მეორე მამაკაცი იყო ზემოთ ნახსენები ბრიუს ისმეი.


image

21 წლის რობერტა მეონი გრაფინიას მოსამსახურე იყო, გემზე ყოფნის დროს ახალგაზრდა ქალმა გაიცნო სტიუარტი გემის მომსახურე პერსონალიდან.წყვილს ერთმანეთი შეუყვარდათ.


imageროდესაც "ტიტანიკმა' ჩაძირვა დაიწყო ახალგაზრდა კაცმა რობერტას კაიუტასთან მიირბინა, გამოიყვანა გამებანზე, ჩასვა ნავში და ამასთანავე საკუთარი სამაშველო ჟილეტიც დაუთმო.

imageახალგაზრდა სტიუარტი დაიღუპა, ისევე, როგორც ეკიპაჟის მრავალი წევრი.რობერტა კი გემმა "კარპატიამ" აიყვანა, რომელიც ნიუ-იორკამდე ჩაიყვანა.ქალმა მხოლოდ იქ ჩასვლის შემდეგ აღმოაჩინა პალტოს ჯიბეში სამახსოვროდ ნაჩუქარი ბროში.


imageემილი რიჩარდსონი გემზე თავის ორ მცირეწოლვან შვილთან, დედასთან, ძმასთან და მულთან ერთად იმყოფებოდა.კატასტროფის დროს ქალს კაიუტაში შვილებთან ერთად ეძინა.ქალი დედის ყვირილმა გააღვიძა.

image


რიჩარდსებმა სასწაულად მოახერხეს ფანჯრიდან გადმოძრომა და №4 ნავში მოხვედრა.ამ ნავის მგზავრებმა კიდევ 7 მგზავრის აყვანა მოახერხეს ყინულოვან წყლიდან, რომელთაგანაც ორი მალევე სამწუხაროდ გარდაიცვალა.

image


პირველი კლასით მეუღლესთან ერთად მგზავრობდა ცნობილი ამერიკელი მეწარმე ისიდორ შტრაუსი.

შტრაუსები 40 წლის ცოლ-ქმარი იყო და არასდროს დაშორებულან ერთმანეთს.

imageროდესაც ისიდორს შესთავაზეს ჩამჯდარიყო სამაშველო ნავში მან უარი განაცხადა და გადაწყვიტა ადგილი ქალებისთვის და ბავშვებისთვის დაეთმო.მისი მეუღლე იდაც ანალოგიურად მოიქცა და მეუღლესთან დარჩენა ამჯობინა.


შტრაუსებმა ადგილი თავიანთ მოსამსახურეს დაუთმეს.მოგვიანებით ისიდორეს ცხედარი აღმოაჩინეს, იგი ნიშნობის ბეჭედით იცნეს, იდას გვამი ვერ იპოვეს.


image


"ტიტანიკზე" ორი ორკესტრი უკრავდა: კვინტეტი 33 წლის მევიოლინეს უოლოეს ჰარტლის ხელმძღვანელობით და დამატებით მუსიკოსების ტრიო, რომლებიც ერთდროულად გემის სხვადასხვა ნაწილში მუშაობდნენ.ხომალდის ჩაძირვის მომენტში ისინი გაერთიანდნენ და ერთად უკრავდნენ.

image

imageისინი სიცოცხლის ბოლო წუთამდე უკრავდენ.მოგვიანებით ერთ-ერთი გაზეთი წერდა:"იმ ღამეს მრავალი გმირული საქციელის მოწე გავხდით, მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრება ამ რამდენიმე მუსიკოსის გმირობას, გემი უფრო და უფრო იძირებოდა, გემბანზე წყალი იყო შემდგარი, ისინი კი იდგნენ და უკრავდნენ".


imageჰარტლის გვამი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იპოვეს, მას მკერდზე მიკრული ჰქონდა ვიოლინო, რომელიც საცოლემ აჩუქა.


imageოთხი წლის მიშელი და ორი წლის ედმონდი მამასთან ერთად მოგზაურობდნენ, მამა დაიღუპა.ისინი "ტიტანიკის"ობლებად ითვლებოდნენ იმ დრომდე, სანამ დედამისი არ იპოვეს საფრანგეთში.


image

მიშელი 2001 წელს გარდაიცვალა.იგი იყო "ტიტანიკის"უკანასკნელი მამაკაცი მგზავრი, რომელიც ცოცხალი იყო და ოცდამეერთე საუკუნეს მოესწრო.

image


1
399
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
2017, 13 აპრილი, 15:03
თვალდაუხამხამებლად წავიკითხე, აქამდე მეც მეგონა, რომ გამოგონილი ისტორია იყო ფილმში მიმდინარე ამბები. ტიტანიკი2 მალე გამოვა, პირველის გაგრძელება, მგონი ლეოს გაყინავენ და გაალღობენო წლების მერე თუ რაღაც მსგავსი ისტორიით :))))
0 1 1