x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
კოსმეტიკური ყინულის კუბები - მოვამზადოთ სახლში

image

1. ყინული მწვანე ჩაისგან. ასეთი შემადგენლობა ნებისმიერი ტიპის კანისთვის სასარგებლოა - ატონიზირებს და ახალისებს. დააყენეთ 1 ჭიქა მაგარი ჩაი, გააცივეთ და გაყინეთ ყინულის ფორმაში.

2. საზამთროს ყინული. ასევე კარგად ატონიზირებს და ახალისებს ნებისმიერი ტიპის კანს. უნდა გაიყინოს საზამთროს წვენი. გამოყენება: ყინულის კუბი მოისევით სახეზე და წვენი გაიჩერეთ კანზე 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

3. დაფნის ფოთოლის ნახარშის ყინული ავიწროვებს ფორებს და ატონიზირებს კანს. უხდება ცხიმიან და კომბინირებულ კანს. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის სიწითლეს.

4. ლიმონის ყინული. რამდენიმე სუფრის კოვზი ლიმონის წვენი 1 ჭიქა მინერალურ წყალთან. ძალიან ეფექტურია გაფართოებული ფორების დროს.

5. ბალახის ყინული ცხიმიანი და გამონაყარისადმი მიდრეკილების კანისთვის. სალბის ნაყენი შეურიეთ ალოე ვერას წვენს (2-3 სუფრის კოვზი) და გაყინეთ.

6. ხილის ყინული (გაყინული წვენი ხილის მცირე ზომის ნაჭრებით).

7. ყინული კარტოფილის წვენისგან კარგად მოქმედებს პრობლემურ კანზე.

8. გვირილას ყინული. მოამზადეთ ნაყენი, გაფილტრეთ და გაყინეთ. გააჩნია დამაშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

9. კიტრის ყინული - გაყინული კიტრის წვენი ნახევრად მინერალურ წყალთან, გაყინეთ და მოისვით სახეზე.

აუცილებელია იცოდეთ, რომ კოსმეტიკური ყინულის სასარგებლო თვისება დამოკიდებულია მისი მომზადების სისაღეზე. შეინახეთ ყინული არაუმეტეს 7 დღისა.

ყინული ხილის და ბოსტნეულის წვენისგან უნდა შეინახოთ 3-4 დღე.

გამოყენების წესი

უმჯობესია ყინულის გამოყენება დილას და საღამოს.

სასურველია ყინულის სახეზე წასმა მისი გადატარებით მასაჟის ხაზებზე, კანის ერთ ადგილზე დიდხანს გაუჩერებლად.

პროცედურის შემდეგ არ ღირს სახის ხელსახოცით გამშრალება, უმჯობესია სისველის დატოვება სახეზე ნახევრად შეშრობამდე.

შემდეგ შეიძლება დამატენიანებელი კრემის წასმა - თუკი პროცედურა დილით ჩაატარეთ, ხოლო მკვებავი კრემი - თუკი ძილისთვის ემზადებით.

არ გამოიყენოთ ყინულის კუბის შუაგული სახის მოვლისთვის, რადგან ითვლება, რომ გაყინვის დროს ყინულის ცენტრში გროვდება მავნე ნივთიერებები.

უკუჩვენებები

თუკი თქვენ გაქვთ კანზე ანთებითი გამონაყარები, ჭრილობები - არ გამოიყენოთ ყინული. ასევე არ ღირს ყინულის გამოყენება ზამთარში გარეთ გასვლის წინ.

0
405
2-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0