x
მეტი
  • 19.10.2017
  • სტატია:70143
  • ვიდეო:322954
  • სურათი:424265
20 მიზეზი, თუ რატომ მთავრდება უშედეგოდ თქვენი მცდელობა დაიკლოთ წონაში

image


დიეტა ცხოვრების წესად გექცათ, მუდამ კალორიების თვლაში ხართ და ცდილობთ სწორად იკვებოთ, ვარჯიშობთ შეძლებისდაგავრად ხშირად, მაგრამ მიუხედავად ამდენი ძალისხმევისა, სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევთ. აღმოჩნდა, რომ არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა, რაც შესაძლოა ყურადღების მიღმა გრჩებათ, სინამდვილეში კი, მეტად მნიშვნელოვანია.

ასე რომ, გთავაზობთ 20 მიზეზს, რაც ხელს გიშლით გათავისუფლდეთ არასასურველი კილოგრამებისაგან:


1. ეს უბრალოდ არაა თქვენთვის განკუთვნილი დიეტა


თუ თქვენმა მეგობარმა კონკრეტული დიეტით 15 კილოგრამი დაიკლო, არ ნიშნავს, რომ ეს დიეტა თქვენს შემთხვევაშიც აუცილებლად გაამართლებს. ისრაელში, 2015 წლის ნოემბერში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 800 ადამიანიდან, რომლებიც ერთი და იგივე დიეტას მიჰყვებოდნენ, ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული შედეგები მიიღეს. მიზეზი ისაა, რომ სხვადასხვა ორგანიზმი სხვადასხვანაირად გადაამუშავებს მასში შემავალ საკვებ პროდუქტებს, რაც საგრძნობლად ცვლის სისხლში შაქრის დონეს. ამას გარდა, ყველას ორგანიზმში სხვადასხვა რაოდენობით ხდება ენერგიის გახარჯვა. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი ფიზიკური აქტივობა და გონებრივი მუშაობა უხდება ადამიანს დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული.

პრობლემის გადაწყვეტა:

დაივიწყეთ თვითნებური დიეტები და მიმართეთ ექიმს, რადგან შეგიდგინოთ სწორი კვების რაციონი.


2. ძილის არეული რეჟიმი

აუცილებელია მოიწესრიგოთ ძილი. არასაკმარისი ძილი უარყოფითად აისახება კუნთოვანი მასის მომატებაზე და ხელს უწყობს წონის სიჭარბეს. როცა საკმარისად არ გძინავთ, თქვენს სხეულში იმატებს კორტიზოლის ჰორმონების დონე და ორგანიზმში ირღვევა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესი.

პრობლემის გადაწყვეტა:

იმისათვის, რომ არ აგერიოთ ძილის რეჟიმი, ეცადეთ ადგეთ დილით ადრე. იძინეთ 8 და მეტი საათით. მოერიდეთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს. ადვილად ჩაძინებაში დაგეხმარებათ ძილის წინ თაფლიანი წყლის დალევა.


3. მეტისმეტ ნდობას უცხადებთ საკუთარ თავს კვების რაციონის შედგენაში

იკვებებით ისეთი პროდუქტებით, რომელიც სულაც არაა ისეთი სასარგებლო, როგორიც თქვენ გგონიათ. არჩევთ მათ კალორიულობის მიხედვით, ეს კი არასწორია. ამასთან, ზოგიერთი მაღალკალორიული პროდუქტი სასარგებლოა, ხოლო ზოგიერთი დაბალკალორიული, ცხიმად გარდაიქმნება.

პრობლემის გადაწყვეტა:

მიმართეთ ექიმს, რადგან შეგიდგინოთ სწორი კვების რაციონი.


4. მიირთმევთ დიდი ზომის თეფშიდან

რაც დიდია ჭურჭელი მით ნაკლები ჩანს საჭმელი მასზე და ამის გამო დიდი თეფშიდან მეტს მიირთმევთ, მაშინ როცა პატარა თეფშიდან შესაძლოა გაცილებით ნაკლები საკვები მიიღოთ და შიმშილიც არ იგრძნოთ.

პრობლემის გადაწყვეტა:

გამოიყენეთ პატარა თეფშები, რადგან ის რაც დიდ თეფშზე ერთ ლუკმად გამოჩნდება, პატარაზე გაცილებით მეტი მოცულობის კერძის ვიზუალურ ილუზიას შეგიქმნით.

image


5. თქვენს მეგობარს ჭამის ცუდი ჩვევა აქვს

გასაგებია, რომ საკმაოდ რთულია დაიცვათ დიეტა მაშინ, როდესაც თქვენს გვერდით მყოფი ერთდროულად სხვადასხვანაირ ნუგბარს მიირთმევს და თანაც შეუძლია საათობით გაიხანგრძლიოს კვების პროცესი.

პრობლემის გადაწყვეტა:

ეცადეთ, დიეტის პერიოდში თავი აარიდოთ სხვებთან ერთად მირთმევას, განსაკუთრებით კი ისეთი მეგობრების გარემოცვაში, რომლებიც თავიანთი კვების მანერით თქვენს ცდუნებას შეეცდებიან.


6. არ იღებთ საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლებს

თუ, ხანგრძლივად და ხშირად იცავთ ნახშირწყლებით ღარიბ დიეტას, აუცილებლად უნდა შეცვალოთ თქვენი კვების რაციონი. ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ეხმარება შაქრის დონის ნორმალიზებას სისხლში და ამავე დროს, ხელს უწყობს საკვების მონელებას.

ნახშირწყლების ნაკლებობის დროს ორგანიზმში ირღვევა ცილების და ცხიმების ცვლა. სისხლში გროვდება ცხიმოვანი მჟავებისა და ზოგიერთი ამინომჟავის არასრული დაჟანგვის მავნე პროდუქტები.

პრობლემის გადაწყვეტა:

მიიღეთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, როგორიცაა: პური, ლობიო, ჰერკულესი, შავი ქლიავის ჩირი, გარგარის ჩირი, კარტოფილი, ჭარხალი, ყურძენი, ალუბალი, ლიმონი. ასევე ძალიან კარგია, თუ კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევთ ოსპის წვნიანს. სასარგებლოა აგრეთვე, მიიღოთ დღეში ერთი ცალი საშუალო ზომის ბანანი.

image7. თქვენს კვებით რაციონში არ შედის საჭირო რაოდენობით ცხიმი

მართალია, ცხიმი ჭარბ წონასთან ასოცირდება, მაგრამ ყველა სახის ცხიმი არ არის საზიანო ორგანიზმისთვის, პირიქით - ზოგიერთი მათგანი აუცილებელიცაა. ე.წ ნაჯერი ცხიმების დიდი რაოდენობით მიღება, დროთა განმავლობაში იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას, რაც თავის მხრივ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. უჯერი ცხიმები კი, აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის და გულის მუშაობისათვის.

პრობლემის გადაწყვეტა:

მიიღეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ უჯერ ცხიმებს, როგორიცაა ომეგა 3, ცნობილი როგორც აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები (გვხვდება თევზებში, როგორებიცაა ორაგული, სკუმბრია და სხვა). უჯერი ცხიმები შედის აგრეთვე, თხილში, მიწისთხილში, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთში, კვერცხში, ავოკადოში.


8. ხშირად იმყოფებით სტრესულ დგომარეობაში

მათთვის, ვინც ხშირად იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, წონაში დაკლება პრობლემას წარმოადგენს. მიზეზი ის გახლავთ, რომ სტრესის დროს გამოყოფილი ჰორმონი კორტიზოლი თრგუნავს ტესტოსტერონს, რომელიც კუნთების შექმნაზე და შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. კუნთოვანი მასის შემცირება იწვევს მეტაბოლიზმის შემცირებას, რაც თავის მხრივ ამცირებს კალორიების მოხმარებას.

პრობლემის გადაწყვეტა:

მიმართეთ ისეთ საშუალებებს, რომლებიც სტრესსა და დაძაბულობას შეგიმცირებთ, თუ არ გაქვთ საშუალება დაგეგმოთ ვიზიტები ფსიქოლოგთან, ეცადეთ ესაუბროთ უახლოეს ადამიანებს და საუბრით შეიმსუბუქოთ მდგომარეობა, ხშირად ისეირნეთ ფეხით, ასევე საუკეთესო საშუალებაა მედიტაცია.


image9. სამზარეულოს დახლზე განთავსებული პროდუქტები არასწორად გაქვთ შერჩეული

ალბათ, ცოტა უცნაურადაც კი ჟღერს, მაგრამ სხვადასხვა კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს დახლზე განთავსებული პროდუქტი, იმაზე მეტს ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა კვლევა, სადაც აღმოჩნდა, რომ შემთხვევითი წესით შერჩეული 200 მონაწილიდან ისინი, ვის დახლზეც ხშირად შენიშნავდით გაზიან სასმელს, სხვა მონაწილეებზე 25 ფუნტით მეტს იწონიდნენ, ხოლო ისინი, ვისაც ცომეული მოეთავსებინათ ადვილად ხელმისაწვდომ და ხილულ ადგილზე, სხვებთან შედარებით 20 ფუნტით მეტი წონა ჰქონდათ. რაც შეეხებათ მათ კი, ვისაც მუდამ ხილი ედოთ დახლზე, დანარჩენებთან შედარებით ყველაზე კარგად ინარჩუნებდნენ სასურველ სხეულს.

პრობლემის გადაწყვეტა:

იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით, რომელიც ბევრ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

image

10. ნუ იქნებით ნეგატიურად განწყობილი, გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე

გასაკვირია, მაგრამ 2013 წლის იანვრის კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც აქტიურად სარგებლობენ სოციალური ქსელით და ერთმანეთს პოზიტიური რჩევებით ამხნევებენ, სხვებთან შედარებით, გაცილებით ადვილად იკლებენ წონაში. საქმე იმაშია, რომ ჭარბი წონა ძალიან აქტუალური პრობლემაა, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანები განსაკუთრებით ხშირად უზიარებენ ერთმანეთს პირად მიღწევებს, წერენ ბევრი სასარგებლო პროდუქტის, თუ ეფექტური ვარჯიშების შესახებ.

პრობლემის გადაწყვეტა:

პირველ რიგში, განეწყვე პოზიტიურად! ცნობილია, რომ 2017 წლის თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა შემდეგი: დიეტაზე მყოფი ადამიანები, რომლებიც ოპტიმისტურ იდეებს უზიარებენ სხვებს და წარმატების მიღწევის სურვილი აქვთ, გაცილებით მალე აღწევენ სასურველ შედეგს, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარი არასწორად შერჩეული დიეტის გამო, ნეგატიური გამოცდილების შესახებ ჰყვებიან.


11. გიყვართ ე.წ დიეტური პროდუქტები

შესაძლოა, ე.წ დიეტურმა პროდუქტებმა ადვილად შეგიყვანოთ შეცდომაში, რადგან მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ისინი ბევრად მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მათი ჩვეულებრივი(არადიეტური) ანალოგი. დიდი რაოდენობით შაქარი კი, აფერხებს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესს და ხელს უწყობს ინსულინის დონის მომატებას, რაც დიაბეტის განვითარების და ზედმეტი კილოგრამების დაგროვების მიზეზი ხდება.

პრობლემის გადაწყვეტა:

დაწვრილებით გაეცანით იმ საკვებ პროდუქტს, რომელიც უნდა შეიძინით. დააკვირდით კალორიულობას, შაქრისა და ცხიმების შემცველობას.


12. თქვენს ნაწლავში არაა საჭირო მიკროფლორა

ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ბაქტერიებითაა სავსე. მათი უმრავლესობა სასარგებლოა. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა აქტიურად მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში, ასევე ბაქტერიების მეშვეობით ხდება ვიტამინების სინთეზი.
აქედან გამომდინარე, სასარგებლო ბაქტერიების ბალანსის დარღვევამ, ორგანიზმში შესაძლოა პათოლოგიური პროცესები გამოიწვიოს.

პრობლემის გადაწყვეტა:

ეცადეთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ანტიბიოტიკების მიღებისგან, დროულად უმკურნალეთ გაციებას და ვირუსულ ინფექციებს, ასევე, საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების დაავადებებს. კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებისა და საჭმლის ეფექტიანი მონელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება პრობიოტიკებით მდიდარი საკვების მიღებაა. ასეთია, მაგალითად იოგურტი.


13. არ ცხოვრობთ 80-იან წლებში

2015 წლის სექტემბრის კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ დღეს ადამიანები გაცილებით ნაკლებს იკვებებიან და მეტს ვარჯიშობენ, ვიდრე იგივე წონის ადამიანები 80-იან წლებში. გაინტერესებთ მიზეზი? აღმოჩნდა, რომ წლების წინ ბევრად უფრო ჯანმრთელი იყო საკვებიც და ჩვენი გარემომცველი ბუნებაც. უკანასკნელ წლებში კი, მეტად რთული გახდა მიაგნო სრულიად ჯანსაღ საკვებს, რადგან მათში პესტიციდებისა და ქიმიკატების დონე საგრძნობლად გაზარდა. მომრავლდა აგრეთვე, გენმოდიფიცირებული საკვები, რომლიც გარეგნულად მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ საკვებად უვარგისია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

პრობლემის გადაწყვეტა:

იკვებეთ ზომიერად და ჯანსაღი საკვებით, ივარჯიშეთ მეტი. ეს საუკეთესო გზაა წონის კორექციისათვის, რადგან რთულია აკონტროლოთ აბსოლუტურად ყველაფერი.

image14. ხშირად იცავთ დიეტას

ხშირი დიეტები უარყოფითად აისახება თქვენს წონის კლებაზე. მიხედავად იმისა, რომ შეიძლება წონას სწრაფად კარგავდეთ, დაკლებული კილოგრამები დიეტის დასრულების შემდეგ ადვილად დაბრუნდება.

პრობლემის გადაწყვეტა:

დაიმახსოვრეთ, ნუ იჩქარებთ! ყველაზე ეფექტური და კარგი დიეტა ჯანსაღი და სწორი კვებაა.


15. მიირთმევთ ძალიან სწრაფად

თუ სწრაფად ჭამთ, შესაძლოა საჭირო რაოდენობას გადააჭარბოთ. რადგან ტვინს დანაყრების სიგნალი ჭამის დაწყებიდან დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ გადაეცემა.

პრობლემის გადაწყვეტა:

ნუ მოასუფთავებთ თქვენს ულუფას შესვენების გარეშე, ზედიზედ მიყოლებული ლუკმებით: მცირე შუალედის გასაკეთებლად, თითოეული ლუკმის შემდეგ, ჩანგალი, ან კოვზი დადეთ თეფშზე. ეცადეთ იკვებოთ ნელა, რადგან ასე გაცილებით ნაკლები საკვები დაგჭირდებათ დანაყრებისთვის და შედეგად ბევრად უკეთესად დაიკლებთ წონაში.


16. ჭარბ წონას გენეტიკას აბრალებთ

ხშირად, დამიანები საკუთარ ჭარბ წონას გენეტიკას აბრალებენ. გენეტიკური წინასწარგანწყობა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს განაჩენი ნამდვილად არაა.

პრობლემის გადაწყვეტა:

თავს ნუ დაითრგუნავთ იმაზე ფიქრით, რომ თქვენს ზედმეტ კილოგრამებს ვერაფერს მოუხერხებთ, რადგან თქვენი მშობლებიც ჭარბი წონისანი არიან. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა და გარემო ფაქტორების გავლენით და საკუთარი წონის კონტროლით, სასურველი შედეგის მიღწევა აბსოლიტურად შესაძლებელია.


17. პროდუქტის არასათანადო შეფუთვა

ადვილი შესაძლებელია, საკვების შეძენისას მისმა შეფუთვამ მოგატყუოთ, რადგან ხშირად, ნაკლები მოცულობის პროდუქტი დიდი ზომის ყუთშია მოთავსებული, ან პირიქით - მეტი წონა, მცირე შეფუთვაშია. მაგალითად, შესაძლოა შეიძინოთ შედარებით მცირე დაფასოების ნაყინი და ვერ განსაზღვროთ რეალურად რა რაოდენობით მიირთმევთ მას.

პრობლემის გადაწყვეტა: ყოველთვის ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს საკვებ პროდუქტზე. დააკვირდით წონას, კალორიულობას, თუ სხვა მახასიათებლებს.


18. რესტორანში გაცილებით მეტს მიირთმევთ

დიეტოლოგების კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები რესტორანში გაცილებით მეტს მიირთმევენ, ვიდრე სახლში. ჩვეულებრივი, ოჯახური სადილები, რაც არ უნდა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდეს არ გრძელდება დიდხანს, ხოლო ვახშამი მეგობრების წრეში, როგორც წესი, შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაშიც გაგრძელდეს. ამ დროს კი, შესაძლოა გაუაზრებლად და უნებურადაც კი გაგექცეთ ხელი ამა თუ იმ კერძისაკენ და კვების დღიურ ნორმას ბევრად გადააჭარბოთ.
პრობლემის გადაწყვეტა:

თუ ეს შესაძლებელია, ნუ შეუკვეთავთ ერთდროულად რამდენიმე კერძს. ნებისმიერ შემთხვევაში გააკონტროლეთ საკუთარი თავი, რეალურად გსურთ კიდევ მიირთვათ რაიმე, თუ ინსტიქტურად აკეთებთ ამას საუბრის, ან მუსიკს მოსმენის ფონზე.

image


19. მიირთმევთ ბევრ შაქარს

პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ხელოვნურად დამატებულ შაქარს, უმეტეს შემთხვევაში მაღალკალორიულია, ასეთი საკვების ხშირად მიღებამ კი ადვილი შესაძლებელია გასუქება და ჭარბწონიანობა გამოიწვიოს.

პრობლემის გადაწყვეტა:

შაქრიანი გამაგრილებელი სასმელი ჩაანაცვლეთ წყლით, ან ხილის დაუტკბობელი ნატურალური წვენით. ასევე ეცადეთ, ნელ-ნელა შეამციროთ შაქრის რაოდენობა ჩაიში და ყავაში. ამ გზით, საბოლოოდ შეძლებთ სრულიად უშაქროდ მიირთვათ ისინი. პროდუქტების შეძენისას ყოველთვის შეამოწმეთ, რომ მათ შემადგენლობაში ნაკლები შაქარი შედიოდეს.


20. თქვენ არ ხართ მამაკაცი

ცნობილია, რომ მამაკაცები გაცილებით სწრაფად იკლებენ წონაში, ვიდრე ქალები. ამის მიზეზია ის, რომ მამაკაცის სხეული ძირითადად კუნთოვანი მასისაგან შედგება. ამიტომ, ისინი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავენ და სწრაფადაც იკლებენ წონაში.
პრობლემის გადაწყვეტა:

იცხოვრეთ აქტიური ცხოვრების წესით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაიხადეთ ვარჯიში ცხოვრების წესად.



გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!




0
157
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0