x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოცანები, რომლებიც ტვინს აგხდით. სცადეთ
პროფესიის არჩევის პროცესში თქვენი ნიჭისა და უნარების გაცნობიერება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს უნდა წარმოადგენდეს. რა ხდება, როცა თქვენი უნარები და სამუშაო ერთმანეთს არ შეესაბამება? ასეთ ვითარებაში ადამიანს მუშაობის პროცესში სიამოვნების მიღების შესაძლებლობა ერთმევა. რაც უფრო შორდებით თქვენი ნიჭისა და უნარების სრულად გამოხატვის შესაძლებლობას, მით უფრო ნაკლები შანსია მიიღოთ სიამოვნება სამუშაოსგან.

სამუშაო უნარები - ეს არის კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეთ კონკრეტული სამუშაოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გაინტერესებთ ფლობთ თუ არა "უნარს" და ხართ თუ არა დაკვირვებული? წარმოგიდგენთ გამოცანებს და შეეცადეთ ჩაწვდეთ სწორ აზრსა და პასუხებს. (წარმატებებს გისურვებთ)


image


1. სამი ექიმი ამბობს, რომ რობერტი მათი ძმაა, თუმცა რობერტი უარყოფს ამ ფაქტს და ამტკიცებს, რომ მას ძმები არ ყავს. ვინ ამბობს სიმართლეს?


2. ორი მამაკაცი თამაშობს შახმატს. საბოლოოდ მათ ითამაშეს ხუთი პარტია, მაგრამ ორივემ სამ-სამი ხელი მოიგო. როგორ?



3. ქალაქებსა და მინდვრებს მიღმა გადის, თუმცა არ მოძრაობს. რა არის?


4. მამა-შვილის ასაკი ჯამში 66-ია. მათი რეალური ასაკი კი ერთი და იგივე რიცხვებისგან შედგება. რამდენი წლისაა მამა და რამდენის შვილი?


5. დაასახელეთ ხუთი დღე თანმიმდევრობით ისე, რომ არ თქვათ კვირის დღეები და არც რიცხვები.


6. ოჯახში ხუთი დაა. თითოეული მათგანი თავისი საქმიანობითაა დაკავებული- პირველი წიგნს კითხულობს, მეორე სადილს ამზადებს, მესამე შახმატს თამაშობს, მეოთხე სარეცხს რეცხავს. თქვენი აზრით რას უნდა საქმიანობდეს მეხუთე და?



იხილეთ სწორი პასუხები:


1. რობერტი მართალია, მას არ ყავს ძმები, მისი სამივე დაიკო ექიმია.

2. ეს ორი მამაკაცი ერთმანეთის წინააღმდეგ არ თამაშობდა.

3. გზა.

4. მამა-შვილის ასაკის სამი ვარიანტი არსებობს: 60 და 6; 15 და 51; 24 და 42.

5. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ და ზეგ.

6. მეხუთე და შახმატს თამაშობს მესამესთან ერთად.




იხილეთ აგრეთვე:


რამდენად სწორად შეძლებთ შეცდომების პოვნას?

რამდენად სწრაფად იპოვით განსხვავებულ წყვილს?
ვინ შეძლებთ ამ 8 ფოტოზე განსხვავების პოვნას?
რამდენი ხვრელია მაისურზე?
შეძლებთ მიხვდეთ ეს რა არის?
რამდენ ცხენს ხედავთ? ფოტო, რომელიც თავსატეხად იქცა
ყველაზე საინტერესო თავსატეხი, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა
იპოვეთ შეცდომა მხოლოდ 7 წამში
20 განსაცვიფრებელი ოპტიკური ილუზია, რომლებიც აგიფეთქებთ ტვინს
რამდენი საზამთროა სურათზე? ფოტო, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა
მხოლოდ ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით ამოხსენით მაგალითი
გამოიცანით რომელია ორიგინალი და რომელი ყალბი
გამოიცანით რომელი ფეხსაცმელია ძვირადღირებული- ტესტი ქალებისთვის
შეძლებთ გაარჩიოთ ორიგინალი პატენტისგან? აბა სცადეთ
გამოიცნობთ რომელი შავი კაბაა ძვირადღირებული?
აირჩიეთ ხე და გაიგეთ ხართ თუ არა მოღალატე

2
307
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
307
  
2017, 12 აპრილი, 15:14
:))) ძალიან კარგი
2017, 12 აპრილი, 10:28
ვერ ამხადა ტვინი (( ყველა გამოვიცანი
0 1 2