x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დეოდორანტის გამოყენების უჩვეულო გზები, რომლებიც გაგაოგნებთ და თან გაგახარებთ
ოფლის გამომყოფი ჯირკვლების აქტიური მუშაობის შედეგად ხდება იღლიასა და სხეულის სხვა მიდამოებში ოფლის გამოყოფა. ეს ყოველივე კი ინდივიდუალურად ხდება- ნაწილის შემთხვევაში ჭარბი რაოდენობით და თანმხლები არასასიამოვნო, სპეციფიკური სუნით; ნაწილის შემთხვევაში კი უპრობლემოდ. ახალი და უცხო არავისთვის არ არის, რომ ამ დროს განუყრელი მეგობარი ანტიპერსპირანტი ან დეოდორანტია.

რა განსხვავებაა ანტიპერსპირანტსა და დეოდორანტს შორის? აუცილებელია იცოდეთ, რომ ანტიპერსპირანტი შეიცავს სპირტიან პარფიუმს და სხვადასხვა ქიმიურ მინარევებს, რომლებიც ბლოკავენ ფორებს და ამგვარად აჩერებენ ოფლის გამოყოფას. დეოდორანტი არ ბლოკავს ოფლს, საშუალებას აძლევს ჯირკვალს ის გამოყოს და უშვებს კანის ზედაპირზე. დეოდორანტი ბლოკავს სუნს, ის შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებებს და ებრძვის ბაქტერიებს. ამიტომ ეცადეთ გაერკვეთ მათ მოქმედებებში და ისე მოახდინოთ მოხმარება, ვინაიდან ანტიპერსპირანტის გამოყენება 24/7 მანძილზე, გამოიწვევს ოფლის დაგროვების შედეგად ჯირკვლების გამაგრებას და მკურნალობა გარდაუვალი გახდება.


image


ბევრი თქვენგანი ალბათ ვერ წარმოიდგენს, რომ დეოდორანტის გამოყენების უამრავი გზები არსებობს, რომელთა ცოდნა ერთდროულად გაგაოგნებთ და გაგახარებთ, ამავდროულად კი გაამარტივებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.



1. ახალი ფეხსაცმლის მოხმარებას პირველ დღეებში თითქმის ყოველთვის თან დევს ქუსლის ზედა მხარეს, ე.წ საზურგეების (ზადნიკები) მიდამოზე კანის გახეხვა და გაღიზიანება, თუ დეოდორანტს გამოიყენებთ როგორც საპოხს, მსგავსი ტკივილსგან თავს აირიდებთ და დასტა სამედიცინო პლასტირების (სანტავიკი) გამოყენებაც აღარ მოგიწევთ.image




2. ალბათ ბევრ თქვენგანს გაახსენდა ის ავბედითი მომენტი, როდესაც მოულოდნელად გახდით წასასვლელი, ფრჩხილები წესრიგში არ გაქვთ და სასწრაფოდ ნარჩენი ლაქის მოცილება იყო საჭირო, თუმცა მოსაშორებელი სითხე (აცეტონი) გაგთავებიათ. პანიკას ნუ მიეცემით, თუკი დეოდორანტს სპრეის სახით ფრჩხილებზე შეისხურებთ, დააცდით წამებით, შეშრობას დაიწყებს თუ არა, ლაქსაც ადვილად მოიცილებთ.image



3. მუხლის მოპირდაპირედ მყესებს შორის და ზურგზე კუდუსუნის მიდამოზეც ჭარბად ხდება ოფლის გამოყოფა, რომელიც ცხელ ზაფხულში ნამდვილად შემაწუხებელია და ხშირად ტანსაცმელზეც ტოვებს კვალს, ამიტომ ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ დეოდორანტი, რომელიც შეაკავებს ოფლის გამოყოფაც და უხერხულ მომენტებს აგაცილებთ თავიდან.image



4. ყველა ქალბატონს გაქვთ ალბათ კარადაში ჯინსის შარვალი ე.წ "სკინი", რომელიც ძნელად ჩასაცმელია, თუმცა საქმე იმაში არ არის რომ ჭარბი წონა ან ზედმეტად დიდი დუნდულები გაქვთ, უბრალოდ ამის მიზეზი გამოყოფილი ოფლი შეიძლება გახდეს, რომელიც ხელს უშლია მისი ჩაცმის გაადვილების საკითხს. სწორედ ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ მსგავსი ტიპის ჯინსის შარვლის ჩაცმას, წინასწარ წაისვით ფეხებზე დეოდორანტი და პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდება.image



5. ფუმფულა მკერდის მფლობელები (და არა მარტო) ცხელ ზაფხულში შესაძლოა სულაც არ იყვნენ კმაყოფილნი თავიანთი ბორცვებით, რადგან ხშირად ხდება მკერდის ქვეშ ჭარბი ოფლის გამოყოფა. სუნთან ერთად კი ლაქები ტანსაცმელზეც აუცილებლად იჩენენ ხოლმე თავს და ამით გაგდებენ უხერხულ სიტუაციაში. მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით მკერდის ქვეშ წაისვით დეოდორანტი და პრობლემაც წამში მოგვარდება.image


იხილეთ აგრეთვე:


აი რატომ უნდა წაისვათ მკერდის ქვეშ დეოდორანტი

როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები


0
257
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0