x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კლიპერონი - დაწყევლილი კუნძული

კუნძული კლიპერონი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასზე ადამიანმა ფეხი ვერაფრით მოიკიდა, ამბობენ რომ ამის მიზეზი მეკობრის წყევლა არის. კუნძული ფერნანდო მაგელანმა 1519 წელს აღმოაჩინა. თუმცა, სახელი ინგლისელი მეკობრის, ჯონ კლიპერტონის საპატივცემულოდ დაერქვა.


image


ლეგენდის თანახმად, კლიპერტონმა განძი კუნძულზე დამალა, და დაცვის მიზნით, ყველა დაწყევლა, ვინც მისი ნებართვის გარეშე კუნძულზე ფეხს დაადგამდა.
ამ ისტორიიდან 100 წლის შემდეგ, კუნძულზე ამერიკული კომპანია დამკვიდრდა, რომელიც გუანოს (ფრინველების და ღამურების ფოსფორით მდიდარი ექსკრემენტები) მოპოვებით იყო დაკავებული.

1857 წელს ამერიკელებს კუნძული ფრანგებმა წაართვეს, იმ მოტივით, რომ ის ტაიტის (ფრანგული პოლინეზიის) საკუთრება იყო. კუნძული ამერიკელებმა დატოვეს და იქ ადამიანები მხოლოდ 1897 წ. გამოჩნდნენ, როდესაც მექსიკელებმა მასზე სამხედრო ბაზა დააარსეს.


image
1906 წელს ბრიტანეთის ერთ-ერთმა კომპანიამ მექსიკის მთავრობასთან ერთად, კუნძულზე დასახლება შექმნა და ისევ გუანოს მოპოვება დაიწყეს. იმავე წელს, კუნძულზე შუქურა აღმართეს.

1914 წელს კლიპერტონზე დაახლოებით, 100 ადამიანი ცხოვრობდა. ორ თვეში ერთხელ აკაპულკოდან გემი ჩადიოდა და საკვები ჩაჰქონდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც მექსიკაში სამოქალაქო ომი დაიწყო, კუნძული გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.


image
1915 წლისთვის, უპატრონოდ დარჩენილი კუნძულის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა და მხოლოდ საკუთარი ბედის ანაბარად დარჩენილებმა, კუნძულის დატოვება ამერიკული სამხედრო გემით გადაწყვიტეს, რომელიც იმ დროს ათოლის ნაპირებთან იდგა. მაგრამ, მექსიკის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს გემზე ასვლის უფლება არ მისცა, რადგან მოსახლეობის სრული ევაკუაციის შემთხვევაში, კლიპერონს სხვა ქვეყანა დაეპატრონებოდა.
1917 წ. კუნძულზე მხოლოდ შუქურის დარაჯი და 15 ქალი და ბავშვი ცხოვრობდა. დანარჩენები შიმშილით და ავადმყოფობით დაიხოცნენ. ხოლო, ნახევარი წლის შემდეგ – 3 ქალიღა დარჩა და ისინი ამერიკული გემით გაიყვანეს.


image
მოგვიანებით, კლიპერტონის ფლობაზე უფლების მიღების სურვილი ორმა ქვეყანამ – საფრანგეთმა და მექსიკამ გამოთქვა. 1930 წ. ამ საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთმა თხოვნით ვატიკანს მიმართა და ერთი წლის შემდეგ, კუნძული მის მფლობელობაში გადავიდა. როგორც კი ეს მოხდა, ფრანგებმა მასზე სამხედრო ბაზა დააარსეს და შუქურა აღადგინეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 7 წლის შემდეგ, ფრანგებმა ბაზა მიატოვეს. ხოლო კუნძული დღემდე დაუსახლებელია.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image*მეკობრეები. ქვეყნები, რომლის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო მეკობრეობა იყო

*ყველაზე დიდი ბიზნესი შუა საუკუნეებში

* რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი? რეალური ამბავი ინგლისელი კაპიტნის სიკვდილის შესახებ

0
478
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0