x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რომელი პროდუქტი შეგაფხიზლებთ დილით და ენერგიით აგავსებთ, ისევე, როგორც ყავა

image
თუ დილით მთვარეულივით დადიხართ და სანამ ერთ ჭიქა ყავას არ დალევთ, მანამ ვერ ფხიზლდებით, ეს სტატია ზუსტად თქვენთვისაა, რადგან წამყვანი დიეტოლოგი პუანონ ლამბერტი გვითითებს იმ პროდუქტებს, რომლების ისევე კაგად შეგვაფხიზლებენ როგორც ყავა.

ყველანაირი საკვები ენერგიით გვავსებს, თუმცა როცა საქმე ეხება ენერგიის მოცემას, ყველა მათგანი ერთნაირი როდია. საკვები სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და ენერგიას გვმატებს, თუმცა აქ წარმოდგენილი პროდუქტები დაღლილობას და მოთენთილობას მოგიხსნით.image

ვაშლი - შესანიშნავად იცავს თქვენი ტვინის უჯრედებს. მკვლევარებმა გაგვანდეს, რომ მისი სშირად მირთმევა აუმჯობესებს ორგანიზმის ამტანიანობას და სძენს მას აერობიკულ თვისებებს, იმის მიუხედავად, ვარჯიშობთ თუ არა. ამაში მთავარი კი კვერცეტინია, რომელსაც ვაშლი შეიცავს. კვერცეტინს შეიცავს აგრეთვე წიწაკა, პომიდორი, ფოთლოვანი მწვანილი- ისპანახი და კომბოსტო. image

კვერცხი - ის არა მარტო ცილის საუცხოო წყაროა, არამედ გააჩნია საუკეთესო კვებითი ღირებულება მთელს პლანეტაზე. კვერცხის გული B ვიტამინის ნამდვილი საბადოა, რომელიც გარკვეულ წილად პასუხისმგებელია საკვების ენერგიად გარდაქმნაზე. გარდა ამისა, ის შეიცავს ქოლინს, რომელიც ენერგეტიკული დონის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. კვლევების თანახმად, ადამიანების 90% ქოლინის რეკომენდირებულ დოზაზე ნაკლებს იღებს. კვერცხი ამავე დროს ყველანაირი დიეტის შეუცვლელი ელემენტია. image

თხილეული - მაგნიუმი, რომელსაც თხილეული დიდი რაოდენობით შეიცავს, თქვენი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ელემენტია. მას სხეულის თითოეული უჯრედი შეიცავს და აუცილებელია მისი ფუნქციონირებისთვის, ხოლო თუ ვარჯიშობთ, ჩვეულებრივზე 20%-ით მეტი მაგნიუმი სჭირდება ორგანიზმს, ვიდრე პასიურ ან დასვენების დროს. ბრაზილიური კაკალი, ნუში და კეშიუ ის თხილეულია, რომელიც ყველაზე მეტ მაგნიუმს შეიცავს. ისინი ასევე შეიცავენ ჯანმრთელ ცხიმებს და ცილას. image

შავი შოკოლადი - თუ თქვენ შოკოლადს ენერგიის მოსამატებლად მიირთმევს, მაშინ მაქსიმალური კონცენტრაცია კაკაოზე უნდა გააკეთოთ. კაკაო შეიცავს ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ებრძვის სტრესს, მატებს ენერგიას და ახდენს ყურადღების კონცენტრაციას. შავი შოკოლადი ასევე შეიცავს კოფეინს, რომელსაც ზოგი ადამიანი სვამს ენერგიის მოსამატებლად. image

წყალი - სამელი წყალი მნიშვნელოვანის ბევრი მიზეზის გამო, მათგან ერთ-ერთი კი ენერგიაა. თუ თქვენ გაქვთ მოთენთილობის შეგრძნება, ეს შეიძლება იყოს დეჰიდრატაცია, რომელიც დაღლილობის ძალიან გავრცელებული სიმპტომია. ამის თავიდან ასაცილებლად, პირველი ნაბიჯი ისაა, რომ დალიოთ ბევრი წყალი, რაც ორგანიზმს დღის მანძილზე მიაწვდის ტენის საკმარის ოდენობას.image

ისპანახი და წითელი ხორცი - ხორცი აწვდის ჟანგბადს მთელ სხეულს, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანოებს ნორმალურად იფუნქციონიროს. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გაქვთ დაბალი რკინის შემცველობა, თქვენ არსებითად ართმევთ თქვენს სხეულს უჯრედებში ჟანგბადს. ეს არის ის საკვები, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს. image

ხშირად თვლიან, რომ ისპანახი რკინის საუკეთესო მიმწოდებელია, თუმცა მისგან მიწოდებული რკინა რთულად შეითვისება ორგანიზმის მიერ, ამიტომ წითელი ხორცი, მაინც უპირობოდ ლიდერობს ამ შემთხვევაში.

ახალი სეზონური პროდუქტები - როცა რაიმე საკვებს ვინახავთ, ის არასეზონურია და მისი საკვები ღირებულება მცირდება. სეზონური საკვების მიღება ეს დიდი უპირატესობაა, რომელსაც თქვენ თვითონვე იგრძნობთ, რადგან ისინი მეტი კვებითი ღირებულებისაა და მეტად აგავსებთ ენერგიით. image


უახლესი საკვები რომელიც გურმანებს ძალიან მოსწონთ

თუ თმის ცხიმიანობა გაწუხებთ

საუკეთესო რჩევა მილიონერისგან-სცადეთ, არ ინანებთ

0
242
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
242