x
image
ციცი
Mediator image
"ნუ გიკვირთ იმ ადამიანთა არმწუხარება, ვისთვისაც მოქალაქეობრივი პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შესრულებული როლი..."-ნანუკა ჟორჟოლიანი-"იმედია შვილმა ბოდიშის მოხდა მოასწრო."

image
თეატრისა და კინოს ქართველი ვარსკვლავი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში 10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ფილტვების ანთებით საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. კოლორიტი ქართველი მსახიობის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და "ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი იმ კომენტარებს ეხმაურება, რომელთა ავტორებიც მსახიობის გარდაცვალებას არ იზიარებს იმის გამო, რომ რაფალიანცის მკვლელობის საქმესთან დაკავსირებით გივი ბერიკაშვილის ქალიშვილის სახელი ფიგურირებს:


"რა უფრო მეტი პათოლოგიაა? 11 თვის ბავშვს, ქვევრში დამხრჩვალს რატომღაც ერთი რომ იპოვის, მერე ამ მკვლელობას, პოლიტიკური ქულების გამო სხვას დააბრალებს, თუ ვიღაცას კონკრეტული მსახობი რომ არ მოსწონს? მე შეიძლება არ მესმოდეს, ადამიანის გარდაცვალების მწუხარებას რომ არ იზიარებს ვინმე, მაგრამ ის უფრო არ მესმის, რაფალიანცის მკვლელობა, დღემდე ბურუსით მოცული რატომ არის. ამიტომ ნუ გიკვირთ იმ ადამიანთა არმწუხარება, ვისთვისაც მოქალაქეობრივი პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შესრულებული როლი. მე ვიცნობდი ბატონ გივის, მიყვარდა ის და ამიტომაც გულწრფელად მეტკინა მისი გარდაცვალება. ისევე, როგორც მწყინდა მისი შვილის ქმედებამ, რომ გადაფარა ყველაფერი საუკეთესო. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ბატონო გივი. იმედია შვილმა ბოდიშის მოხდა მოასწრო."imageimage

2
1441
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1441
  
2017, 12 აპრილი, 12:19
ნუთუ ყველაფერზე უნდა გამოთქვა აზრი, თანაც შეგნებულად ისეთი, რომ ფბდაფეთებულებმა აიტაცონ და მერე ის აზრები მედიამ აიტაცოს... მოკლედ, გაგიჟდება კაცი))
2017, 12 აპრილი, 11:33
ვინ ლაპარაკობს "მოქალაქეობრივ პოზიციაზე?" ჟორჟოლიანი?! არ რცხვენია?!
0 1 2