x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
9 თვე "გადამალულმა"ფეხმძიმობამ ყველა გააოცა - ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს შვილი შეეძინათ

imageაქამდე არასოდეს უნახავს ვინმეს ასეთი მხიარული, ვნებიანი, ზედმეტად კეკლუცი და ძალიან ბედნიერი სუპერ მოდელი ირინა შეიკი, როდესაც მან გასული წლის დასაწყისში ყველას აუწყა მისი და კრიშტიანო რონალდუს დაშორების შესახებ, როდესაც მოდელს კითხვა დაუსვეს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი იდეალური მამაკაცი, მან დაუფარავად განაცხადა: - " ჩემი იდეალური მამაკაცი უნდა იყოს ერთგული, პატიოსანი, ჯენლტმენი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მოეპყრას ქალებს. მე არ მინდა დავიჯერო, რომ მამაკაცი, რომელიც ცდილობს გვაგრძნობინოს, რომ ის ურთიერთობით უბედურია და უფრო მეტს მოითხოვს სიყვარულში შენგან, ეს სრული ბავშვობაა და მეტი არაფერი"...როგორც შარშან წყარო წერდა, მოდელს მხედველობაში ჰყავდა ფეხბურთის სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ, რომელთან ერთადაც გატარებულ "ძვირფას" წლებს ირინა შეიკი სრულ სიმახინჯეს და არარსებულს უწოდებდა.imageimageimageსიყვარულით დაიწყო ბრედლი კუპერისა და რუსი სუპერმოდელის ურთიერთობა. მოდელმა შეძლო იდეალური მამაკაცის პოვნა ბრედლი კუპერის სახით და დღეს მათ საბოლოოდ შეძლეს საზოგადოების განცვიფრება. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ 31 წლის მოდელი - ირინა შეიკი და 42 წლის ბრედლი კუპერი მშობლები გახდნენ.ირინამ თავისი პირველი შვილის შესახებ 30 მარტს განაცხადა ფოტოსესიის დროს. dailymail ინფორმაციით, მას მოსწონდა ფეხმძიმობა და ისიც, რომ სხეულით ბრედლის შვილს ატარებდა.

image

მიუხედავად ორსულობისა, იგი აგრძელებდა მსუბუქ ვარჯიშს, შეძლებისდაგვარად და ცდილობდა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სხეულის ფორმები. საინტერესოა, აქამდე რატომ არ წერდა ყვითელი პრესა მოდელის ფეხმძიმობაზე?

რაც შეეხება 42 წლის მსახიობს - ბრედლი კუპერს, როგორც პირველი შვილის ( რომლის სქესზე და სახელზე ახლაც არ საუბრობენ პრესასთან ), მამა, აღტაცებული და უზომოდ ბედნიერია.

ამ ფოტოზე მოდელი სავარაუდოდ ორი თვის ფეხმძიმეა, რადგან სურათი გასული წლის აგვისტოთია დათარიღებული.

image

სუპერმოდელს ბავშვის გაზრდა არ გაუჭირდება, რადგანაც წყაროს ინფორმაციით მას აქტიურად ეხმარება არა მარტო მოსიყვარულე ქმარი, არამედ დედა - ოლგაც, რომელიც პაპარაცებმა ირინასთან ერთად შოპინგზე დააფიქსირეს.image

0
1163
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0