x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გარდაიცვალა გივი ბერიკაშვილი

image

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი.ცნობილი მსახიობი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს ფილტვების ანთების დიაგნოზით და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.


გივი ბერიკაშვილი დაიბადა 1933 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის
სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო
დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.

ნათამაშევი აქვს 100-მდე როლი თეატრსა და კინოში.იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახ. პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემია სპექტაკლისტვის ”ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”.

0
207
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0