x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 რეალური ფაქტი, რომლის დაჯერება რთულია

image
ზოგჯერ, მეცნიერება და გარე სამყარო ისეთ აღმოჩენებს გვთავაზობს, რისი დაჯერება კი არა, გააზრებაც კი წარმოუდგენელია. ამ ნაკრებში, სწორედ ამ კატეგორიის 15 ფაქტებია წარმოდგენილი:


1. უკვდავი ჰომარი


imageჰომარს ასაკი არ გააჩნია. ის არც ბერდება და არც კვდება. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ჰომარები მხოლოდ გარე მიზეზების გამო კვდებიან.



2. ჰიპერ ვიტამინიზირებული პროდუქტი


image

თეთრი დათვი — ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ცხოველია დედამიწაზე. ამ ფაქტის გარდა, კიდევ ერთი რამით არის ის გამორჩეული. ამ დათვების ღვიძლი იმდენ А ვიტამინს შეიცავს, რომ მისი დაგემოვნების შემთხვევაში, ადამიანი ითუპება, რადგან მას, ერთდროულად, ამ რაოდენობის ვიტამინის გადამუშავება, უბრალოდ, არ შეუძლია.



3. უძველესი თაფლი


image

ფარაონების სამარხში თაფლი აღმოაჩინეს, რომლის ანალიზის შემდეგ, დადგინდა, რომ ის არაფრით განსხვავდებოდა ახალი თაფლისგან და მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თაფლი არის პროდუქტი, რომლის შენახვა, მინიმუმ 5000 წლის მანძილზე შეიძლება.



4. ატომები და ცარიელი სივრცე


image

როგორც ცნობილია, ნებისმიერი მატერია ატომებისგან, ხოლო ატომი ცარიელი სივრცისგან შედგება. ყველა ადამიანის შემადგენელი ატომებიდან ცარიელი სივრცის გამორიცხვის შემთხვევაში, დედამიწის მთელი მოსახლეობა, ერთი ვაშლის ხელა სფეროში ჩაეტეოდა.



5. ვთისმლოცველა კიბო


image

ეს კიბო, თავისი კლასის კიბოსნაირებისგან იმით განსხვავდება, რომ მას ერთი დარტყმით, ადამიანისთვის თითის მოჭრაც კი შეუძლია. მისი მარწუცები ზამბარისებურად არის მოწყობილი და მასში კუნთის შეკუმშვით მიღებული ენერგია არის აკუმულირებული. მარწუხის მოქმედების სიჩქარე 80 კმ/სთ-ია, ხოლო დარტყმის ძალა – 150 კგ-ს ტოლფასი, რაც 2500-ჯერ აღემატება მის წონას. მსგავსი მონაცემები ადამიანს რომ გააჩნდეს, ხელის ერთი დარტყმით, რკონის ძელს გააპობდა.

გარდა ამისა, კიბოს ამ სახეობას, კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს. ის იმდენად სწრაფად გადაადგილდება (10 მ/წმ), რომ ირგვლივ წყლის დუღილის შთაბეჭდილება იქმნება.



6. შენონის რიცხვი


image

ჭადრაკის განუმეორებელი პარტიების რიცხვი უფრო მრტია, ვიდრე ატომების რაოდენობა სამყაროში. ეს რიცხვი, გასული საუკუნის შუა წლებში, ამერიკელმა მათემატიკოსმა კლოდ შენონმა (1916-2001) გამოთვალა და ამიტომ, მას «შენონის რიცხვი» უწოდეს, რომელიც 10-ის 118-ე ხარისხის ტოლია.



7. თმის ძალა


image

როგორც ამბობენ, «ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდაო», ეს არც თუ ისე სახიფათო მდგომარეობა ყოფილა. როგორც გაირკვა, ადამიანის ერთად შეკრულ თმას (საშუალოსტატისტიკური რაოდენობით) 12 ტონა ტვირთის გაძლება შეუძლია.



8. ლიხტენბერგის ფიგურა


image

«ლიხტენბერგის ფიგურა» არის დიელექტრიკზე (ზედაპირი, რომელიც დენს არ ატარებს, ან ცუდად ატარებს) ელვის განმუხტვის შედეგად დატოვილი კვალი, რომელიც პირველად 1777 წ. გერმანელმა მეცნიერმა გ. კ. ლიხტენბერგმა დააფიქსირა.

ეს კი ქალბატონია, რომლის სხეულზე იარების საერთო სურათი, სწორედ «ლიხტენბერგის ფიგურას» ქმნის.



9. კრაზანა ლეღვში


imageლეღვი, ხშირ შემთხვევაში, მკვდარი კრაზანის ნარჩენებს შეიცავს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ კრაზანები, ამ უგემრიელეს ხილში, კვერცხის დასადებად ძვრებიან და შიგვე იხოცებიან. ხოლო, მათი სხეულის ნაწილების გადამუშავება ლეღვის ფერმენტების მიერ ხდება.



10. პირველი iPhone


image

ასე გამოიყურებოდა პირველი iPhone და მას ისეთივე გამოთვლითი სიმძლავრე ჰქონდა, როგორიც მთვარის მისისში მონაწილე, NASA-ს კომპიუტერს, 1969 წელს.



11. ელვის პრესილ ქერა იყო


image

ყველას კარგად ახსოვს როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ნატურალური ქერა იყო.



12. დედამიწაზე არსებული ყველა ჭიანჭველა რომ ავწონოთ, უფრო მძიმე გამოვა, ვიდრე ადამიანების საერთო წონაა


image

როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, გიგანტური სასწორის ერთ მხარეს დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი რომ დადგეს, ხოლო მეორე მხარეს – პლანეტაზე მობინადრე ყველა ჭიანჭველა, სასწორი ჭიანჭველების მხარეს გადაიხრება. დედამიწაზე ამ მწერების საერთო რაოდენობა 10 კვადრილიონად (10 ათასი ტრილიონი) ფასდება. მიუხედავად იმისა, რომ ჭიანჭველას საშუალო წონა, დაახლოებით, 7 მგრ-ია, ყველა ერთად, ბევრად უბრო მეტს იწონის, ვიდრე პლანეტის მოსახლეობა.



13. აქლემის იმპორტი


image

მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. უდაბნოს ხომალდები, ჩვენს წარმოდგენებში მხოლოდ აზიაში და აფრიკაში ბინადრობენ, როგორც გაირკვა, ავსტრალიაშიც ყოფილან და საუდის არაბეთი სწორედ იქიდან ახდენს ამ ცხოველების ექსპორტს. ამ ქვეყანაში, მეაქლემეობა, რა თქმა უნდა, განვითარებულია, მაგრამ ეს დარგი, ძირითადად, გამოფენებზე (ეწყობა სილამაზის კონკურსები აქლემებს შორის) და სპორტის სხვადასხვა სახეობებზე არის ორიენტირებული, ხოლო ავსტრალიიდან ჩაყვალილ აქლემებს კლავენ და საკვებად იყენებენ.

აქლემი ავსტრალიის კონტინენტზე XIX საუკუნეში შეიყვანეს და დღეს, ეს ცხოველები, ველურ ბუნებაში, მრავალრიცხოვანი ჯოგებად (1 ჯოგში, შეიძლება, 5-6 ათასი იყოს) ცხოვრობენ.



14. თვითმფრინავი და ინდაური


image

ერთხელ რეაქტიულმა თვითმდრინავმა, დიდი სიჩქარით, პირდაპირ მინდორს გადაუფრინა, რომელზეც ინდაურები ბალახს წიწკნიდნენ. მის მიერ გამოცემული ხმის გამო, ფრინველები ერთიანად ამოწყდნენ. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო.



15. მარტოხელა ალპაკა დარდით კვდება


image

ამ ცხოველის გავრცელების არეალი სამხ. ამერიკაა. უფრო კონკრეტულად, ბოლივია და პერუ. ისინი მაღალმთიან რეგიონებში ბინადრობენ და სხვა კლიმატურ პირობებს ვერ ეგუებიან.

ალპაკას ძვირფასი ბეწვი აქვს, იყენებენ მის ხორცსაც. ამიტომ, ველური ბუნების გარდა, მოსახლეობასაც ჰყავს მოშინაურებული. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ერთი ალკაპას შენახვა არ შეიძლება. ამიტომ, მეურნეობაში, ყოველთვის 2 ან მეტი ცხოველი ჰყავთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ: ბუს ბუდეში შინაური ცხოველი ჰყავს...

ყველაზე საინტერესო... ყველაფერზე
20 უცნაური ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ

15 ცნობილი ბრენდი თავისი მოღვაწეობის «გარიჟრაჟზე»


0
191
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0