x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 იდეა წიგნიდან, რომელიც რეალობად იქცა

გასაკვირია, მაგრამ ხან ისეც ხდება, რომ, მწერალი თავისდა უნებურად, შეიძლება ორაკული გახდეს და ისეთი რამის არსებობა იწინასწარმეტყველოს, რაც ათწლეულების შემდეგ მართლაც გაჩნდება კაცობრიობის ცხოვრებაში. აქ იმ იდეებს წარმოგიდგენთ, რომლებიც სხვადასხვა მწერლის შემოქმედებაში გაჩნდა, ხოლო შემდეგ, რეალურ ცხოვრებაშიც განხორციელდა.


1. რეიმონდ დაგლას ბრედბერმა (Ray Douglas Bradbury) თავის დროზე, ამჟამად ყველაზე პოპულარული ყურსასმენების, «წვეთების» ფორმატი «გამოიგონა». წიგნში – «451 გრადუსი ფარენგეიტით» (1953 წ), ის წერდა: «ყურებში მას მჭიდროდ ჰქონდა ჩადგმული მინიატურული «ნიჟარები», რომელშიც უმცირესი რადიომიმღები იყო და ბგერების ელექტრო ოკეანე — მუსიკა და ხმები, ტალღებად ეფინებოდა მის ფხიზლად მყოფ ტვინს».


image

2. სიტყვათა წყობა «ატომური ბომბი» პირველად მწერალმა ჰერბერტ უელსმა (Herbert George Wells) 1913 წელს გამოცემულ წიგნში – «გათავისუფლებული მსოფლიო» ახსენა. საინტერესო ის არის, რომ წიგნი გამოსვლისას ჯერ პირველი მსოფლიო ომიც კი არ იყო დაწყებული. ხოლო, ატომური ბომბი პირველად 1945 წ. გამოიყენეს.


image

3. ჟიულ ვერნი (Jules Gabriel Verne) წიგნში «20 000 ლიე წყალქვეშ» (1870 წ.) აღწერა ახალი ტიპის ხომალდი — წყალქვეშა ნავი, რომლიც იმ დროს, მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა. კაპიტანი ნემოს «ნაუტილუსი» ტექნიკური პროგრესის განსახიერებად იქცა და მისი სახელი ყველაზე პოპულარული გახდა, მოგვიანებით შექმნილ წყალქვეშა ნავებს შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ «ნაუტილუსი» დღეს ელექტრო ხელსაწყოს, კოსმოსურ აპარატებს, რესტორნებს, სასტუმროებს, და სპორტულ კლუბებსაც ჰქვია.


image

4. ართურ კონან დოილი (Sir Arthur Ignatius Conan Doyle) მოთხრობებში შერლოკ ჰოლმსის შესახებ, კრიმინალისტიკის ისეთ მეთოდებს აღწერს, რომლებიც იმ პერიოდის პოლიციისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო. მათ შორის: სიგარეტის ნამწვის და ფერფლის შეგროვება, საბეჭდი მანქანის იდენტიფიკაცია, დამნაშავის კვალის ლუპით დათვალიერება და ა. შ. შემდგომში, პოლიცია უკვე ფართოდ იყენებდა, ჰოლმსის ძიების, ამ და სხვა მეთოდებს.


image


image

5. ჩაკ პალანიკის (Charles Michael «Chuck» Palahniuk) ცნობილი რომანის «მებრძოლთა კლუბის» (1995 წ.) გამოსვლის შემდეგ, იგივე სახელის უამრავი სპორტული ორგანიზაცია შეიქმნა, სადაც ადამიანები სამართლიანი ბრძოლებით, ნეგატიური ემოციებისგან თავისუფლდებოდნენ. იდეა იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ წიგნის ეკრანიზაციის შემდეგ, ანალოგიური კლუბი, მსოფლიოს უამრავ ქალაქში გაიხსან და ფუნქციონირებას დღემდე აგრძელებს.


imageimageimageimageimageimageimageimage









0
157
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0