x
image
გემი დალანდი
არ გადაყაროთ ყავის ნალექი. აი,რა სარგებლობა მოაქვს მას
თუ ყავის მოყვარული ბრძანდებით, ნუ იჩქარებთ ფინჯნის გარეცხვას. ყავის ნალექი ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.


1.ყავის ნალექი-როგორც სასუქი

ყავის ნალექი შესანიშნავი საშუალებაა ბაღისთვის.ის თქვენი საყვარელი მცენარეების ზრდის სტიმულირებას ახდენს

image



2.კატების საწინააღმდეგო საშუალება

თუ თქვენს ბაღჩაში კატებსაც უყვართ სეირნობა, მოაყარეთ ნიადაგს ყავის ნალექი. კატები მის სუნს ვერ იტანენ.

image


3.სასარგებლო-ძაღლისთვის

თუ თქვენს ძაღლს რწყილები გაუჩნდა, დაბანეთ შამპუნით და ყავის ნალექით. პარაზიტები გაქრება!

image


4.ქსოვილის შეღებვა

სამზარეულოს გაყვითლებული და დალაქავებული ტილოები შესანიშნავად იღებება მუქად, ყავისნალექიან ხსნარში.

image


5.სახეხი საშუალება

ყავის ნალექი ასევე შესანიშნავი საშუალებაა ქვაბებისა და ტაფების გასახეხად.

image


6.ჰაერის გამწმენდი

ყავა ნებისმიერ უსიამოვნო სუნს გააქრობს.გამოიყენეთ მისი ეს თვისება.

image


7.ნიღბავს ნაკაწრებს

ყავის ნალექის დახმარებით, ხის ზედაპირიზე არსებულ ნაკაწრებს მშვენივრად დამალავთ.

image


8.ხის ზედაპირის სასიამოვნო შეფერილობა

ხის ზედაპირი სასიამოვნო შეფერილობას მიიღებს, თუ ყავის ნალექს გადაუსვამთ.

image

9.აქრობს უსიამოვნო სუნს

ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, ჩაყარეთ ფეხსაცმელში ყავის ნალექი და გააჩერეთ რამდენიმე საათით.

image



10.ყავის სანთელი

თუ სანთელს თქვენი ხელით გააკეთებთ, სცადეთ და ყავის ნალექი გაურიეთ.საინტერესო ეფექტს მიიღებთ.

image


11.ცხიმიანი თმისთვის

თუ თმა მალე გიცხიმიანდებათ-დაიბანეთ ყავის ნალექით.

image


12.სკრაბი სახისა და ტანისთვის

ყავის ნალექი შესანიშნავად წმენდს კანს, აცილებს მკვდარ უჯრედებს.

image


13.მუქი წრეები თვალებქვეშ

ყავის ნალექი ნამდვილად დაგეხმარებათ. ყავაში შემავალი კოფეინი ატონიზირებს კანს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

image





0
1013
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1013
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0