x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოგონებები 9 აპრილზე

image


1989 წლის 9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეს უახლოესი საქართველოს ისტორიაში....თურმე უკვე 28 წელი გასულა არა და ნათლად მახსოვს ის დღეები თითქოს გუშინ იყოო...


10 აპრილს დილით სამსახურში მივდიოდი, (მორიგე ვიყავი)პირველი რამაც გამაოცა ქუჩები სრულიად ცარიელი იყო, გზად ჩახერგილი ტანკები დავინახე, მივხვდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როდესაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე გავედი მანქანა დავინახე, რომელსაც შავარშინიანი დროშა ჰქონდა გადმოფენილი.უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში მისულს ერთადერთი თანამშრომელი კაცი დამხვდა, რომელიც საინგილოდ იყო.ტირილით მომახალა:"იცი წუხელ გვიან ღამით ჯალათებმა ბავშვები და ქალები დაგვიხოცეს" გავშრი გავიყინე.....


პირველი ვინც გამახსენდა ჩემი გერი და იყო, ვიცოდი რომ 8 აპრილის ღამეს მიტინგზე იყო წასული..სასწრაფოდ პირველი მას მივაკითხე..ოდნავ კოჭლობდა, დაწვრილებით მოვაყოლე ყველაფერი:"წვივში ჩამარტყა რუსის ჯარისკაცმა კეტი, რომ დავეცი თვითონვე წამომაყენა და მითხრა:Иди, Беги!....როცა 9 აპრილზე ჩამოვარდება ხოლმე საუბარი ამ ამბავს ყოველთვის ვიხსენებ...თურმე ასეთი ჯარისკაცებიც არსებობდნენ...


ტრადიციულად საბჭოთა პროპაგანდა ოფიციალურ მოხსენებაში ცრუობდა, რომ ჭყლეტის შედეგად დაიღუპა ამდენი და ამდენი ადამიანი...


მახსოვს უმაღლესი ტრიბუნიდან როგორ აიმაღლა ხმა შევარდნაძემ, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო(ახლა ბევრს ლანძღავენ არც მთლად მასეა საქმე)მუშტები ურტყა ტრიბუნას იმ სიცრუის გამო, რომ თითქოს "ჭლეტის" შედეგად დაიღუპა ხალხი...თუ არ ვცდები მაშინვე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა...



განსაკუთრებით კი ერთი ამბავი მახსენდება. კომენდატის საათი გამოცხადებული იყო.მე და ჩემი მეგობარი თბილისის ზღვაზე სანატორიუმში ახლობლის სანახავად წავედით ...ზღვის პირას ორი ჯარისკაცი იყო ჩამომჯდარი როდესაც ერთმანეთს შევეჩეხეთ..ირგვლივ არავინ იყო..უნდობლად ვუყურებდით თვალებში რამდენიმე წამი ერთმანეთს.შიში იდგა იმათ თვალებში, რა თქმა უნდა არც ჩვენ ვიყავით კარგ დღეში..ერთ-ერთმა მიწაზე დადებული ავტომატი ახლოს მიიჩოჩა...მდუმარედ გავუარეთ, ზურგი მეწვებოდა, სისხლი მეყინებოდა, ვფიქრობდი, ახლა აღებს ავტომატს ხელში და დაგვცხრილავს მეთქი(ზუსტად იმ დღეებში მოკლეს გია ქარსელაძე ამავე ტერიტორიაზე)....



იმ პერიოდში განსაკუთრებით ამაღლებული იყო პატრიოტული გრძნობები, ყოველთვის სუფრაზე ჯდომისას ვარიანტი არ იყო ბიჭებს თვალცრემლიანებს "შავლეგო" არ გვემღერა.


და რა თქმა უნდა ჰიმნად ქცეული "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", რომელსაც გულგრილად ვერავინ მოუსმენდა....




0
145
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0