x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
XX საუკუნის ამოუხსნელი საიდუმლოებები

image


image


1900 წ.— ფლანის კუნძულზე (დიდი ბრიტანეთი) ეილინ მორის (Eilean Mòr) შუქურიდან 3 მეთვალყურე გაქრა.


image


image


1902 წ.— 29 - 30 დეკემბრის ღამეს 1:05 სთ-ზე პარიზის უმეტეს ნაწილში საათები გაჩერდა.


image

imageimage
1911 წ. — 14 ივლისს რომის სარკინიგზო სადგურიდან, კომპანია «სანეტის» მიერ მოწყობილ «კრუიზში», მატარებელი გავიდა, რომელშიც მხოლოდ მდიდარი იტალიელები ისხდნენ. 106 მგზავრი გზის ახალ მონაკვეთთან მდებარე ქვეყნის ღირშესანიშნაობებს ათვალიერებდა. მატარებელი გრძელ გვირაბს უახლოვდებოდა, როდესაც რაღაც საშინელება მოხდა. ორი მგზავრის მტკიცებით, რომლებმაც მოძრავი მატარებლიდან გადმოხტომა მოახერხა, ჯერ რძისფერი ნისლი გაჩნდა, რომელიც გვირაბთან მიახლოვებისას, სულ უფრო სქელდებოდა და ბლანტ წებოვან სითხედ გარდაიქმნებოდა. მატარებელი გვირაბში შევიდა და... გაქრა.


image

imageimage


1913 წ.— ცეცხლოვანი მიწის სანაპიროებთან იალქნიანი გემი «მალბორო» აღმოაჩინეს, რომელსაც იალქნები აკეცილი ჰქონდა. მის გემბანზე და სათავსოებში 20 ადამიანის გვამის ნარჩენები ნახეს. ხოლო, გემის საბორტო ჩანაწერების ჟურნალიდან გაირკვა, რომ ის 1890 წელს ახალი ზელანდიიდან გამოვიდა, მაგრამ არცერთ პორტში არ შესულა.


image


image


1933 წ.— ლოხ-ნესის (შოტლანდია, დიდი ბრტანეთი) ტბაზე უცნაური ცხოველი შენიშნეს, რომელსაც ტბის ურჩხული შეარქვეს. მას შემდეგ, 4000-მდე მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული. 1992 წელს მეცნიერებმა, ჰიდროლოკატორების გამოყენებით, სრულად შეისწავლეს ტბა და მასში 5 გიგანტური ზომის არსება დააფიქსირეს.


image


image


1945 წ. — კვინსლენდის შტატში (ავსტრალია) ამოუცნობი მფრინავი ობიექტების «შემოსევა» იყო.


image

imageimage

1945 წ. — მესამე რაიხის ლიდერები (მიულერი, ბორმანი და ა. შ.) ისე გაუჩინარდნენ, რომ მათ კვალს ვეღარ მიაგნეს. გაჩნდა ვერსია, რომ ისინი ლათინურ ამერიკაში გაიქცნენ. ფოტოზე მ. ბორმანი და სავარაუდოდ, მისი თავის ქალაა. თუმცა, ეს მხოლოდ სავარაუდოდ...


image


image


1945 წ. — 5 დეკემბრის, საღამოს საათებში, ბერმუდის სამკუთხედის რაიონში 6 თვითმფრინავი გაქრა.


image

imageimage

1947 წ. — 7 ივნისს როზველში (ნიუ-მექსიკო, აშშ) ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა კატასტროფა განიცადა. ავარიის ადგილზე აღმოაჩინეს ადამიანის მსგავსი არსების 6 გვამი. ინციდენტის გამოსაძიებლად 18 სექტემბერს სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ადმირალი ჰილენკოუტერი (R. Hilenkouter) ხელმძღვანელობდა.


image

imageimage

1948 წ. — 8 სექტემბერს ბეისის ტბაზე (ონტარიო, კანადა) «მდინარის ურჩხული» შენიშნეს — «დიდი, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის ცხოველი, ზურგზე სამკუთხედის ფორმის წანაზარდებით».

image


image


1968 წ. — არის ი. გაგარინის გარდაცვალების ოფიციალური თარიღი. თუმცა, მისი სიკვდილის ამბის თითქმის არავის სჯერა. წინასწარმეტყველი ვანგა ამბობდა, რომ პირველი კოსმონავტი არ მოკვდა, – «ის წაყვანილ იქნა».


image

imageimage
1979 წ. — 27 ივლისს 23.00 სთ-ზე ბაიკონურის (ყაზახეთი) თავზე კაშკაშა «ვარსკვლავი» დაინახეს, რომელიც ცაში ქაოტურად მოძრაობდა და უკან მკვეთრ კვალს ტოვებდა. მასზე დაკვირვება თითქმის 40 წუთს გრძელდებოდა.


image


image


1987 წ. — ბრაზილიის სანამიპოზე 2000-მდე დელფინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.


image


image


1993 წ. — 10 თის მანძილზე წყნარი ოკეანის ე. წ. «სამკუთხედში» 48 გემი და 200-ზე მეტი მეზღვაური დაიკარგა.

image


image


1996 წ. — უცნაური ცოცხალ-მკვდარი არსება აღმოაჩინეს ქ. კიშტიმის (რუსეთი) მახლობლად მდებარე სოფ. კაოლინის სასაფლაოზე. ის პენსიონერმა ტამარა პროსვირინამ იპოვნა და სახლში წაიყვანა. მოგვიანებით, არსება «კიშტიმის ჯუჯას» სახელით გახდა ცნობილი. ის ადამიანის საკვებით იკვებებოდა, უცნაურად გამოიყურებოდა და სუნიც უცნაური ჰქონდა. მისი სიმაღლე, დაახლოებით, 30 სმ-ს შეადგენდა და ანუსის გარდა, ყველაფერი ჰქონდა, რაც ადამიანს აქვს. საკვების მიღებიდან, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას ოფლი ასხავდა, რაც ორგანიზმის გამოყოფის სისტემის ფუნქციას ასრულებდა. მოხუცმა მას ბავშვის სახელი – «ალიოშკა» დაარქვა და «პატარამ» მის სახლში, თითქმის, 1 თვე იცხოვრა.


image


ტ. პროსვირინა მარტოხელა იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ალიოშკა იპოვა, მეზობლებთან საუბრისას ამბობლა, რომ ბავშვი ჰყავდა მისახედი და სახლში მიდიოდა. თანასოფლელებმა ჩათვალეს, რომ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და მოხუცი შიზოფრენიის დიაგნოზით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. ხოლო, სახლში უპატრონოდ დარჩენილი არსება გარდაიცვალა. მისი გვამი, პენსიონერის ყოფილი რძლეი მეგობარმა მამაკაცმა ნახა. მას გასაღები ჰქონდა და მოხუცის სახლში რამდენიმე დღით აპირებდა დარჩენას. როგორც ამბობდნენ, კაცი ლოთი იყო, მაგრამ გარდაცვლილი არსების დანახვისას მიხვდა, რომ საქმე უჩვეულო მოვლენასთან ჰქონდა. ამიტომ, ის ტილოში გაახვია და საყინულეში შეინახა.

1999 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა ტ. პროსვირინაც. აღნიშნულ ფენომენთან დაკავშირებით, მისგან ინტერვიუს აღებას იაპონიის ტელევიზია გეგმავდა და სწორედ იმ დღეს, ქალს მანქანა დაეჯახა.

ალიოშკას ამბოთ უფოლოგები დაინტერესდნენ და მისი გვამი, კვლევის ჩასატარებლად, მათ გადაეცათ. გარკვეული დროის მანძილზე, ის ხელიდან ხელში გადადიოდა და შემდეგ... დაიკარგა. სავარაუდოდ, «კიშტიმის ჯუჯა» რუსი ოლიგარქის კოლექციაში მოხვდა. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმად, იაპონელი მილიონერი მზად იყო მასში 200 000 დოლარი გადაეხადა...

imageimageimageimageimageimageimage






1
582
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
582
  
8 მაისი, 19:57
ძალიან დიდი ინტერესით წავიკითხე... მაგარია
0 1 1