x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ინკვიზიტორის სისხლიანი ჭადრაკი

image

image

არ არსებობს ადამიანზე უფრო სასტიკი არსება დედამიწაზე. ყველა დროში, ყველა ქვეყანაში, სიკვდილით დასჯა და წამება ხშირი მოვლენა იყო. უამრავი ადამიანი დაიღუპა შუა საუკუნეების ევროპაში, ინკვიზიციის მძვინვარების პერიოდში...

ეკლესიის წარმომადგენლები კუდიანებზე და ერეტიკოსებზე ნადირობდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ცალკეული პირების პირადი მოსაზრებით თუ ინტერესით, ეკლესიის და ღმერთის სახელით, მასობრივად ხდებოდა ადამიანების ჟლეტა. თავდაპირველად ყველას სასტიკად აწამებდნენ, ხოლო შემდეგ, სიკვდილით სჯიდნენ. წამების დროს, «ღვთისმოსავების» ფანტაზიას საზღვარი არა ჰქონდა. იმ პერიოდში, ადამიანის სიკვდილით დასჯის უამრავი მეთოდი არსებობდა, რომლებსაც წარმატებით იყენებდა პედრო დე აბუეს დე ეპილა — ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი და სასტიკი ინკვიზიტორი ესპანეთში.
imageპედრო დე აბუეს დე ეპილა ძალიან განათლებული და ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო. მას სხარტი გონება და ფართო თვალსაწიერი ჰქონდა, რაც სათანადოდ იყო დაფასებული, როგორც მისი მოსწავლეების და ეკლესიის მსახურების, ასევე უბრალო მოსახლეობის მიერ. მას ძალიან უყვარდა ჭადრაკის თამაში და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგადაც თამაშობდა, რაც მის გონიერებას კიდევ ერთხელ უსვამდე ხაზს. პედრო სამაგალითო ადამიანად მიაჩნდათ, მას ბაძავდნენ, თვლიდნენ რომ ის, თავისი დროის, ყველაზე ჭკვიანი და განვითარებული ადამიანი იყო და როდესაც, 1474 წელს, არაგონის (რეგიონი ჩრდ. ესპანეთში) მთავარ ინკვიზიტორად დანიშნეს, ბევრი არაგონელი ბედნიერი იყო, მაგრამ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, სულ ტყუილად უხაროდათ.
სწორედ ამ მომენტიდან, ხალხმა პედრო დე აბუეს დე ეპილას მეორე მხარე დაინახა — უსაზღვრო სისასტიკე, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად გაეხანგრძლივებინა ადამიანის ტანჯვა-წამება.
ინკვიზიტორის მთავარი მტრები ერეტიკოსები იყვნენ და ის დიდხანს ფიქრობდა, თუ როგორ შეეთავსებინა სასიამოვნო სასარგებლოსთან — მას უნდა გაენადგურებინა ერეტიკოსები და ამავდროულად, ეს თეატრალური ეფექტით უნდოდა გაეკეთებინა. ცოტა იფიქრა, თუ ბევრი, ინკვიზიტორის ავადმყოფმა გონება გადაწყვეტილება მონახა: მან სისხლიანი ჭადრაკის თამაში გადაწყვიტა, რომელშიც ფიგურების როლი სიკვდილმისჯილ ერეტიკოსებს უნდა შეესრულებინათ. ამ თამაშში პედროს ყველაზე მეტად ის ხიბლავდა, რომ მსხვერპლი დიდი ხნის მანძილზე ელოდა თავის რიგს და თან იმ ადამიანების გვერდით იმყოფებოდა, რომლებსაც მის თვალწინ სიკვდილით სჯიდნენ.
რა თქმა უნდა, იმ დროს, ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპებოდა, რომელიც არც კუდიანი იყო და არც ერეტიკოსი. რაც საერთოდ არ აღელვებდა არაგონის მმართველს. მას «ჭადრაკის ფიგურები» ესაჭიროებოდა — და ის მათ პოულობდა. ჭადრაკის პარტიის გათამაშება დიდ დარბაზში ხდებოდა, რომლის იატაკზე ჭადრაკის დაფა ეხატა. ისე, როგორც თამაშის წესი მოითხოვდა, ერეტიკოსების ერთ ნაწილს თეთრ სამოს აცმევდნენ, მეორეს — შავს.
ჭადრაკში სვლებს ორი ბერი აკეთებდა, ხოლო თავად პედრო შორიახლოს იჯდა და თეატრალიზირებული თამაშით ტკბებოდა. ბერები ჩვეულებრივ თამაშობდნენ, რიგრიგობით აკეთებდნენ სვლებს და როდესაც რომელიმე ფიგურა თამაშიდან «გადიოდა», ჯალათი მოდიოდა და... სიკვდილით დასჯა სხვადასხვა სახის იყო (დანის ჩარტყმით დაწყებული, თავის მოკვეთით დამთავრებული), მთავარი იყო, დიდი რაოდენობით სისხლი დაღვრილიყო. გვამები დაფიდან არ გაჰქონდათ და თამაშის ბოლოსკე, მთელი იატაკი სისხლით იყო მორწყული. აქეთ-იქით კი თავები და მიცვალებულების დასახიჩრებული სხეულები ეყარა. სულ ბოლოს დარჩენილ ფიგურებს, რომლებსაც, ერთი შეხედვით, თითქოს გაუმართლათ, «ცეცხლით განწმენდა» ანუ დაწვა ელოდათ.
მსგავსი «წარმოდგენები» ძალიან ხშირად იმართებოდა და უამრავი ადამიანი იღუპებოდა. თითქოს, კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლებს და მის სხვა წარმომადგენლებს პროტესტი უნდა გამოეხატა პედროს საქციელის, თუ უსაქციელობის გამო. მაგრამ, არა, ხმასაც არ იღებდნენ. უფრო მეტიც, ეკლესია კიდევ რამდენიმე საუკუნის მანძილზე, პირდაპირ ადიდებდა პედრო დე აბუეს დე ეპილას «გმირობას». მოღვაწეობიდან ორი საუკუნის შემდეგ ( 1661 წელს), რომის პაპმა ალექსანდრე VII დიდმოწამედ გამოაცხადა, ხოლო მეორე პაპმა — პიუს IX — 1867 წ. ინკვიზიტორი-ტირანი წმინდანად აღიარა.
P. S. პედრო დე აბუეს დე ეპილა საკუთარი სიკვდილით არ მომკვდარა. 1485 წ. ის ეკლესიაშ მოკლეს, რომლის კედლებმა ხალხის რისხვისგან ვერ დაიცვა სისხლისმსმელი ინკვიზიტორი. როდესაც მისი გვამი აღმოაჩინეს, სხეული მთლიანად დახვრეტილი იყო, სავარაუდოდ, დაშნით.

1
429
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
429
  
2017, 25 ივლისი, 11:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1