x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მკურნალობის 8 მეთოდი ბებიისგან, რომელიც ნამდვილად მუშაობს!

გახსოვთ შინაური საშუალებები, რომლითაც ბავშვობაში თქვენი ბებიები იყენებდნენ, როცა თქვენ ავად იყავით?- ეს მეთოდები დღესაც მუშაობს!


image

1. კარტოფილი ობობას ნაკბენის წინააღმდეგ.

შესაძლოა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს ნამდვილად მუშაობს. საჭიროა უმი კარტოფილი გაჭრათ შუაზე, დაიდოთ ნაკბენზე და ბინტით გადაიხვიოთ. კარტოფილის ნაჭრის გამოცვლა აუცილებელია 12 საათში ერთხელ. ერთი კვირის შემდეგ ნაკბენი სრულად გაქრება.

2.ნიორი კბილის ტკივილის სამკურნალოდ.

1740 წელს ჯონ ვესლიმ დაწერა წიგნი, სადაც ამბობდა, რომ ნივრის წვენი კბილის ტკივილის მოსარჩენათ საუკეთესო საშუალებაა. მტკივან კბილზე შეიზილეთ ნივრის წვენი 7-10 წუთის განმავლობაში, ეს შეამცირებს ტკივლს და თავიდან აგვარიდებს ინფექციას.

3.ფორთოხლის კანი გაციების წინააღმდეგ.

ბევრ ცხვირის სპრეის დამატებული აქვს ფორთოხლის კანის არომატი. ფორთოხლის კანი მე-18 საუკუნის მედიცინაში გაციების სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენებოდა.

4. არაყი ფეხებისთვის.

ალკოჰოლი სხვა ბაქტერიებთან ერთად უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებსაც კლავს.
სპირტი სრულად ანეიტრალებს ფეხის უსიამოვნო სუნს.
რეკომენდირებულია, სპირტით გაჟღენთილი წინდების ჩაცმა.

5.ფანქარი თავის ტკივლისთვის.

გაგიკვირდებათ და ეს მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ დააძლიოთ თავის ტკივლი.
საკმარისია, ფანქარი კბილებს შორის მოითავსოთ და ყბებს ოდნავ დაატანოთ ძალა, სასიამოვნოდ გაკვირბეული დარჩებით, რამდენად სწრაფად გაქრება თავის ტკივლი.

6.იოგურტი პირის ღრუში არსებული უსიამოვნო სუნის სამკურნალოდ.

დილით პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი გაწუხებთ? მიირთვით იოგურტი!
იოგურტში არსებული ჯანსაღი ბაქტერიები ანეიტრალებს პირის ღრუში არსებულ ცუდ ბაქტერიებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ.

7. ძირტკბილა მაზოლების წინააღმდეგ.

ძირტკბილა არბილებს მაზოლებს. შეურიეთ ძირტკბილას ცოტაოდენი ვაზელინი და შეიზილეთ მაზოლზე.


8. ზეითუნის ზეთი გულისრევის წინააღმდეგ.

ზღვის ავადმყოფობა, როგორც წესი ვლინდება მაშინ, როცა ჩვენი ორგანიზმი გადაჭარბებით აწარმოებს ნერწყვს, ზეითუნის ზეთი კი შეიცავს ნივთიერებებს, რომლის დახმარებითაც თავიდან აიცილებთ გულის რევას.


ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
640
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0