x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აი, რატომ არ უნდა შევიკრათ მეორე ღილი პიჯაკზე !

როდესაც პიჯაკს ვიცმავთ, თითქმის ყოველთვის ზედა ღილაკს ვიკრავთ, მეორეს კი ღიას ვტოვებთ.
არა აქვს მნიშნველობა როგორი პიჯაკი გვაცვია, ქვედა ღილი არასოდეს უნდა შევიკრათ.
ჟილეტსაც ასევე აქვს ანალოგიური წესი, ქვედა ღილს ყოველთვის ღიას ვტოვებთ.
ასეთ შემთხვევაში პიჯაკიც და ჟილეტიც უფრო დახვეწილად გამოიყურება.
image

საიდან მოდის ეს ტენდენცია?

ეს ტენდენცია მოდის ძალიან მსუქანი მეფის- ედუარდ მე-VII-გან.
ისტორიის თანახმად მეფე ედუარდი საკმაოდ მსუქანი იყო და ძალიან უყვარდა ჟილეტების ჩაცმა, მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ჟილეტის დაბლითა ღილს ვერასოდეს იკრავდა და მუდამ ღიად ჰქონდა დატოვებული.
მეფის საპატივცემულოდ დიდი ბრიტანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ინგლისის კოლონიებშიც ყველა მამაკაცს ჟილეტის ტარების დროს ქვედა ღილი გახსნილი დაეტოვებინა.

არსებობს მეორე ვერსიაც:

მეფე ედუარდის ჟილეტის ‘’თეორია” ინგლისის დედოფლის ოფიციალურმა მკერავმა სერ ჰარდი ემისონმა გაავრცელა, სწორდე მან შექმნა ისეთი პიჯაკები, რომლებიც მაშინდელი სტანდარტული პიჯაკებისგან განსხვავდებოდა.
მან პიჯაკს საერთოდ მოაშორა მესამე ღილი, რათა დიდგვაროვნებს ცხენზე ჯდომის დროს დისკომფორტი არ შექმნოდათ.
ამ თეორიის თანახმად მეფე ედუარდმა გადაწყვიტა პიჯაკზე ზედა ღილი საერთოდ მოეხსნა და დაეტოვა მხოლოდ შუა და ქვედა ღილები, საერთო ჯამში კი პიჯაკზე მხოლოდ ორი ღილი დარჩა, საიდანაც ქვედა ყოველთვის შეხსნილი ჰქონდა.

რაც არ უნდა იყოს, მითი თუ ისტორიულად დადასტურებული ფაქტი, პიჯაკზეც და ჟილეტზეც ქვედა ღილის შეხსნა ყოველთვის ელეგანტურია, ამ ტენდენციის წარმომავლობა კი მეორე ხარისხოვანია.


0
329
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0