x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ამოიცნობთ ნამდვილ ანჯელინა ჯოლის? მას ორეული ჰყავს(+ ფოტოები)

image
ორი შვილის დედა მელისა ბაიზენი 34 წლისაა, ის ამბობს, ისე ჰგავს ანჯელინა ჯოლის, რომ მუდამ ყურადღების ცენტრშია და მისი მეგობარი ხშირად ეჭვიანობს. მელისა ვისკონსინის შტატში, ჰეილზ კორნერში ცხოვრობს. მას ორი ბავშვი და მეგობარი მამაკაცი ჰყავს და გვიმხელს, რომ ანჯელინასთან თავისი მსგავსების გამო გლამურულ ცხოვრებას გაუსინჯა გემო. ის მენეჯერია და ჩვეულებრივ გოგონად თვლის თავს, ზედმეტი ყურადღება კი თავს უხერხულად აგრძნობინებს. მელისას თქმით, ხანდახან ართობს ეს მდგომარეობა. ანჯელინა მისი კუმირია, ყოველთვის მოსწონდა და ბაძავდა მას. მას მოსწონს თავის მოვლა და ხან მართლაც ძალიან ამგვანებს თავის თავს მსახიობს, მაგრამ ზოგჯერ არც კი აქცევს ამას ყურადღებას და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. "ძალიან მწყდება გული, რომ არ მაქვს მისი ღიმილი, საშინლად არ მომწონს ჩემი კბილები. მე მას სულ ვუყურებდი, მომწონს მისი ფილმები, თუმცა ყველაზე უფრო ანჯელინას ჰუმანიტარული საქმიანობა მხიბლავს. სულ სხვანაირი ხასიათის ვარ, მაგრამ ბევრი ამბობს ძალიან ჰგავხარო, თუმცა ვთლი, უფრო მხიარული ვარ, ის კი ჩემზე მეტად სერიოზულია".

მელისას უყვარს ჯოლის ფილმები. ხან ჩაიცვამს რომელიმე გმირის კოსტიუმს და ხალისობს, როცა ხალხი ავტოგრაფს სთხოვს. "ეს საოცრებაა, მაშინ ვგებულობ მასხიობობის გემოს და ვგრძნობ როგორია მათ ადგილზე ყოფნა. ისე, ადრე უფრო მეტად მამგვანებდნენ. ჩემი ახლობლები აღნიშნავენ, რომ ახლაც ძალიან ვგავარ და სამსახურში ანჯელინა ჯოლის მეძახიან" მელისა ამბობს, რომ მსგავსება მეგობარ მამაკაცს პრობლემას უქმნის. "მე ვფიქრობ, რომ ჩემს პარტნიორს მოსწონს ყურადღებას რომ მაქცევენ, ამაზე არასდროს საუბრობს, თუმცა ვგრძნობ, რომ გულში ეჭვიანობს" და დასძენს "აღფრთოვანებული ვარ ანჯელინათი, ის თავის თავში დარწმუნებული ძლიერი ქალია და ვფიქრობ ბევრიადამიანისთვის სამაგალითოა".imageimageimageimageimageimage

imageimageimage







ბრედ პიტს ვეღარ იცნობთ, ის მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი




აღდგება თუ არა პიტის და ჯოლის ოჯახი? რა ხერხებით ცდილობს ენჯი ქმრის დაბრუნებას



რამ ააცრემლა ანჯელინა ჯოლი? ნანობს თუ არ ის ბრედთან განშორებას?

0
201
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0