x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზოგს რა ბედი აქვს:კანადელმა ცოლ-ქმარმა ცხოვრებაში მესამე ლატარეა მოიგეს და მილიონერები გახდნენ
imageბარბარა და დუგლას ფინკმა მესამე ლატარეა მოიგეს ცხოვრებაში და მილიონერები გახდნენ.ბოლო მოგება ყველაზე მსხვილი აღმოჩნდა და შეადგინა 8, 2 მილიონი კანადური(6.1მლნ.აშშ$)დოლარი.


პირველად კანადელმა ცოლ-ქმარმა 1989 წელს მოიგო 128 000 კანადური დოლარი და მაშინ მოგებული თანხა ოთხ მეგობარს გადაუნაწილეს.


მეორედ ფინკებს ბედმა 2010 წელს გაუღიმა, მაშინ მოგებულმა თანხამ 100 000 დოლარი შეადგინა.

დასავლეთ კანადის ლატარეის პრეს-რეალიზის თანახმად, თანხა რომელიც ცოლ-ქმარმა მოიგო ყველაზე მსხვილი ჯეკპოტი იყო ლატარიის კომპანიის ისტორიაში.ფინკების გარდა აქამდე მხოლოდ ერთმა მოთამაშემ შეძლო ყველა 6 ციფრის გამოცნობა.



მეუღლეებმა უკვე განსაზღვრეს რაში დახარჯავენ თანხას:"პირველ რიგში ოჯახი.გვინდა, რომ შვილებს და შვილიშვილებს ყველაფერი ჰქონდეთ"-განაცხადა ბარბარამ.


დუგლასმა კი დაამატა, რომ სურთ იმოგზაურონ მსოფლიოს გარშემო და იყიდონ ახალი სახლი:"ბარბარას ახალი სახლი უნდა და მიიღებს კიდეც მას".



იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
251
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0