x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"თუ გინდათ მილიონობით ადამიანი იხნათ ნაადრევი სიკვდილისგან, შეამცირეთ მარილის მოხმარება!"
imageექპერტებმა კვების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯერ კიდევ 2012 წელს რიო-დე-ჟანეიროში განაცხადეს " თუ გსურთ მილიონობით ადამიანი დაიცვათ ნაადრევი სიკვდილისგან, მარილის მოხმარება შეამცირეთ". გულ-სისხლძარღვთა დავაადებების სპეციალისტის, გრაჰამ მაკგრეგორის თქმით; მარილის მოხმარება განაპირობებს წნევის მატებას. რა თქმა უნდა, მარილი, ან როგორც მას უწოდებენ, ნატრიუმის ქლორიდი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ჯანმრთელობის ნორმალიზებაში, მაგრამ მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3, 5 მგ-ს. თუმცა, ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები ადამიანები, დღეში, დაახლოებით, 35 მგ მარილის მოიხმარს. "British Medical Journal-ში" 2009 წელს გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ მარილის ყოველდღიურად 20გრ შემცირება, შეამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკს. რატომ ეძახიან მარილს თეთრ სიკვდილს, თუ ის ასეთი აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის? როგორც ყოველთვის საქმე რაოდენობაშია. დათვლილია, რომ დედამიწის მოსახლეობას წელიწადში სრულფასოვანი კვებისთვის ესაჭიროება 20 მილიონი ტონა მარილი. თანამედროვე წარმოება მას გაცილებით დიდი რაოდენობით იყენებს - 100 მილიონი ტონა წელიწადში.image
ნატრიუმის აუცილებელი მინიმალური რაოდენობა დღე-ღამეში არის 1-2გრ, მაქსიმუმ 6 გრ ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანისთვის და 20-25გრ ცხელ კლიმატში მყოფებისთვის. სამწუხარო, ჩვენ ყოველდღიურად ვაჭარბებთ ამ ნორმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გიყვართ ფასტფუდი, ჩიფსები, მარილიანი ორცხობილები და სხვა კვებითი წარმოების „დელიკატესები“ მაშინ თქვენ დამარილებული ხართ როგორც ხარისხიანი ლუდზე მისაყოლებელი თევზი. მარილი ასტიმულირებს მადას ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მეტს მიირთმევთ - რაც ესაჭიროებათ კულინარიული „ნაგვის“ მწარმოებლებს. მაკგრეგორის თქმით, წესით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მარილის მოხმარების შემცირება, თუმცა ეს შეუძლებელიც კია, რადგან საწარმეოები, რომლებიც მარილს აწარმოებენ, ამით დაზარალდებიან. საჭიროა, ადამიანმა თავად გააცნობიეროს თუ რამდენად საფრთხის შემცველია მარილი მისი ჯანმრთელობისთვის და თავად შეამციროს მისი მოხამარება. ექიმები ყოველთვის აფრთხილებენ ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებს, რომ შეზღუდონ მარილისა და ნატრიუმის შემცველი პროდუქტების მოხმარება. მაღალწნევიანთა 30-50 პროცენტზე მარილი უარყოფითად მოქმედებს. ასეთ შემთხვევებში მარილის რაოდენობის შემცირება სისხლის წნევის შემცირებას უწყობს ხელს. მარილის რაციონიდან სრულად ამოღება არ არის რეკომენდირებული, მისი მხოლოდ განსაზღვრული ოდენობით მიღება არაფერს გავნებთ.








იხილეთ აგრეთვე:

ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ უკრაინაში 12 ბავშვი გარდაიცვალა

''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები


გიყვართ კიტრისა და პომიდვრის სალათი? გაიგეთ რისთვის არის სასარგებლო!

ხორცის ხშირად ჭამა კიბოს იწვევს! მეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა!

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება მამაკაცებისთვის ლუდის დალევა

მობილური ტელეფონის 5 მოდელი, რომელიც საშინლად ვნებს თქვენს ჯანმრთელობას! შეამოწმეთ თქვენი მოდელი!


0
335
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0