x
მეტი
  • 28.04.2017
  • სტატია:65871
  • ვიდეო:318396
  • სურათი:417205
40 წლის შემდეგ ნაპოვნი ქონება

200 წლის წინ გერმანელები შვაბიიდან საქართველოში, ბოლნისის რაიონში, ჩამოასახ-

ლეს. რაიონს ჯერ კატარინენფელდი, შემდეგ კი როზა ლუქსემბურგის სახელი დაერქვა. კოლონიზატორებმა შექმნეს ევროპული ტიპის დასახლება, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოლნისის ისტორიაში.

1941 წელს შვაბები იძულებულნი გახდნენ, რუდუნებით ნაშენი სახლები, ერთ დღეში დაეტოვებინათ და შუა აზიაში იქნენ გადასახლებულნი.იმდენად სწრაფად მოხდა მათი გადასახლება, რომ თითქმის ხელუხლებელი დატოვეს ყველაფერი.საშინელება ხდებოდა ირგვლივ. დარჩათ:ღვინით სავსე სარდაფები, გაშლილი სუფრები, ძაღლები, რომლებიც მისდევდნენ პატრონებს, შემდეგ შიმშილით დაიხოცნენ. უპატრონოდ დარჩენლი მოსაწველი ძროხები, პირდაპირ ქუჩებში ღვრიდნენ რძეს.ზოგმა მოასწრო ნივთების გაყიდვა, ზოგმა კი საგულდაგულოდ გადამალა განძეული.


image

იმ დროს მეღვინეობა ძალიან ყოფილა განვითარებული.დღემდეა შემორჩენილი უძველესი ღვინის ქარხანა უნიკალური მარნით, გოთურ სტილში ნაშენი სახლები, ორ და სამ სართულიანი სარდაფებითა და მარნებით, უძველესი წისქვილი, ლუთერანული ეკლესია და სარწყავი არხი. ერთ-ერთი ღრმა და ცივი სარდაფი, სადაც ღვინო და სხვა პროდუქტები ინახებოდა დღესაც არის შემორჩენილი და იქ ზამთარ-ზაფხულ 14 გრადუსი ტემპერატურაა.



სააკაძის ქუჩა


image



ბოლნისის ხანდაზმული მოსახლეობა ბევრ საინტერესო ამბავს იხსენებს.ტონობით ყურძენი იწურებოდა მარნებში.ერთ მდიდარ მეღვინეს, რომელიც პირველობას იჩემებდა,

სანაძლეოც კი მოუგია იმაზე, რომ ღვინით ამუშავებდა წისქვილს 24 საათის განმავლობაში.


მეღვინე გერმანელები. 1908 წ

image


გერმანელების გასახლების შემგედ ქალაქს ბოლნისი ეწოდა და იქ ხალხი სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოასახლეს.მამაკაცები მეორე სამამულო ომში გაიწვიეს და ქალაქი ქალების და ბავშვების ამარა დარჩა.დაიწყო მარადიორობა.გერმანელების დატოვებული ქონება თითქმის სულ გაიძარცვა.უმამაკაცოდ დარჩენილი ქალები წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდნენ და ერთ ოთახში შეყუჟულები, ბავშვებთან ერთად, გარეთ ვერ გამოდიოდნენ შიშით. თუმცა მაინც შემორჩა ბოლნისს ძველი გერმანელების დატოვებული ნივთები. ორღანი, რომელიც მე-18-ე საუკუნით თარიღდება, დღესაც ამშვენებს ერთ-ერთ ოჯახს.



გერმანელების მიერ დატოვებული ორღანი


image



40 წლის შემდეგ ისინი, როგორც ტურისტები ჩამოვიდნენ ბოლნისში.წლების უნახავი, მიტოვებული სახლები, თითქოს გრძნობდნენ პატრონის სიახლოვეს, რომლებიც აცრემლებულნი ეფერებოდნენ თავის ხელით ნაშენებ სახლებს.




სააკძის ქუჩა

image


მოსახლეობა იხსენებს, თუ როგორ იპოვნეს მათ გადამალული ქონება.იმასაც ამბობენ, რომ ერთ გერმანელს თავისი ქონების ნახევარი ახალი მეპატრონესთვის მიუცია. ერთ მოსახლეს ისიც კი არ ცოდნია, რომ მის ორ სართულიან სარდაფის ქვეშ მესამე სართულიც არსებობდა, სადაც გერმანელს თავისი ქონება საგულდაგულოდ ჰქონია გადამალული. ხელით ნაქარგი ხალიჩებით, მოჩუქურთმებული ავეჯით და ძვირფასეულობით იყო იქაურობა სავსე. ასე დაიბრუნეს დაკარგული ქონება 40 წლის შემდეგ გერმანელებმა.

ვინ იცის კიდევ რამდენ საიდუმლოებას ინახავს მრავლისმომსწრე ისტორიული ძეგლები დღეს კი ისინი დანგრევის პირასაა და შველას ითხოვენ. ნადგურდება უზომოდ სქელი კედლები, ულამაზესი სახლის რიკულები, ცვივა აგურები და კრამიტები, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. გეგმით გათვალისწინებული იყო უბნის ტურისტულ ზაონად გადაქცევა. ბევრი რამეც გაკეთდა ამ მიზნით.დაიგო გზები, ჩატარდა საკანალიზაციო სამუშაოები, გაკეთდა განათება.თუმცა ხშირად სტუმრობენ ბოლნისს გერმანელები, მაგრამ რომ გამოჩენილიყო ინვესტორი, შეკეთდებოდა სახლები და რაიონში უფრო მეტად აყვავდებოდა ტურიზმი.

გადავარჩინოთ კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ისტორიული ძეგლები!!!



გოთური სახლები
image



სააკაძის ქუჩა





ლუთერანული ეკლესიის ადგილზე-სპორტული სკოლა

image


image


0
308
6-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
308
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0