x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბუნებრივი საშუალება, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ უძილობას
image


თუ ინსომნია (ძილთან დაკავშირებულ სირთულეები, რაც შეიძლება გამოხატული იყოს ნორმალურად დაძინების ქრონიკული უუნარობით, ჩაძინების სირთულით, ხშირი გაღვიძებით და ა.შ) გტანჯავთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ და ეს უკვე დიდიხანია ზოგად და ხშირ შემთხვევაში, მოუგვარებელ პრობლემად იქცა. ამ პროცესის გახანგრძლივება მთელ როგ უარყოფით მოვლენებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ჯანმრთელობის, მეხსიერებისა და გუნება-განწყობილების გაუარესება, სუსტდება კონცენტრაციის უნარი, ეცემა სამუშაოს შესრულების ხარისხი.


აღსანიშნავია, რომ დაძინების ცუდი უნარები გულისხმობს არეულ დღის რეჟიმს, დაურეგულირებელ ძილის განრიგს, საწოლიდან გვიან წამოდგომას და ძილის წინ ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელიც ხელს უშლის ჩაძინებას.


რაც შეეხება, იმ საშუალებებს, რაც უძილობას მოგიგვარებთ, რათქმა უნდა ბევრია, მაგრამ არც თუ ისე მარტივია შეირჩეს ისეთი, რომელიც არა მარტო აღმოფხრის ამ პრობლემას, არამედ დამატებით არ დაგაზარალებთ: შესაძლოა თქვენს მიერ შერჩეულმა პრეპარატმა მასზე დამოკიდებული გაგხადოთ, გაგყვეთ მოთენთილობის შეგრძნება მთელი დღის განმავლობაში და სხვა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საუკეთესო გზაა მივმართოთ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებსაც თავად მოვამზადებთ სახლის პირობებში. ამჯერად, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ საოცრად ეფექტურ რეცეპტს, რომელიც სწრაფად მოგიტანთ შედეგს.



მომზადების წესი: ერთ ჭიქა თბილ რძეს შევურიოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ვანილი დანის წვერით, კარგად ავურიოთ ერთმანეთში. დავლიოთ ნელ-ნელა, უშუალოდ ძილის წინ.


image


რაც შეეხება ზემოდჩამოთვლილ თითოეულ ინგრედიენტს:


ვანილი - ცნობილია, რომ 1991 წლის კვლევის თანახმად, ვანილის არომატი მიიჩნიეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სარელაქსაციო საშუალებად.


რძე - წარმოადგენს პროტეინებით მდინარ პროდუქტს, რომელიც შეიცავს კალციუმს, აგრეთვე, ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას. სეროტონინს სპეციალისტები სიამოვნების მთავარ ჰორმონსაც კი უწოდებენ. კალციუმი კი, ეხმრება კუნთებს მოდუნებაში. ასე, რომ ამ ორი კომპონენტის მოქმედება ადამიანს ღრმა და მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს.


თაფლი - იგი შედგება ისეთი ვიტამინებისაგან, როგორებიცაა – E, K, C, A, B ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, თუთია და კალიუმი. თაფლი ფართოდ გამოიყენება როგორც მატონიზირებელი, ტონიკი და აღდგენითი საშუალება. შესანიშნავი ბუნებრივი წამალია, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა ადამიანის ნერვულ სისტემაზე და ხსნის სტრესს. ის ასევე საუკეთესო საშუალებაა მშვიდი ძილის უზრუნველსაყოფად.


გისურვებთ ჯანმრთელობას!



0
594
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0