x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მეუღლეების ასაკთა შორის სხვაობა? გაიგე, რას ამბობს ასტროლოგია!
image
ალბათ გსმენიათ რუსული გამონათქვამი: „В любви все возрасты покорны“ ! მამაკაცს და ქალს შორის ურთიერთობაში ასაკში განსხვავების საკითხი არ შეიძლებოდა უყურადრებოდ დარჩენოდათ ასტროლოგებს. იმდენად, რამდენადაც ჩვენს
ცხოვრებაში რიცხვები ყველგან გვხვდება, ვცხოვრობთ დროში, ვითვლით ფულს და, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ პარტნიორის ასაკს.


ადამიანები მუდამ ისწაფვოდნენ იმისკენ, რომ გამოეთვალათ იდეალური თანაფარდობა მეუღლეების ასაკს შორის.

ასე ხდებოდა მაგალითად ჩინეთშიც, ყაზახეთშიც... ყაზახი მამაკაცები ცოლს ასე ირჩევდნენ - ქალი უნდა ყოფილიყო 13 წლით უმცროსი და 13 სანტიმეტრით დაბალი ქმარზე.

დღეს მეუღლეების ასაკებს შორის განსხვავება, როგორც წესი, მცირეა - არ აღემატება
2-3 წელს და ცოლი უმცროსია. დაქორწინებული წყვილები ასაკში მნიშვნელოვანი
სხვაობით, მხოლოდ 6 % -ია.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ წარმატებული ქორწინება -ფსიქოლოგიური თავსებადობაა, ასტროლოგები კი დარწმუნებული არიან, რომ ფსიქოლოგიური ჰარმონია ასტროლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული.

მაგრამ, თუ „უთანასწორო“ ქორწინების ასპექტებზე ზღვა მასალაა დაწერილი, ასტროლოგების თვალსაზრისზე უბრალო მოკვდავებს ძალიან ცოტა რამ თუ სმენიათ. საჭიროა ამოვავსოთ ეს ხარვეზი!


თითქმის ყველა ასტროლოგი იუპიტერის (აღმოსავლურ) ჰოროსკოპით სარგებლობს
-12 წლიანი ციკლით. სწორედ ეს პერიოდია საჭირო იუპიტერმა მზეს რომ შემოუაროს. ეს პლანეტა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ქცევებზე საზოგადოებაში, მაგრამ ოჯახი - ეს ძალიან პირადულია.

ადამიანის პირად ბედს უმეტესად სატურნი განსაზღვრავს, რომლის მოძრაობის პერიოდიც ჩადებულია 32 წლიან ზოროასტრიურ კალენდარში. სხვათაშორის, ამ სისტემაში „წლის დასაწყისი“ არის გაზაფხულის ბუნიობა - 22 მარტი.


მოდით, გადავხედოთ ოჯახური წყვილების სხვადასხვა ვარიანტებს. მნიშვნელობა არ აქვს, მეუღლეებს შორის რომელია უფროსი - ქმარი თუ ცოლი, მთავარი თვითონ ასაკში სხვაობაა.

ასაკობრივი სხვაობა - ერთი წელი


შესანიშნავი ურთიერთობები: ურთიერთ მხარდაჭერა ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტისას და ბავშვების აღზრდისას. პირველი რომანტიკული აღმაფრენა ნელნელა გადადის საერთო საზრუნავით შეკრულ მეგობრულ ურთიერთბებში. ასეთი ქორწინება ხშირად მთელი ცხოვრება გრძელდება.


ორი წელი


პოეტების და რომანტიკოსების ქორწინება: თავიდან- ორმხრივი კმაყოფიელბა, შემდეგ - მოულოდნელი გაცივება. თუ ეს ქორწინება არც პირველია და არც უკანასკნელი, მაშინ საშიში არაფერია. მატერიალური ფასეულობების იმედი არ უნდა გქონდეთ: მეუღლეები რამდენსაც არ უნდა შოულობდნენ, ფული სახლში მაინც არ ჩერდება. ასეთი იყო მაგალითად, მაიაკოვსკის და ლილი ბრიკის კავშირი.


მეუღლეებს სამი წელი ყოფთ

ზედმეტად ბევრი ემოციები. ქორწინება არ დაიშლება, თუ თქვენ ფლეგმატიკი ქმარი აირჩიეთ - მაშინ ცხოვრებაზე სხვადასხა შეხედულებები არც ისე შესამჩნევი იქნება.


ქმარი ცოლზე უფროსია ან უმცროსი ოთხი წლით

ქორწინება ძლიან ჰარმონულია: მასში შერწყმულია სიყვარული და მეგობრობა. ზოგ შემთხვევაში დროთა განმავლობაში კავშირი შეიძლება დაიშალოს იმ მიზეზების გამო, რომლებიც არ იყო წყვილზე დამოკიდებული. ამიტომ, მათ შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა რჩება.



image


მეუღლეების ასაკებს შორის სხვაობა 5 ან 10 წელია

ურთიერთობა განსაკუთრებით კარგია იმ შემთხვევაში, თუ ორივე მათგანი საერთო
საქმით არიან დაკავებულნი. მაგალითად, ქმარი - რეჟისორი, ცოლი - მსახიობი. ასეტი
კავშირი ორივეს წინსვლას უწყობს ხელს.





სხვაობა 15 წელი

განსაკუთრებული შემთხვევაა. უფროსი ეხმარება უმცროსს გააკეთოს მნიშვნელოვანი
ცხოვრებისეული არჩევანი, შეიცვალოს ცხოვრების სტილი, იპოვოს თავისი მოწოდება.
სწორედ ასე დაეხმარა გრაფი შერემეტიევი თავის ცოლს, პრასკოვია კოვალიოვა-ჟემჩუგოვას მის სამსახიობო და სოციალურ ჩამოყალიბებაში.


ექვსწლიანი განსხვავება სამწლიანის ანალოგიურია

ასეთი ქორწინება ნამდვილი მებრძოლებისთვისაა კარგი. ნიჭიერი ადამიანებისთვისაც სიკეთის მომტანია. გავიხსენოთ მწერალ კუპრინის პირველი ქორწინება, რომლის ცოლიც ეხმარებოდა არა მარტო წიგნების გამოცემაში, არამედ კეტავდა სახლში და ასე აიძულებდა წერას.


7 ან 14 წელი

მაგიური კავშირი, უცნაური და ძალიან ძლიერი. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები ყოველთვის არ არიან ერთმანეთთან გულწრფელები, მაინც არ სურთ დაშორება. პატარა ოჯახური საიდუმლოებები მხოლოდ ამყარაებენ ამ ქორწინებას.


სხვაობა რვა წელი

თუ თქვენ და თქვენ შეყვარებულს რვა წელი გაშორებთ, მაშინ ორივეს არაჩვეულებრივად გაგიმართლათ - ქორწინება მრავალ ბედნიერ წელს გპირდებათ. სიყვარული, სრული ურთიერთგაგება, ერთი საზრუნავი, - შესაშური რამაა. ნათელი მაგალითი - ორი გამოჩენილი ფიზიკოსი პიერ კიური და მარი სკლადოვსკი-კიური.


ცხრა წელი სხვაობა

ამ წყვილის არ უნდა შეგშურდეთ. ქორწინება ჰგავს სამ ან ექვსწლიანს. თუ თქვენ გიყვართ მძაფრი შეგრძნებები და ნათელი გრძნობა - მაშინ, თამამად წინ. ნამდვილად არ
მოიწყენთ!


თერთმეტი წელი

კამათი ჩახუტებაში გადადის, ამ სიტყვების გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით. მეუღლეებში ან ერთი გაიმარჯვებს მეორეზე, ან დაშორდებიან ერთმანეთს.


თორმეტი წელი


ალბათ შეამჩნიეთ უკვე, რომ თუ ოთხის ჯერადია ასაკთა შორის სხვაობა, მაშინ ქორწინება წარმატებულია, ხოლო სამის ჯერადი - წარუმატებელია. თორმეტი ჯერადია სამის და ოთხისაც- აქ სამოთხეც არის და ჯოჯოხეთიც. რა იქნება კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია ქმრის და ცოლის პოზიციაზე: მასზე, თუ რამდენად მზად არიან ურთიერთ დათმობებზე.


განსხვავება ცამეტი წელი

წარმატებული ქორწინება აქცენტით სულიერებაზე. აქ ქმარი და ცოლი თანამებრძოლები არიან, ერთ მათგანს ( უფრო ხშირად ქმარს) მაღალი ცხოვრებისეული მიზანი აქვს, ხოლო მეორე, მხარს უჭერს და ეხმარება. ასეთი კავშირი ჰქონდა პუშკინს და ნატალია გონჩაროვას.


16 წელი

სიყვარულის აპოფეოზი. ყველაფერი კარგი, რაც იყო „ოთხწლიან“ და „რვაწლიან“ ქორწინებაში, მაგრამ აყვანილი კვადრატში. როგორც წესი ადამიანები ქორწინდებიან ერთხელ და სამუდამოდ. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დიდი განსხვავების გამო მსგავსი ქორწინებები ძალიან იშვიათია.


გახსოვდეთ, რომ ვარსკვლავები მხოლოდ გვაფრთხილებენ შესაძლო კონფლიქტებზე და არ წარმოადგენს საბოლოო ინსტანციას. ურთიერთობები ქორწინებაში მხოლოდ პარტნიორებზეა დამოკიდებული. მთავარია - მეუღლეების სურვილი, გამონახონ საერთო ენა და იმუშაონ საკუთარ თავზე. და რა თქმა უნდა, უსიყვარულოდ, არ გამოვა არაფერი!



იხილეთ ასევე:

1. სექსის შემდეგ რატომ ნაღვლიანდებიან ადამიანები? მეცნიერები პასუხს ეძებენ ამ კითხვაზე


2. როგორ შეძლო ქმარმა ცოლთან თავის გამართლება, როდესაც სხვასთან შეისწრო საწოლში


3. სექსის შემდეგ დაზარალებული გოგონას გადასარჩენად მისული მაშველები შოკში არიან...


4. რას იწვევს რეგულარული სექსი მამაკაცებში


5. ქმარმა ცოლს და საყვარელს საგზურები ერთ კურორტზე აუღო...


6. მამაკაცების თბილი ისტორიები თვიანთ გრძნობებზე.


7. ქმარმა, დაურეკა რა მეუღლეს კამათის შემდეგ, ყველაფრის გაგონებას ელოდა, ოღონდ არა ამის !!! (იმიტომ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვებს )


8. სამეცნიერო ფაქტები სიყვარულზე და სექსზე!

1
6873
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
6873
  
2017, 5 აპრილი, 17:42
ჩვენს შორის ერთი წელია და ყველაფერი სწორედ ასეა.
0 1 1