x
image
გემი დალანდი
ასაკი-ეს პლიუსია! უნივერსიტეტის 63 წლის პროფესორის სტილი აღფრთოვანებას იწვევს
image

ეს ისტორია სტერეოტიპების მსხვრევაზეა. ვინ თქვა, რომ მოდის სამყარო მხოლოდ ახალგაზრდა, გრძელფეხებიანი მოდელებისთვისაა? და რომ იყო ჭკვიანი, არ ნიშნავს იყო ლამაზიც?

მას ლინ სლეიტერი ჰქვია და 63 წლისაა.ის სოციოლოგიის პროფესორია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში და ინსტაგრამის გვერდიც აქვს, 100 000-ზე მეტი გამომწერით.

ის თამამად ატარებს კორსეტს, ტყავის კაბას და ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება 63 წლის ქალი მოდის მწვერვალზე იყოს.


ლინს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ლამაზად და გემოვნებით ჩაცმას, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, რომ სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი ყოფილიყო, სანამ ერთხელ მოდის ჩვენებას არ დაესწრო. ის თავისთვის მიმოდიოდა, ვიდრე ფოტოგრაფებმა არ დაინახეს, რომელთაც მაშინვე ალყაში მოაქციეს, ჩათვალეს რა, რომ ლინი მოდის სამყაროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პერსონა უნდა ყოფილიყო.

ამ შემთხვევამ უბიძგა მას თავისი გვერდი გაეხსნა ინსტაგრამში, სადაც მოდის საკითხებზე წერს, ამასთან თანამშრომლობს H&M-თან და სხვა ბრენდებთან.

imageimageimageimage




1
272
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
272
  
2017, 5 აპრილი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1