x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ასე ყურების გამოწმენდა ძალიან სახიფათოა! - აუცილებლად გაითვალისწინეთ!
image

ყურების წმენდის ჩვევამ შეიძლება ძალიან უსიამოვნო შედეგებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბამბის ჩხირებს ვიყენებთ. მაშინაც კი, თუ ძალიან გიყვართ და გსიამოვნებთ ამგვარი ჩხირებით ყურების წმენდა, უმჯობესია თუ მასზე უარს იტყვით, რადგან ამით ძალიან დიდ საფრთხეს უქმნით ყურებს.

ოტორინოლარინგოლოგები ხუმრობენ: "არ შეიყოთ ყურში არაფერი, რაც იდაყვზე პატარაა".


image
თუმცა საქმე სახუმაროდ სულაც არ არის. ჩვეულებრივ, ყურის გოგირდი გამომუშავდება მხოლოდ ყურის არხის გარე მესამედში, მაგრამ თუ მას უფრო ღრმად ვუბიძგებთ იგი დააწვება დაფის აპკს. ბამბის ჩხირი კი, იმის მაგივრად, რომ გოგირდი გარეთ გამოიტანოს, შეაქვს იგი უფრო ღრმად, დაფის აპკთან. ამან შეიძლება სმენის დაკარგვა გამოიწვიოს. თუ გოგირდს უფრო ღრმად შევიტანთ, ამით ყურის არხის ბლოკირებას გამოვიწვევთ და ვეღარაფერს გავიგონებთ. ამის შემდეგ კი დიდხანს (თუ არა სიცოცხლის ბოლომდე) მოგვიწევს მკურნალობა.


image

გარდა ამისა, ბამბის ჩხირების გამოყენებისას ადვილად ხდება ყურის არხის კანის დაზიანება. ჭრილობის ადგილზე გროვდება ბაქტერიები და დიდი ალბათობაა ოტიტის გამოწვევის.

შესაძლოა სხვა უსიამოვნო შედეგებიც: ხმაური ყურებში, ქავილი, გაღიზიანება და ანთება. უყურადღებო გამოყენების შედეგად აპლიკატორმა შეიძლება გახვრიტოს დაფის აპკი ან დააზიანოს სასმენი ძვლები. ეს კი სმენის დაკარგვის მომასწავებელია.



image

ოტორინოლარინგოლოგების პრაქტიკაში ძალიან ბევრი პაციენტია სწორედ ბამბის ჩხირების გამო ყურის პრობლემებით მოხვედრილი. ყველაზე ხშირი გართულებებია გოგირდის საცობი, ოტომიკოზი, გარე ოტიტი, ფურუნკულა, დაფის აპკის პერფორაცია და ყურიდან სისხლდენა.

რისთვის არის საჭირო გოგირდი?


image

საქმე ის არის, რომ გოგირდი არის არა ჭუჭყი, არამედ ყურის დამცავი. იგი ხელს უშლის მწერებს ჩვენს ყურში შეღწევაში; მოქმედებს, როგორც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება და ხელს უშლის ყურის ინფექციების განვითარებას; გამოდევნის სასმენი არხიდან მტვერს, თმის ღერებს, მკვდარ უჯრედებს. ბამბის ჩხირებით შეიძლება დავარღვიოთ კანის ნაზი დამცავი ფენა და შიდა ყურისკენ კარი გავუხსნათ ინფექციებს, სოკოებსა და ბაქტერიებს, რომლებიც დიდი რაოდენობით არის გარე სასმენ არხში. შედეგად მივიღებთ ანთებას - ოტიტს.


image


ყურის გამოწმენდა - იმ შემთხვევაში თუ მასში გოგირდის საცობია წარმოქმნილი - მხოლოდ ექიმმა უნდა მოახდინოს. მაგრამ თუ მაინც დისკომფორტს გრძნობთ, შეგიძლიათ ყური საპნიანი წყლით გამოიბანოთ ხოლმე. შეგიძლიათ შხაპის მიღების შემდეგ სველი პირსახოცით გაიწმინდოთ ყურის გარეთა ნაწილი. ყურის გაწმენდის კიდევ ერთი უსაფრთხო ხერხია ბამბის ტამპონების გამოყენება. რეკომენდებულია ყურების გაწმენდა თვეში 1-2-ჯერ, წყალში დასველებული ბამბის ტამპონებს გამოყენებით. გაიწმინდეთ მათი საშუალებით ყურის ნიჟარის ნაკეცები და სასმენი არხის შესასვლელი ნაწილი.

ასევე უნდა იცოდეთ:

1. რატომ აქვს ზოგიერთს ყურზე ამგვარი ხვრელი და რა საფრთხეს შეიცავს იგი - დააკვირდით!

image

2. ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებისას არ ჩაიდონოთ ეს საბედისწერო შეცდომა! - ეს ბევრმა არ იცის!

image

3. გააკეთეთ ეს ალკოჰოლის დალევის წინ და ნაბახუსევი აღარ შეგაწუხებთ - ეს ბევრმა არ იცის!

image

4. იცით რაზე მიანიშნებს ფრჩხილებზე თეთრი ნახევარსფერო? - ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

image

5. შეიძლება თუ არა ცხელი ჩაის (ყავის) ცივი წყლით გაზავება? - ეს ბევრმა არ იცის!

image

0
1894
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0