x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"პირველი ჩემი ნატურა მე ვიყავი.სარკიდან დავხატე ჩემი პირველი ავტოპორტრეტი." - ლაშა მელაძე
გრძელდება რუბრიკა " აღმოვაჩინოთ ნიჭერები ერთად'. ჩვენი შემდეგი რესპოდენტია მხატვარი ლაშა მელაძე. ლაშა თავისი ნახატებით გვარწმუნებს რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები.





image


"იმედი ღმერთია რომელიც არასოდეს გტოვებს"




ფერთა საოცარი პალიტრა, ცოცხალი სახეები.ლაშას ნახატები ღრმა და მრავალფეროვანია, თითქოს პორტრეტები გაცოცხლებულია და რეალურად ადამიანები იმზირებიან. რომ არა ლაშას მდიდარი სულიერი სამყარო, ვერ იქნებოდა ნახატები ასეთი.. შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომ გავიგოთ როგორია ლაშას დამოკიდებულებები, მისი ცხოვრების წესი, რაზე ფიქრობს, რაზე ოცნებობს.




- გავიხსენოთ თქვენი ბავშობა და პირველი ნაბიჯები მხატვრობაში.თუ გახსოვთ რომელ ასაკში გაგიჩნდათ ინტერესი ხატვის მიმართ?

- ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა.თავისებურად ფერადიც, ლამაზი, მოუსვენარიც. საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი. ჩემი პირველი ნაბიჯები მხატვრობაში დაიწყო მაშინ, როცა მძიმე პერიოდი მქონდა და აქტიურ ცხოვრებას ჯანმრთელობის გამო ჩამოვშორდი თავიდან ძირითადად სახლში ვიყავი, ერთ-ერთი თავშესაფარი და რეალობისგან გასაქცევი სამყარო წიგნებში ვიპოვე და ვცხოვრობდი წიგნების გმირებთან ერთად.
იყო რთული მომენტებიც, როცა ვერ ვახერხებდი და რეალობას ვეჯახებოდი საიდანაცგამოსავალი არც ჩანდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ჩემ რეალობაში მხატვრობა, სადაც შემეძლო შინაგანი სამყაროს ასახვა და გადმოტანა ჩემი ტკივილის, განცდის, სიძლიერის და სისუსტის.
ჩემი უდიდესი შთაგონება ადამიანია, ვცდილობ ჩავწვდე ადამიანის შინაგან სამყაროს და გადმოვიტანო ნახატში. ძირითადად ვხატავ პორტრეტებს, რამდენად გამომდის ეს თქვენ უნდა შეაფასოთ.


- სოციალურ ქსელში თქვენი აქტივობა. რამდენად ხშირად ანთავსებთ თქვენ
ნამუშევრებს და როგორია ხალხის დამოკიდებულება.


-სოციალურ ქსელებში შეძლებისდაგვარად ვაქტიურობ, ვანთავსებ ხოლმე და ძირითადად მოსწონთ.


- თქვენი სულიერი სამყარო, მშვიდი თუ ბობოქარი?


- თავისებურად მშვიდიც, თავისებურად ბობოქარიც. არის მომენტები, როცა მშვიდია, მაგრამ ხელოვანისთვის დიდხანს არ გრძლელდება სიმშვიდე.


-თქვენი აზრით მხატვრები და ზოგადად ხელოვანი ადამიანები ჩვენ ქვეყანაში რამდენად დაფასებულები არიან?


-ომის, შიმშილის, ოკუპაციის თაობების დაკარგვის და ხარისხიანი განათლების ხელმიუწდომლობის გათვალისწინებით, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. სანამ
ზემოთჩამოთვლილი არ გამოსწორდება, მანამდე რთულია თქმა რომ დაფასებული იქნება ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ხელოვნება .




image


-თქვენ არღვევთ სტერეოტიპს, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, საზოგადოებაში თვლით თუ არა თავს დამკვიდრებულად? ან რა არის ამისთვის საჭირო?


- შესაძლებლობები შეუზღუდავია, მხოლოდ გარემო შეიძლება გახდეს შეზღუდული, რაც ხელს გიშლის მიიღო ის რაც გინდა და ხალხამდე მიიტანო ის რასაც
ქმნი. ინტერნეტი არის ერთ-ერთი საშუალება რომ შენი თავის
რეალიზება მოახდინო და ხალხამდე მიიტანო შენი სათქმელი თუ პროდუქტი რასაც ქმნი, მაგრამ ეს მხოლოდ მცირედია ალბათ ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი მხოლოდ კონვენციებზე ხელისმოწერით და რატიფიცირებით შორს ვერ წავალთ მეტი აქტიურობა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ევროპის გამოცდილე
ბის გაზიარება და ჩვენს რეალობაზე მორგებაა საჭირო.
რაც შემეხება მე, ვცდილობ ვიყო რეალიზებული .ჯერჯერობით, იმისგან, რაც მართლა მინდა ძალიან შორს ვარ.




image

image



- კრიტიკას რამდენად ითვალისწინებთ?

- კრიტიკა აუცილებელია, ყოველთვის ვითვალისწინებ.წინსვლისთვის და პროფესიული ზრდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.ვფიქრობ ცუდია, როცა არ გაკრიტიკებენ.


-შეკვეთით თუ ხატავთ ან ყიდით ნახატებს?

-ახლახანს გამოქვეყნდა შეთავაზება შეკვეთების შესახებ. ვცდილობ ამ მიმართულებით
ვიმუშაო. ჯერ არ გამიყიდია ნახატი, უფრო შეკვეთებით ვიმუშავებ

- სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა გამოფენის
გაკეთებას?

-ვფიქრობ მაგ მიმართულებითაც, იყო ბევრი შემოთავაზება სხვადასხვა ორგანიზაციებიდანაც, მაგრამ ახლო მომავალში ალბათ არა.


- ყველაზე მეტად რა გახარებთ?

-მახარებს ზოგადად ადამიანების კარგად ყოფნა, ბრძოლის შედეგად მიღწეული წარმატება.
ახლობელი ადამიანების სიხარულით გაბრწყინებული თვალები მახარებს ყველაზე მეტად.



- ტკივილი, რასაც ვერ ივიწყებთ...

-მეგობრების დაკარგვა.ისინი მაძლიერებდნენ, მახარებდნენ და დღეს არ არიან ჩემ გვერდით. დღეს რომ ისინი ჩემს გვერდით იყვნენ სხვა რეალობა იქნებოდა და სხვანაირი იქნებოდა სამყაროც.


- რა არის იმედი თქვენთვის?

-იმედი ღმერთია, რომელიც არასოდეს გტოვებს. რწმენას თუ
კარგავ, კარგავ იმედს და ყოვერთვის გჯეროდეთ ღმერთის რომელიც უიმედოდ არ
დაგტოვებთ.


- თქვენ თუ დაუხატიხართ ვინმეს, ან ავტოპორტრეტზე
თავად თუ გიმუშავიათ?


-დავუხატივარ კი.პირველი ჩემი ნატურა მე ვიყავი.სარკიდან დავხატე ჩემი პირველი ავტოპორტრეტი.





image


-რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ დღეს?


-ცოტა რთულია ვინმეს უთხრა ან ურჩიო რაიმე თუ თავად არ გიბრძოლია და გაგიმარჯვია. მზა რეცეპტები არ არსებობს ცხოვრების, უნდა
ეცადონ დროულად გაუსწორონ თვალი რეალობას, იცხოვრონ ყოველდღიურობოთ, იბრძოლონ ბოლომდე.
გაჩერებით და ხელების ჩამოშვებით ყველაფერი უკუსვლას განიცდის, რაც ადრე
სასწაული გვეგონა, დღეს რეალობაა მედიცინაშიც.
არასოდეს დაკარგონ რწმენა. მომწონს სიტყვა განსაცდელი და მე ასე მესმის ეს განსაცდელი სასჯელი არ არის განსაცდელი უნდა განიცადო და გადალახო.
თუ დადგა მომენტი როცა ჯანმრთელობა ისეთი აღარ არის როგორიც გქონდა უნდა ისწავლო იმ რეალობაში ცხოვრება და იბრძოლო უკეთესი მომავლისთვის
აუცილებლად უნდა იპოვო ის საქმე, რითიც დაკავდები და რაღაცას შექმნი.
ისე ვერაფერი გაახლოვებს ღმერთთან როგორიცაა საქმე, რომელიც გიყვარს.


- ხატვა არის ნიჭი? თუ ყველას შეუძლია მისი სწავლა?

- ყველას შეუძლია ისწავლოს ხატვა თუ გულით მოინდომებს.
მეორე მომენტია ნიჭი და სიყვარული იმ საქმისა რასაც აკეთებ. ყველა მაგარი მხატვარი
ვერ გახდება თუნდაც ნიჭი ჰქონდეს. მე ასე ვიტყოდი ნიჭი, მონდომება, სიყვარული და
მუდმივი ყოველწამიერი დაუსრულებელი შრომაა საჭირო რომ მხატვარი გახდე. ნოტების სწავლა ბევრს შეუძლია მაგრამ ყველა ვერ დაწერს კარგ მუსიკას. კარგ მსმენელად მაინც თუ ჩამოყალიბდები ესეც საქმეა.


- მეგობრები და მეგობრობა რა არის თქვენთვის?

- მეგობარი არის ის, ვინც ყოველთვის იცის როგორ ხარ რა გახარებს და რა გწყინს. შეიძლება ხშირი ურთიერთობა ვერც გქონდეს, მაგრამ ის მცირედი დროც საკმარისია. თუნდათ 5 წუთიანი მიმოწერა ან სატელეფონო საუბარი, რომ ყველაფერი გაიგო.
ჩემ შემთხვევაში ასეა, რომ არა მეგობრები არ ვიქნებოდი დღეს ის, რაც ვარ. ყოველთვის გვერდით მედგნენ ურთულეს მომენტებში, როცა სახლიდან გასვლაც არ მინდოდა. ბევრი მეგობარი სკოლიდან მომყვება.რთული პერიოდის დროს, მორიგეობით მოდიოდნენ კლასელები სახლში, რომ არ მეგრძნო თავი მათგან შორს.
მოგეხსენებათ სოფელში ვცხოვრობ, მყავს ძალიან კარგი მეზობლები. მეგობრები,
რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ არ შემქმნოდა ის ბარიერები, რაც ამ დროს ჩნდება.
არასდროს მიგრძვნია თავი ჩემი მდგომარეობის გამო სხვა პოზიციაში, ყოველთვს
სადაც ჩემი მეგობრები არიან იქ ვარ მეც და მიხარია რომ მეც შემიძლია მათთვის
შეუძლებელი შევძლო როგორც ისინი შეძლებენ ჩემთვის .








image


imageimage



- ის რისი თქმაც სულ გინდოდათ და ახლა ამბობთ.

- ყოველთვის თქვით, ის რაც გინდათ.

თუ ეს თქვენი "მინდა", სხვის "მინდას" არ არღვევს ნუ დაუმალავთ და მოვპარავთ ერთმანეთს სიყვარულს. პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს.

0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0