x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ხერხი, რომ ყველას მოაწონოთ თავი
image

ინტერნეტში უამრავ სტატიას ნახავთ თემაზე -“როგორ მოვაწონოთ თავი ნებისმიერს", მაგრამ მათი რჩევები რეალურ ცხოვრებაში რატომღაც არ ამართლებენ. მიზეზი კი ისაა, რომ გვირჩევენ ხშირად გავიღიმოთ და თანამოსაუბრეს მისთვის საინტერესო თემაზე ვესაუბროთ. მაგრამ როგორ გავიგოთ ვის რა თემა აინტერესებს? მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ახალგაცნობილ ადამიანს ეხება?

იმის შანსი, რომ მეორე მცდელობაზე მოახდინოთ შთაბეჭდილება- არ არსებობს. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რომლებიც ნამდვილად ამართლებენ ურთიერთობებში.

1. ხშირად მიმართეთ თანამოსაუბრეს სახელით
როგორც კარნეგი ამბობდა: “ადამიანის სახელი მისთვის ყველაზე ტკბილად და ყველაზე მნიშვნელოვნად ჟღერს ნებისმიერ ენაზე". თუ ახალი ნაცნობის სახელი არ იცით, ნუ მოგერიდებათ, შეეკითხეთ და ეცადეთ დაიმახსოვროთ. საუბრის დროს კი რამდენჯერმე მიმართეთ სახელით.

2. დაუშვით შეცდომა

როგორც წესი, ყველა პირიქით იქცევა, ფრთხილობენ რაიმე შეცდომა არ დაუშვან, ხოლო თუ მაინც შეეშალათ რამე, ცდილობენ არ შეიმჩნიონ, რითიც გარშემომყოფებსაც იგივე საქციელისკენ უბიძგებენ.
დაუშვით შეცდომა და მიეცით საშუალება, რომ ეს შენიშნონ და დაგეხმარონ. ამ გზით თქვენ 3 კურდღელს დაიჭერთ: თქვენი “მხსნელის" თვითშეფასება მოიმატებს თქვენი წყალობით, ურთიერთობა უფრო თავისუფლად აეწყობა და თქვენი ახალი ნაცნობიც აღარ დაიძაბება შეცდომის დაშვების შიშით.

3. შეაქეთ მესამე პირის დახმარებით

ზოგჯერ ბანალური კომპლიმენტი უხერხულ სიტუაციას უფრო ქმნის. ამ დროს მოიშველიეთ მე-3 პირი თქვენი სიმპათიის გამოსახატავად. მაგ: “თქვენზე მითხრეს, რომ შესანიშნავი ექიმი ბრძანდებით"- მნიშვნელობა არ აქვს ვინ გითხრათ და მართლა გითხრეს თუ არა, ამ შემთხვევაში თქვენ დაამახსოვრდებით სასიამოვნოდ, და არა ის, ვინც მასზე ეს “სიმართლე" გითხრათ.

4. აირეკლეთ თანამოსაუბრის პოზა


მხოლოდ ფრთხილად, არ ეგონოს, რომ მას გამოაჯავრეთ. თუ ზის და ხელები მაგიდაზე უწყვია, თქვენც ასე მოიქეცით, მხოლოდ პოზა ოდნავ შეცვალეთ, თუ თავის ხელზე აქვს დაყრდნობილი, თქვენ ნიკაპით დაეყრდენით ხელს. საქმე ისაა, რომ ჩვენი პოზა და მანერები ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა და მისი პოზის არეკვლით აგრძნობინებთ, რომ თქვენც იგივე განწყობა გაქვთ. ურთიერთობა კი იმასთან უფრო სასიამოვნოა, ვინც იმავეს განიცდის, რასაც ჩვენ.

5. აღმოაჩინეთ საყრდენი

აგრძნობინეთ თანამოსაუბრეს, რომ მასთან თავს დაცულად გრძნობთ, ენდობით და არაფერ ცუდს არ მოელით.

6. თანაგრძნობა

თუ თქვენთვის გაუგებარია როგორ და რაში თანაუგრძნოთ ახალ ნაცნობს, უბრალოდ, მოუსმინეთ მას. ყველა ადამიანი ხომ რაღაცაზე წუწუნებს, იქნება ეს ცუდი ამინდი, დამღლელი სამუშაო, საგზაო მოძრაობა და ა. შ. კი არ დაეთანხმოთ, არამედ გულწრფელი თანაგრძნობა გამოხატეთ, რაღაც ამის მსგავსი: “როგორ მესმის თქვენი, ალბათ მძიმე დღე გქონდათ, გაუძელით, მალე სახლში წახვალთ."

7. მიეცით თანამოსაუბრეს საშუალება, რომ თავისი თავი შეაქოს

ეს ელემენტარულია და ყოველთვის ამართლებს. ყველას უყვარს თავისი მიღწევებით
თავის მოწონება. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს სამსახური, ჰობი თუ უბრალოდ დიეტა. შეაქეთ ის: “ყოჩაღ! ამისთვის რკინის ნებისყოფაა საჭირო" - როგორც წესი, პასუხობენ - “რას ბრძანებთ, დიდი არაფერია", გულში კი ფიქრობენ - “მართლა ყოჩაღი ვარ".

8. სთხოვეთ დახმარება

პრეზიდენტმა ფრანკლინმა ერთხელ თქვა: “ის, ვინც ერთხელ უკვე გაგიკეთათ სიკეთე, სიამოვნებით დაგეხმარებათ კვლავაც, ვიდრე ის, ვისაც თქვენ თავად დაეხმარეთ". ამ ფენომენს “ფრანკლინის ეფექტი" ეწოდება. ადამიანი, რომელიც სხვას ეხმარება, საკუთარ თვალში მაღლდება და მზადაა ურთიერთობა გააგრძელოს, ეს ხომ მას ახსენებს თუ რა მშვენიერი და დიდებულია, და საერთოდ, გმირია!

მთავარია, ბოროტად არ ისარგებლოთ ამ მეთოდით.


წარმატებას გისურვებთ!

0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0