x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სისხლის და ლიმფური სისტემის გაწმენდა ტიბეტური მეთოდით
image

სისხლის ხარისხი და მდგომარეობა მთელ ორგანიზმზე აისახება. სისხლის დაბინძურებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია არასწორი ცხოვრების წესი. დროთა განმავლობაში მავნე ნივთიერებები სისხლძარღვებში ილექება და მთელ ორგანიზმს ედება.


სისხლს აბინძურებს:


თამბაქოს კვამლი
მედიკამენტები
საყოფაცხოვრებო ქიმია
არაჯანსაღი, მავნე საკვები

როგორც ვხედავთ სისხლის დაბინძურება ყველა ადამიანისთვის გარდაუვალი პროცესია. რა შეგვიძლია ამ დროს გავაკეთოთ? პირველ რიგში მივმართოთ პროფილაქტიკურ
ღონისძიებებს. სისხლის გაწმენდა სახლის პირობებში გულისხმობს კვების რაციონის გაჯანსაღებას და “წითელი საკვების" ჩართვას ყოველდღიურ რაციონში. ესენია: შტოში, ალუბალი, წითელი კომბოსტო, ჭარხალი, მცირე რაოდენობით წითელი ღვინო.

ამჯერად კი გთავაზობთ მარტივი და ეფექტური ტიბეტური ნაყენის რეცეპტს, რომლის მოსამზადებადაც მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

გაასუფთავეთ 350 გრ ნიორი, დააქუცმაცეთ და დაასხით 200 მლ სპირტი, ჩაასხით მუქი მინის ბოთლში. მჭიდროდ დააფარეთ, გაახვიეთ ქაღალდში (სასურველია
შავში) და დადგით 10 დღით ოთახის ტემპერატურაზე. 10 დღის შემდეგ ნაყენი გაწურეთ, მიღებული სითხე კი ისევ ბოთლში ჩაასხით და კიდევ 2 დღე გააჩერეთ.

ნაყენი უნდა მიიღოთ ანადუღარ და გაციებულ რძესთან ერთად შემდეგი სქემის მიხედვით:
1 დღე: მიიღეთ დილით 50 მლ რძეში გახსნილი 1 წვეთი ნაყენი, შუადღით გაზარდეთ წვეთების რაოდენობა ორ, საღამოს კი 3 წვეთამდე.

მე-2 დღე: დილით 4 წვეთი, შუადღით 5, საღამოს კი 6 წვეთი.



მე-3 დღე: დილით - 7, შუადღით - 8, საღამოს -9 წვეთი.

მე-4 დღე: დილით - 10, შუადღით - 11, საღამოს კი 12 წვეთი.

მე-5 დღე: დილით - 13, შუადღით - 14, ხოლო საღამოს 15 წვეთი.

მეექვსე დღიდან დაიწყეთ დილა 15 წვეთით და შემდეგ მიღებაზე მოაკელით თითო-თითო წვეთი. ასე გააგრძელეთ, სანამ მეათე დღეს 3, 2 და 1 წვეთზე არ ჩამოხვალთ.

მეთერთმეტე დღიდან ნაყენი ისევ დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ, მხოლოდ ამჯერად თითო ჯერზე მისაღები წვეთების რაოდენობა 25 უნდა იყოს, გახსნილი ისევ 50 მლ რძეში.
ასე გააგრძელეთ, სანამ ნაყენი არ დამთავრდება.კურსის გამორება მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეგიძლიათ.
ნაყენი აუცილებლად ჭამამდე 30 წთ-ით ადრე უნდა მიიღოთ.

ნაყენის მიღება არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული პირებისთვის, მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის, თირკმელების და შარდის ბუშტის დაავადებები აწუხებთ. ეკრძალებთ ორსულებს, პროსტატის ადენომით და ბუასილით დაავადებულ პირებსაც.

ნაყენის სხვა სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე:

აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა

ორგანიზმი თავისუფლდება ცხიმოვანი და სხვა მავნე დანალექებისგან

სისხლძარღვთა კედლები ელასტიურობას იძენს

მნიშვნელოვნად მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკი

ნაყენს ახასიათებს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება

აუმჯობესებს მხედველობას

0
281
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0