x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ფოტოები 1950 წლის საფრანგეთიდან, რომლებიც ღიმილს მოგგვრით
ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი, რენე მალტეტი, 1930 წლის 8 მაისს, ქალაქ ლამბელში დაიბადა, 21 წლისამ კი, მშობლიური ქალაქი დატოვა და პარიზში გადავიდა, სადაც რეჟისორის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. მალტეტს თავადაც უნდოდა ფილმი გადაეღო, მაგრამ კამერა არ ქონდა. იგი, მოგვიანებით ფოტოგრაფიით დაინტერესდა. 1954 წელს მან ფოტოაპარატი Semflex 6×6 შეიძინა და ახალი პროფესიის დაუფლებას სერიოზულად მოჰკიდა ხელი.

მალტეტი ასპარეზზე სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ქუჩის ფოტოგრაფია ახალი ფეხადგმული იყო. ფოტოგრაფიის ეს მიმართულება, საზოგადოებრივი ცხოვრების ცოცხლად და ბუნებრივად ასახავს გულისხმობდა.

განსაკუთრებული ხედვის წყალობით, რენე მალტეტმა, მალევე მოიპოვა აღიარება. 60-იან წლებში ფოტოგრაფიით მრავალი ცნობილი გამოცემა დაინტერესდა და ახალგაზრდა ფოტოგრაფიც თითქმის ყველა მათგანთან თანამშრომლობდა. მას საოცარი ნიჭი ჰქონდა დაეჭირა სასაცილო და კურიოზული მომენტები. დადიოდა პარიზის ქუჩებში და განუსაზღვრელად აღწერდა ფირზე სახალისო ამბებს, რომლებსაც შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენც ხშირად ვაწყდებით, მაგრამ ყურადღების მიღმა გვრჩება.
რენე მალტეტის ნამუშევრები მუდამ გამოირჩეოდა ინდივიდუალობით, ახასიათებდა იუმორი, ორიგინალურობა და ცინიზმი, რომელთა მეშვეობით იგი თავისი სათქმელის გამოხატვას ცდილობდა. ამჟამად, იგი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფრანგ ფოტოგრაფად ითვლება.

ასე რომ, გთავაზობთ ფრანგი ფოტოგრაფის ფოტო-ნამუშევრებს, რომლებიც ნამდვილად ღიმილს მოგგვრით.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimage




0
303
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0