x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უჩვეულო ქორწინება - რას წინასწარმეტყველებენ მეცნიერები

image
სამხრეთ ჩინეთის ახალ ამბებში იუწყებიან, რომ 31 წლის ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი ჩჟენ ჯიაჯია დაქორწინდა თავის შექმნილ ქალ თოჯინაზე, რომელიც გასული წლის ბოლოს ააწყო. თოჯინას იანგიანგი ჰქვია და შეუძლია ამოიცნოს რამდენიმე ჩინური იეროგლიფი, არჩევს გამოსახულებებს, ამბობს რამდენიმე მარტივ სიტყვას. ინჟინერი ფიქრობს განაახლოს ის ისე, რომ თოჯინამ შეძლოს სიარული და გააკეთოს საოჯახო საქმე.

  • წყვილი პარასკევს დაქორწინდა. საქორწინო ცერემონიალი მოკრძალებული იყო, პატარძალს თავზე ტრადიციული წითელი თავსაფარი ეხურა.

ქორწილს ჩჟენის მშობლები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ აღნიშნეს, რომ ვაჟმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ სხვა საცოლე ვერ იპოვა. ჩჟენი ჰუავეის ყოფილი თანამშრომელია, ახლა ჩჟეციანში ცხოვრობს და იქ მუშაობს.

უცნაურად მოგეჩვენებათ, თუმცა ექსპერტები ამას უკვე რამდენიმე წელია წინასწარმეტყველებენ. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ უახლოეს 35 წელიწადში ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ზოგს შეიძლება ეს სასაცილოდაც მოეჩვენოსო, ამტკიცებენ მეცნიერები, თუმცა დასძენენ, რომ თოჯინები ბევრად უფრო უკეთესები იქნებიან ვიდრე ნამდვილი ადამიანები. ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის უკვე ოფიციალურად დაკანონდება ასეთი ქორწინებები. მალე მამაკაცების დიდი ნაწილი შეიძენს ასეთ თოჯინებს, ხოლო ვინც მათ შექმნაზე მუშაობს, ის უფრო დაკვირვებული იქნება, რადგან თოჯინა სულ სახლში ეყოლება, საძინებელშიც და ეცდება უფრო და უფრო დახვეწოს და გააუმჯობესოს.



0
773
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0