x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ძირითადი შეცდომები , რომლებსაც კბილების წმენდის დროს ვუშვებთ
ბევრს ჰგონია, რომ კბილების წმენდა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, და მთავარია ეს რეგულარულად ვაკეთოთ. სინამდვილეში კი ათიდან მხოლოდ ერთი უვლის პირის ღრუს სწორად.


image


ყველაზე გავრცელებული შეცდომა კბილის ჯაგრისის შეძენისას არის ის, რომ ან ძალიან რბილ ჯაგრისს ყიდულობენ, ან ძალიან უხეშს.

როგორ შევარჩიოთ სწორად კბილის ჯაგრისი:


. თუ ღძილები კარგ მდგომარეობაში გვაქვს, მაშინ რეკომენდირებულია საშუალო სიმაგრის ჯაგრისის შეძენა

. შეარჩიეთ ჯაგრისი გრძელი სახელურით და რეზინის ელემენტებით რათა ხელში არ გაცურდეს და ვაკონტროლოთ ჯაგრისის დაწოლა.

. ვისაც პრობლემები აქვს ღრძილებსა და კბილის ემალზე, აგრეთვე 12 წლამდე ბავშვებმა უმჯობესია იხმარონ რბილი ჯაგრისი.

. ჯაგრისის ოპტიმალური ზომებია: სიგრძე 2–3 სმ, სიმაღლე 2 სმ–დე, სიგანე –1, 5 სმ.

. არ არის რეკომენდირებული ერთი და იგივე ჯაგრისის ხანგრძლივად გამოყენება. საჭიროა მათი გამოცვლა – რბილი ჯაგრისის ყოველ ორ თვეში, მაგარი ჯაგრისის – ყოველ სამ თვეში.


კბილის პასტა


image
ხშირად ჯაგრისზე ზედმეტ კბილის პასტას ვადებთ, რის გამოც ჯაგრისი სრიალებს და ვერ აღწევს კბილის ნადებამდე და ვერ აცილებს მას კბილს. მეორე გავრცელებული შეცდომაა არასათანადო კბილის პასტის შერჩევა.

როგორ შევარჩიოთ სწორად კბილის პასტა:

. კარიესის დროს უნდა ვიხმაროთ პასტა ფტორით. იმ საცხოვრებელ ადგილებში, სადაც სასმელი წყალი ფტორითაა გაჯერებული ფტორიანი პასტები არ არის რეკომენდირებული.

. მგრძნობიარე კბილებისათვის ჯობია პასტები, რომელთა შემადგენდენლობაშია კალიუმის ქლორიდი. კალიუმის ციტრატი, არგინინი, სტრონციუმის ქლორიდი.

. ღრძილებიდან სისხლდენის დროს გამოიყენეთ პასტები, რომელთა შემადგენლობაშია ანტიბაქტერიული ნივთიერებები (ტრიკლოზანი, ქლორგექსიდინი) და ბალახების (კალენდულა) ექსტრატები. მაგრამ მათი გამოყენება სამ კვირაზე მეტი ხნით დაუშვებელია, რადგან ისინი პირის ღრუს მიკროფლორას არღვევენ.


კბილების წმენდა


image


მთავარი შეცდომაა ჯაგრისის მოძრაობა მარჯვნივ–მარცხნივ, ამ დროს ნადები პირიქით კბილებს შორის ხვდება, საჭიროა ჯაგრისის ზემოთ–ქვემოთ მოძრაობა. არ შეიძლება კბილების გაწმენდა უშუალოდ ჭამის შემდეგ, რადგან ამ დროს ემალი ადვილად ზიანდება, საჭიროა ნახევარი საათი მაინც გავიდეს.

. კბილის წმენდა უნდა გრძელდებოდეს არანაკლებ სამი წუთისა.

. ჯაგრისი უნდა გვეკავოს 45 გრადუსიანი დახრილობით კბილებისა და ღრძილების მიმართ.

. უნდა დავიწყოთ წინა კბილებით და თანდათან უნდა გადავიდეთ უკანა კბილებზე.

. ქვედა კბილებს წმენდენ ქვემოდან ზემო მიმართულებით, ზედა კბილებს ზემოდან ქვემოთ.


კბილის ძაფი


image


კბილებს შორის ძაფით წმენდა არა მარტო ხელს უშლის ქვების გაჩენას, არამედ ღრძილებსაც ამაგრებს. ძაფის სიგრძე 18 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ჯერ კბილებს ვიწმენდთ ძაფით, შემდეგ ჯაგრისით.

0
297
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0