x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა შეცდომებს ვუშვებთ დაბანისას - ექსპერტების 5 რჩევა

image
შხაპის მიღება-ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა, მაგრამ უნებურად ვუშვებთ შეცდომებს, თანაც არც კი ვიცით რა ზიანს ვაყენებთ ჯანმრთელობას. და აი, რამდენიმე შეცდომა, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებთ:

1. სახის დაბანა შხაპის მიღებისას: შხაპისას სახის დაბანით ერთი სროლით ორ კურდღელს მოვკლავთ, უბრალოდ მოსახერხებელიცაა. მაგრამ სინამდვილეში, ეს თქვენს კანს სულაც არ უხდება. კანის მოვლის სპეციალისტის კეი სკოტის განმარტებით თბილი წყალი ზიანს აყენებს თქვენს სახეს. ცხელმა შხაპმა შეიძლება დააზიანოს სახის კაპილარული ქსელი, რაც კანის სტრუქტურაზე ცუდად აისახება. ასევე სახის კანს აქვს ბუნებრივი ცხიმი, რომელიც იცავს გამოშრობისგან, ცხელი წყალი კი მას ჩამორეცხავს და კანი შრება, რასაც ნაოჭებამდე მივყავართ. სახე უმჯობესია დავიბანოთ გრილი წყლით.

2. ღრუბელის გამოყენება: ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ღრუბელი კარგად ასუფთავებს კანს, თურმე ვცდებით, რადგან მასში გროვდება აქერცლილი კანის ნარჩენები, განსაკუთრებით კი ბადიანში, რაც ბაქტერიების იდეალური საკვებია. ის ფუვდება როცა ტოვებთ აბაზანის ნესტიან გარემოში და კვლავ თქვენს ორგანიზმს უბრუნდება-გვიხსნის დერმატოლოგი მეთიუ ნაითი ორლეანიდან.

3. საპნიან წყალში დგომა: შეიძლება ფიქრობთ, რომ როცა ასე ვაკეთებთ, ფეხის ტერფებს დავილბობთ და დავიბანთ, მაგრამ ამას საპირისპირო ეფექტი აქვს. შეიძლება თქვენ, ან რომელიმე ოჯახის წევრს ფეხის რაიმე ბაქტერია ან სოკო აქვს. სოკოსაც ძალიან უყვარს ნესტიანი ადგილები და წყალში დგომისას აუცილებლად დასნებოვნდებით. ამიტომ აჯობებს იბანოთ გამდინარე წყალში და გადაივლოთ ჩაის ხის ზეთი. ყოველი დაბანის შემდეგ მოახდინეთ აბაზანის დეზიმფიცირება და ფეხები გულდასმით შეიმშრალეთ, განსაკუთრებით თითებს შორის.

4. დაბანა ჩვეულებრივი წყლით: ეს ეხება მათ, ვისაც განსაკუთრებით მგრძნობიარე კანი აქვთ. ასეთმა ადამიანებმა უმჯობესია დაიბანონ გამოხდილი ან ბოთლებში ჩამოსხმული წყლით, რათა თავიდან აიცილონ ეგზემის განვითარება. შესაძლებელია ონკანზე ფილტრის დაყენებაც- გვირჩევს ბრიტანელი ექიმი ლაურა იშმაილი.

5. ნოტიო საპარსის გამოყენება: მას ძირითადად სააბაზანო ოთახში ვინახავთ, სადაც ჰაერი მუდამ ტენიანია და ბოლომდე კარგად არ შრება, გარდა ამისა, ზედ რჩება ძველი თმის ღერები, კანის ფენა, რაც ინფექციის წყაროა. ექსპერტები გვეუბნებიან, რომ საპარსი("ბრიტვა ან მთლიანად მისი თავი) ჩაყავით 5-10 წუთით მათეთრებელში ან ძმრის და წყლის ნარევში და შემდეგ ამოხეხეთ კბილის ჯაგრისით(რა თქმა უნდა სპეციალურად მისთვის განკუთვნილით). ეს უნდა გაიმეოროთ 2-3 კვირაში ერთხელ.

გაოცდებით! რომელი მცენარეული საკვები არ უნდა მივიღოთ მარხვისას(შაქარი, წვენები, ღვინო...)


დაიკელით წონაში დნმ-ს ტესტის მიხედვით


თუ თმის ცხიმიანობა გაწუხებთ - ვინ უნდა იხმაროს მიცერალური შამპუნები

0
315
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
315