x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქუვეითში დიასახლისმა იმის ნაცვლად რომ მოსამსახურე გადაერჩინა,ვიდეოთი გადაღება დაიწყო(ვიდეო)
imageშოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა ქუვეითში. სახლში დაბრუნებულმა ოჯახის დიასახლისმა აღმოაჩინა ფანჯრის რაფაზე ჩამოკიდებული მოსამსახურე და ნაცვლად იმისა, რომ მიხმარებოდა, ამოიღო ტელეფონი და ვიდეოს გადაღება დაიწყო.კადრში ისმის, რომ ეთიოპელი მოსამსახურე ქალს ემუდარება:"მიშველე, გადამარჩინე", რაზეც დიასახლისი არ რეაგირებს, განაგრძობს გადაღებას დ პასუხობს:"დაბრუნდი შეშლილო".მოსამსახურე უყვირის:"ხელი მომკიდე!"

შედეგად ქალმა ვეღარ შეძლო ცალი ხელით ფანჯრის რაფაზე თავის შეკავება და მე-7 სართულიდან ძირს ჩავარდა.ქალი მეტალის ფურცლისგან გადახურულ თავშესაფარს ზედ დაეცა.ვიდეოში ისმის დაცემის ხმა, რაზეც ვიდეოს ავტორი საერთოდ არ რეაგირებს.


როგორც The Sun-ი იუწყება, ქალი გადარჩა.მეტიც, მაშველებისგან დამოუკიდებლად ფეხზეც წამოდგა.იგი ამჟამად ჰოსპიტალშია გადაყვანილი.


გამოცემის ინფორმაციით შინამოსამსახურეს თავის მოკვლა სურდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და საშველად მოხმობა დაიწყო.ოჯახის დიასახლისი უკვე დააკავეს.მას წინ სასამართლო ელოდება.



0
187
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0