x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვერიკოზისგან თავდასაცავი ქმედითი წამალი ყოველ აფთიაქშია, მაგრამ ამას ვერც კი ვამჩნევთ
ვერკოზული ბადის გაჩენა ორგანიზმის საგანგაშო სიგნალია, რომლის უყურადღებოდ დატოვება არაფრით არ შეიძლება. აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. მაგრამ არსებობს პროფილაქტიკის და მკურნალობის მეთოდები, რომლებიც სახლშიც შეგვიძლია ჩავიტაროთ.


image
გთავაზობთ ცხენისწაბლის ნაყენის დამზადების რეცეპტს, რომელიც ტონუსს აძლევს სისხლძარღვებს, აძლიერებს ვენურ სისხლის მიმოქცევას. მისი ყიდვა აფთიაქშიც შეიძლება, მაგრამ ჯობია თავად დავამზადოთ.

ნაყენის დასამზადებლად ჯობია ცოცხალი ცხენისწაბლის ყვავილები, მაგრამ შეიძლება გამხმარიც გამოვიყენოთ.


image



ინგრედიენტები :

500 მილილიტრი სამედიცინო სპირტი

20 გრამი ცხენისწაბლის ყვავილი.


დამზადება:

1.ცხენისწაბლის ყვავილები მოვათავსოთ მინის ქილაში და დავასხათ სამედიცინო სპირტი

2. მჭიდროდ დავახუროთ და 14 დღე ბნელ ადგილას შევინახოთ. პერიოდულად შენჯღრევა დასჭირდება.

3. ორი კვირის შემდეგ უნდა გავწუროთ.

მიღებული ნაყენი უნდა წავისვათ მტკივან ადგილებზე დღეში სამჯერ ორი თვის განმავლობაში. შეიძლება მივიღოთ წვეთების სახით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დილას და საღამოს 10–20 წვეთი. ერთი თვის განმავლობაში.

ნაყენის გამოყენება არ შეიძლება გასტრიტით, თირკმლებისა და ღვიძლით დაავადებულთათვის. აგრეთვე მენსტრუაციული ციკლის დარღვევის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

0
516
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0