x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
გილოცავთ! ახალი მეთოდი ერექციული დისფუნქციის მკურნალობაში
image ღეროვანი უჯრედების კვლევაში მიღწეულმა წარმატებებმა, საშუალება მისცა ერექციული დისფუნქციით (რომელიც გამოწვეულია პროსტატის ოპერაციის შემდეგად) დაჩაგრულ მამაკაცებს, კვლავ დაკავდნენ სექსით. ასე განაცხადეს მეცნიერებმა ლონდონში, უროლოგთა ევროპული ასოციაციის (European Association of Urology) ყოველწლიურ შეხვედრაზე.

გამოკვლევის დროს პაციენტისგან ლიპოქსაციის დახმარებით იღებდნენ ცხიმოვან უჯრედებს. შემდეგ ამ უჯრედებზე ზემოქმედების შედეგად ღებულობდნენ უნივერსალურ ღეროვან უჯრედებს.

მკვლევარები ამბობენ, რომ პირველად მოხდა, როცა ღეროვანი უჯრედები უშუალოდ პაციენტების სასქესო ასოში ჩანერგეს. იქ ისინი გარდაიქმნებოდნენ ნერვიულ და კუნთოვან უჯრედებად. აგრეთვე ენდოთელურ უჯრედებად. ამის შესახებ განაცხადა ოდენსეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პროფესორმა ლარს ლუნდმა (Lars Lund).

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ რვა მამაკაცმა 15 დან შეძლო სექსით დაკავება, ღეროვანი უჯრედის ჩანერგვიდან 6 თვის შემდეგ. პროცედურა საერთო ნარკოზის დროს ტარდება, და პაციენტებს იმავე დღეს შეუძლიათ სახლში წასვლა.


ლუნდმა გამოცემა The Independent–ს განუცხადა "მამაკაცების 53 –მა პროცენტმა ერთწლიანი დაკვირვების განმავლობაში შეინარჩუნა სქესობრივი აქტის ჩატარების უნარი, ყოველგვარი პრეპარატების, იმპლანტანტების ან სხვა მოწყობილობების გამოყენების გარეშე."

მან დასძინა, რომ ასეთი მეთოდით მკურნალობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ტაბლეტების მიღება ყოველი სქესობრივი აქტის ჩატარების წინ. ეს მეთოდი უსაფრთხოა და ეფექტი დიდხანს გრძელდება.

მკლევარები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ კვლევები ახალ დაწყებულია, მაგრამ შედეგები იმედისმომცემია.

0
206
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0