x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქაჯაია საქართველოს სახელით. ცოტა რამ დათას შესახებ(+ ფოტოები)
image
"ქაჯაიამ და ალფა რომეომ მოიგეს პირველი რბოლა"-ასეთი სახელწოდების სტატიას შეხვდებით დათას ვებგვერდზე. რაც ძალიან გვახარებს ქართველებს.image

როგორც ვიცით რუსთავში TCR International-ის საერთაშორისო ჩემპიონატია. საქართველოს 33 წლის დავით ქაჯაია წარმოადგენს მანქანით: "ალფა რომეო ჯულიეტა" დასაწყისისთვის საუკეთესო ინფორმაციაა, მან ფანტასტიკური გამარჯვება მოიპოვა. მონაწილეობდა ხუთი მრბოლელი ოთხი სხვადასხვა მარკის ავტომობილით. დათა ჯერ მეოთხე ადგილზე იყო, ლიდერობდნენ ტასსი, ფიცზა და კომინი. ყველა ვარაუდობდა, რომ რომელიმე მათგანი მოიგებდა რბოლას, თუმცა უცებ ქაჯაია აღმოჩნდა პირველ ადგილზე და გადაასწრო ყველა მათგანს.

მეორე დღის შეჯიბრზე ის კვლავ გვახარებს და ლიდერობს 34 ქულით.

დათამ 2016 წელს მიიღო მონაწილეობა TCR International(ძარიანი ავტომობილების) -ის მსოფლიო ჩემპიონატზე ვოლკსვაგენის მარკის ავტომობილით და ტოპ-ათეულში შევიდა. ამ ჩემპიონატის ფარგლებში ორჯერ გახდა გულშემატკივართა გამოკითხვის გამარჯვებულიც.


დათა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახეა.

"ყველაფერს დავთმობ ავტოსპორტის გამო"- აცხადებს ის "ავტორადიოსთან" ერთ-ერთ ინტერვიუში და მართლაც ძალიან ბევრი რამის დათმობა უწევს. რა თქმა უნდა, ბევრს ვარჯიშობს, აუცილებლად სჭირდება კარდიო-ვარჯიშები, რადგან ზოგჯერ გაუსაძლის სიცხეში უწევს შეჯიბრი, ასევე აუცილებელია წონის შენარჩუნება, ვარჯიში ცეცხლმდებული მანქანიდან სწრაფად ამოძრომაში, რადგან სპეციალური ტანსაცმელი მხოლოდ ერთ წუთს უძლებს სიმხურვალეს. გარდა ამისა, ბევრ საყვარელ საკვებზეც უწევს უარის თქმა. აღნიშნავს, რომ "ცუდი" რაღაცეებით იკვებება, თუმცა ეს ჯანსაღი საკვებია-უმარილო, უშაქრო. ყველაზე მეტად შემწვარი კარტოფილი ენატრება, თუმცა დასძენს, რომ გემოც კი აღარ ახსოვს, რადგან უკვე ხუთი წელია არ უჭამია.

ყველაზე მეტად მოძრაობის დამრღვევი მძღოლები აღიზიანებს, თვითონ ყოველთვის სამაგალითო მძღოლია.

ვუსურვოთ შემდგომი წარმატებები დათას. imageimageimage


image








როგორ ემზადება " როსტოველი მზეთუნახავი" მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძლობისთვის(+ საოცარი ფოტოალბომი)


ასეთი ბექჰემი არ გინახავთ



"იისფერი რენესანსი"- ფლორენციის ახალი სუპერსტადიონი

0
131
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0