x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ნაწლავების და კანის გამწმენდი იაფი და ეფექტური საშუალება

image

აქტივირებული ნახშირი ფართოდ გამოიყენება, მას იღებენ ნაწლავური პრობლემების დროს, როგორც სორბენტს, მაგრამ მისი სასარგებლო თვისებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
დღეს გაცილებით თანამედროვე სორბენტები შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ ნახშირი მაინც არ კარგავს პოპულარობას, მისი ეფექტურობის და დაბალი ფასის გამო.

აქტივირებული ნახშირი გამოიყენება მოწამვლის და ინტოქსიკაციის დროს, ნაწლავების გასაწმენდად. ამასთან, გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს და ადვილად გამოიყოფა ორგანიზმიდან. კოსმეტოლოგთა აზრით აქტივირებული ნახშირი მშვენიერი
და ხელმისაწვდომი საშუალებაა მათთვის, ვინც იდეალურ სახის კანზე ოცნებობს. მისი დახმარებით კანი იწმინდება და ამასთან ებრძვის კანის სხვადასხვა პრობლემას.

სახის კანის გამწმენდი და დამატენიანებელი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ აქტივირებული ნახშირის რამდენიმე ტაბლეტი და ქოქოსის ზეთი ან ალოე-ვერას გელი. ნახშირის ტაბლეტები დანაყეთ და შეურიეთ ზეთს. წაისვით სახეზე და
გაიჩერეთ 20 წთ-ით.

“პრიშიკების" და შავი წერტილების მოსაშორებლად მოამზადეთ ნიღაბი ჟელატინით და ნახშირით.
მოამზადეთ ჟელატინი პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად და დაუმატეთ დაფხვნილი ნახშირი. აურიეთ და წაისვით პრობლემურ ადგილებში თხელ ფენად. როცა ნიღაბი გაშრება, თხელ ფირფიტად გადაიქცევა, რომელიც უბრალოდ უნდა აიძროთ სახიდან.

0
2656
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2656
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0