x
image
melody_inside
შვილმა დედას დახმარების სანაცვლოდ ანგარიში ჩამოუწერა. დედის პასუხზე ცრემლები მომადგა...
image

ერთ საღამოს პატარა ბიჭი თავის დედასთან მივიდა და ქაღალდის ფურცელი გაუწოდა, რომელზეც რაღაც ეწერა.

დედა ვახშამს ამზადებდა, წინსაფარზე ხელები გაიმშრალა, აიღო ფურცელი და ყურადღებით დაიწყო კითხვა:

. საღამოს ბალახი გავკრიჭე: 150

. ამ კვირაში ჩემი ოთახი დავალაგე: 100

. ვიყავი მაღაზიაში (ორჯერ ): 150

. თვალყურს ვადევნები უმცროს ძმას, სანამ შენ მაღაზიებში დადიოდი: 125

. გავიტანე ნაგავი: 110

. წელს კარგი ქულები მივიღე: 150

. ამ შემოდგომაზე ეზო დავალაგე:140

. საერთო ჯამი: 775


დედამ შეხედა შვილს, გადააბრუნა ფურცელი და დაიწყო წერა...

. ცხრა თვე გკვებავდი, სანამ ჩემს შიგნით იზრდებოდი: უფასოდ

. ყოველ ღამე ვიყავი შენს გვერდით, გიმკურნალე, როცა ავად იყავი, გზრდიდი და ვლოცულობდი შენთვის: უფასოდ

. ყველა ის ცრემლი, რაც ამ წლების მანძილზე დავღვარე: უფასოდ

. ყველა ის ღამე, როდესაც შენ ყვიროდი და არ გეძინა, გამშვიდებდი: უფასოდ

. სათამაშოები, საჭმელი, ტანსაცმელი და ყველაფერი, რაც გჭირდებოდა: უფასოდ

. ჩემი სიყვარული ( რომელიც არ შემცირდება, შენს სიას კიდევ 10 პუნქტსაც თუ დაამატებ): უფასოდ

ბიჭს თვალებზე ცრემლი მოადგა. მიუახლოვდა, ჩახედა თვალებში და უთხრა: „დედა, ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან მიყვარხარ“. აიღო თავისი სია და დიდი ასოებით მიაწერა : „გადახდილია მთლიანად“.



იხილეთ ასევე:


1. რუსეთში კავკასიელი ბიჭი 12 წლის გოგონას მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა...


2. მეზობლის სამი შვილი ოჯახმა სახლში მიიღო, მალევე კი აი რა მოხდა...


3. ბავშვი მიკროავტობუსში წიხლებს იქნევდა. გამვლელმა ბიჭმა დედამისს რაც გაუკეთა...

1
148
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
148
  
2017, 2 აპრილი, 12:13
მომეწონა ჩემს გოგონას წავუკითხე
0 1 1