x
image
melody_inside
სექსის შემდეგ რატომ ნაღვლიანდებიან ადამიანები? მეცნიერები პასუხს ეძებენ ამ კითხვაზე
image
სექსუალური აქტის შემდეგ ადამიანების ნაწილს (სტატისტიკის მიხედვით, ასეთი უმრავლესობაა) მწუხარება იპყრობს. რატომ ხდება ასე? შეიძლება თუ არა ავიცილოთ თავიდან მწუხარების შეგრძნება სექსის შემდეგ? სწორედ ამ კითხვებზე ეძებენ
პასუხებს მეცნიერები.


ამ სფეროში კვლევას აწარმოებენ ქვინსლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები. მათ გადაწყვიტეს ჩაეტარებიათ სოციოლოგიური გამოკითხვა,
რომელიც მათ დაეხმარებათ დაწვრილებით შეისწავლონ პოსტკოიტალური დისფორია, მარტივად რომ ვთქვათ, დეპრესიული შეგრძნება წარმატებული სქესობრივი აქტის შემდეგ.

კვლევის ავტორის, პროფესორ პობერტ შვეიცერის თქმით, ნორმალური სექსუალური აქტის შემდეგ უნდა წარმოიქმნას წარმატების შეგრძნება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მოდუნება. თუმცა, ადამიანების საკმაოდ დიდი პროცენტი აწყდება პოსტკოიტალურ დისფორიას - სრულიად საპირისპირო მოვლენას, რომელიც გამოვლინდება შფოთის, ტირილის, დაძაბულობის სახით.

„არსებობს რეაქციების ფართო დიაპაზონი, რომელიც მოსდევს სექსუალურ აქტივობას“, - აღნიშნავს პროფესორი.

თუ ასეთი მდგომარეობის მიზეზების გაგება მოხერხდა, მაშინ შესაძლებელი იქნება მოცემული პრობლემის გადაწყვეტის გზების პოვნაც.

წინა კვლევივის თანახმად, დანაღვლიანება იმ შემთხვევებშიც შეიძლება გაჩნდეს, როცა თვითონ სექსს სიამოვნება, დაძაბულობის მოხსნა ან სხვა დადებითი ემოციები მოაქვს. გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებს ჰომოსექსუალი მამაკაცებიც და ქალებიც.



იხილეთ ასევე:

1. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანების ტვინი უფრო სწრაფად შრება...



2. აი რისთვის აქვს გაზქურის ღუმელს ქვედა სათავსო. ადამიანების 99% მას არ იყენებს დანიშნულების მიხედვით!

0
590
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0