x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა მოუვიდა 2 წლის ინდონეზიელ ბავშვს,რომელიც დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა?
imageბევრს გეხსომებათ ალბათ ვიდეო, რომელიც 2010 წელს გავრცელდა და მთელს მსოფლიოს მოედო, სადაც 2 წლის ბავშვი ზედიზედ ეწეოდა სიგარეტს.როგორც გაირკვა ეს გახლდათ ინდონეზიელი ანდრი რიზალი, რომელიც დღეში ორ კოლოფ სიგარეტს აბოლებდა.


ანდრიმ პირველი სიგარეტი 18 თვის ასაკში მოწია, მშობლების აკრძალვამ და ჩხუბმა არ უშველა.როგორც ანდრის დედა დიანა იხსენებს, "თუ სიგარეტს არ მივცემდით ის ბრაზდებოდა, იწყებდა ყვირილს და თავს კედელს ურტყავდა.ის ამბობდა, რომ ცუდადაა და თავბრუ ეხვევა."


ხოლო ანდრის მამა მუჰამედი აცხადებდა, რომ ბავშვი სავსებით ჯანმრთელია და ვერ ხედავს ვერაფერს ცუდს იმაში, რომ სიგარეტს ეწევა.

image


მაგრამ აღშფოთებული საზოგადოების ჩარევის შემდეგ მშობლები იძულებული გახდნენ გადაეხედათ თავიანთი შეხედულებისათვის.როდესაც ინდონეზიელი ბავშვის ისტორია მთელი მსოფლიოს განხილვის ობიექტი გახდა, საქმეში ჩაერია ინდონეზიის მთავრობა.


ანდრი რეაბილიტაციის პროგრამაში მოჰყვა, რომელიც ქვეყნის მთავრობამ სპეციალურად შექმნა მწეველი ბავშვებისათვის.



ანდრის სარეაბილიტაციო კურსი 4 წლის ასაკიდან დაიწყო, მაგრამ მისი მკურნალობა საკმაოდ გაძნელდა.მკურნალობის დროს მას მგლის მადა გაუხდა, განსაკუთრებით მიდრეკილება ჰქონდა არაჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე, რომელიც მას სიგარეტის მაგივრობას უწევდა.ამის გამო ანდრის ძალიან მოიმატა წონაში, რის გამოც მას დამატებითი მკურნალობის კურსი დაენიშნა.

image

უზომო ჭამისადმი მიდრეკილება რომ დაეძლია ანდრის ამ საქმეში ეხმარებოდა ფსიქოთერაპევტი კაკ სეტო.

მან ანდრის დაუნიშნა თამაშების თერაპია, რომელიც ბიჭუნას აიძულებს დაივიწყოს სიგარეტი და სხვა მავნე ჩვევები.

imageამჟამად ანდრიმ შეძლო არა მარტო სიგარეტის გადაგდება, არამედ დაუბრუნდა კვების რაციონალურ რეჟიმს და ახლა იგი გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ.


image


image

0
1001
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1001
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0