x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ გამოიყურება «ნურანი» (სერიალი «მოპარული ცხოვრება») რეალურ ცხოვრებაში და რატომ მოკლა ის რეჟისორმა

ეშიმ ჯერენ ბოზოღლუ თურქული კინოს ვარსკვლავია და მას 2 ათეულზე მეტი როლია აქვს შესრულებული. სერიალისთვის «მოპარული ცხოვრება» მსახიობმა 2, 5 თვეში 25 კილოგრამი მოიმატა. მაგრამ, 50 სერიაში თამაშის შემდეგ, გადასაღები მოედანი დატოვა. imageსიუჟეტის მიხედვით, ნურანი ავარიაში დაიღუპა.

თურქული ყვითელი პრესის ცნობით, ჯერენი ხშირად აგვიანებდა გადაღებებზე, რაც აჰუ სუნგურის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მან თავისი დამოკიდებულება ჯერენის ქცევისადმი, განხილვის საგნად აქცია, რამაც ორ მსახიობს შორის დაპირისპირება და კამათი გამოიწვია. რომლის დროსაც, თითქოს, ჯერენმა თქვა, რომ მის გარეშე სერიალი საერთოდ «ჩაკვდებოდა» და გადასაღები მოედანი დატოვა. რეჟისორმა სიტუაციის გამნუხტვა სცადა, მაგრამ მსახიობი აღარ დაბრუნდა.

რა თქმა უნდა, ამ ამბავმა, ცნობილი ვარსკვლავის თაყვანისმცემლები გაანაწყენა და უნდა აღინიშნოს, რომ ნურანის გარდაცვალების შემდეგ, სერიალის რეიტინგი მართლაც დაეცა.

ამ პუბლიკაციაზე მსახიობმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
«ეს ყველაფერი ტყუილია! ცხოვრებაში არასდროს დამიგვიანია გადაღებაზე და არასდროს ვალოდინებ სხვებს. ჟურნალისტმა კი, სცენარის მიხედვით დადგმული ჩხუბი, რეალურ ჩხუბად მიიღო! ჩემი სიტყვების დადასტურება მსახიობებსაც შეუძლიათ, რომლებიც იმ დღეს, გადასაღებ მოედანზე იყვნენ.


image


რეჟისორთან ჩხუბი კი, სულ სხვა თემა არის. და ის რომ სერიალიდან მივდივარ, მართალია. როდესაც დრო მოვა, მიზეზებზე მაშინ ვილაპარაკებ, სასამართლოზე...
სერიალი «O hayat benim»-ს ყველა მაყურებელს, ყველას, ვინც «ნურანი» შეიყვარა, დიდი, უზარმაზარი მადლობა.
მე, დღე-ღამეში 12-დან – 27 საათამდე ნურანის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ამის შემდეგ, საკუთარ ცხოვრებას დავუბრუნდები. დავისვენებ, «ნურანის» 30 კილოგრამს მოვიშორებ და უფრო მეტ დროს ჩემს მოსწავლეებს დავუთმობ.

მომავალ შეხვედრამდე...»


image

image

1
22631
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
22631
  
2017, 3 აპრილი, 14:18
ნეტავი ამ უსახურ თურქულ სერიალებზე მეტი პრობლემა არ იყოს საქართველოში, თავში ქვა უხლიათ მიყოლებით რეჟისორსაც და მსახიობებსაც მიყოლებით...
0 1 1