x
ყვარელში პოეტ ნელი თედეიშვილის ორი ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
image


31 მარტს, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში პოეტ ნელი თედეიშვილის ორი ახალი კრებულის – "სიყვარულის უფლება" და "ჩიტის ნამღერი დილა", პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.

„სიყვარულის უფლება“ ლექსებისა და ჩანახატების კრებულს წარმოადგენს, "ჩიტის ნამღერი დილა" კი საბავშვო ნაწარმოებებს აერთიანებს. კრებულები წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გამოიცა.

„ვთვლი, რომ პრეზენტაცია წარმატებით შედგა. ახალგაზრდებმა ჩემს ლექსებზე შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს, რამაც უფრო გაალამაზა ღონისძიება. წიგნების გამოცემაში დამეხმარა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მის ხელმძღვანელებს – ბატონ ალექსი ფილფანს და დავით ხახუტაშვილს“ – განაცხადა ნელი თედეიშვილმა.

„დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ზეიმი! ნელი თედეიშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონია, დიდი სიამოვნებით მივიღეთ მისი მოწვევა ამ ღონისძიებაზე, ჩამოვედით და სამახსოვრო ჯილდოც გადავეცით“ – აღნიშნა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალრმა – მზია ხეთაგურმა.

ნელი თედეიშვილი უკვე ხუთი საავტორო კრებულის (მათ შორის ორი – საბავშვო) ავტორია. იგი ამჟამად ყვარლის რაიონის სოფ. კუჭატანის საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობს და პარალელურად აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.


image

image


image
image

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:GEO NEWS
GEO NEWS
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0