x
image
მოზამბიკელი
4 შინაური მეთოდი ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალოდ

ყველას ვისაც ჩაზრდილი ფრჩხილისგან გამოწვეული ტკივილი გამოუცდია ერთხმად აღიარებს, რომ ეს ნამდვილი ჯოჯეხეთია.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს საკმაოდ პატარა ჭრილობაა, მას დიდი ტკივილისა და ზიანის გამოწვევა შეუძლია.
ჩაზრდილი ფრცხილის დროს მი გარშემო კანი წითლდება, უხეშდება და იწყებს შეშუპებას.
ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ინფექციაც გამოიწვიოს.
ფეხის თითზე მიყენებული ტრამვა, ან არასათანადო ფეხსაცმელმა შესაძლოა გამოიწვიოს ეს პრობლემა.
საბედნიეროდ არსებობს საშიალებები, რომლის ჩატარება სახლის პირობებში შეგიძლიათ, რაც თავიდან აგაცილებთ ტკივილს და დისკომფორტს.
უპირველესად კი სასურველია ექიმს მიაკითხოთ.


image

ჩაყავით ფეხი თბილ მარილიან წყალში.

ინგლისური მარილი დაგეხმარებათ პრობლემური ფეხის თითის დეზინფექციაში, იგი ჭრილობას ბაქტერიებისგან გაასუფთავებს, ასევე დაარბილებს კანს.
ფეხი 10-15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ წყალში. ეს ასევე ფრჩხილსაც დაარბილებს.

გამოიყენეთ ბამბა დაზიანებული ფრჩხილის თითებისგან გამოსაყოფად.
ნაზად და აკურატულად მოათავსეთ ბამბა ფრჩხილის ქვეშ.
გამოიყენეთ პინცეტი რაც შეიძლება ფრთხილად დაზიანებული ფრჩხილის მოსაცილებლად, რათა შემდეგ შეძლოთ მასზე განათავსოთ სტერილური ბამბის ტამპონი.
გახსოვდეთ, რომ ეს დროებითი გამოსავალაია, შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
image

გამოიყენეთ ანტიბაქტერიული მალამო.

ფრთხილად წაისვით მალამო დაზიანებულ ადგილას, დარწმუნდით რომ დაზიანებული ადგილი აბსულუტურად სუფთა იყოს. შემდეგ კი გადაიხვიეთ სტელირული ბინტით.

image

ასევე შეგიძლიათ ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი-ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალებაა. რამდენიმე წვეთი საკმარისია იმისთვის რომ ჭრილობას ბაქტერიები მოვაშოროთ.
image


ეს შინაური მეთოდები დაგეხმარებათ ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტის დაძლევაში.
არ ეცადოთ ჩაბრუნებული ფრჩხილის მაკრატლით დამუშავებას, რადგან ამან შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს.
პრობლემის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!


0
1228
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0