x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"პატრულმა საფრთხე შეუქმნა ორსულ ქალს, ბიჭი გამოესარჩლა და დააკავეს..."
image
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი მაისაია ფეისბუქზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც იგი წერს რომ ბიჭი, რომელიც ორსულ ქალს გამოესარჩლა პატრულმა დააკავა და ამ ფაქტის დამადასტურებელ ვიდეოსაც აქვეყნებს

"ის რომ ქალაქში ფეხით გადაადგილება შეუძლებელია და აბსოლუტური ანარქიაა და თითოეული ჩვენგანი ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ ყოველდღიურად ეს მემგონი სადაო საკითხი აღარ უნდა იყოს, მაგრამ ის რომ ამის უგულებელყოფა და იგნორირება ჩვენი მხრიდან კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს ეს კიდევ სხვა. დღეს დაახლოებით 13:00 სათზე, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩემი ყურადღება მიიბყრო ქალბატონის შეშფოთებულმა ტონმა და მისმა პროტესტის გამოხატვამ პატრულის მიმართ. საუბრიდან რამოდენიმე ფრაზა მომესმა რომელსაც ეს ქალბატონი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ეგრედწოდებულ ზებრაზე გადასვლას და იმას თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა ცდილობდა შიგადაშიგ ერთი სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის. პატრულის თანამშრომლები კი თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას, ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ საკუთარ კოლეგებს დასახმარებლად. თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია, მანქანა რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი რომელიც მას იცავდა იყო უბრალო გამვლელი რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს თავად შეგიძლიათ ვიდეო მასალაში იხილოთ."

ამ ფაქტს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც ეხმიანება:

"პატრულმა საფრთხე შეუქმნა ორსულ ქალს, ბიჭი გამოესარჩლა და დააკავეს..."


image

image

0
66
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0