x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საინტერესოა, რა გახდა ულამაზესი მოდელის თვითმკვლელობის მიზეზი(+ ფოტოები)

image
მალდიველმა სამედიცინო კოლეჯის მეორეკურსელმა სტუდენტმა და ულამაზესმა ცისფერთვალა მოდელმა, რომელიც Vogue-ს გარეკანზეა მოხვედრილი თავი მოიკლა ბანგლადეშის საერთო საცხოვრებელში.


რაუდჰა ატიფი 21 წლის იყო, ის ოთხშაბათს იპოვეს სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებელში გარდაცვლილი. ის მეგობრებმა იპოვეს ოთახში. სხეული პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა. მაჰმუდა ბეგუმი კოლეჯის ქალთა საერთო საცხოვრებლის კომენდანტია, მისი თქმით, გოგონა ყოველთვის ბედნიერად გამოიყურებოდა და ძნელად იჯერებს, რომ თავი მოიკლა. ის გვიყვება: "ჩემს ოთახში ვიყავი, როცა მოსწავლეების ყვირილის ხმა შემომესმა. ხმა ექვსსართულიანი შენობის მეორე სართულიდან ისმოდა. ავირბინე და ვნახე, რომ ბავშვები ატიფას ოთახის კარის შემტვრევას ცდილობდნენ. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, სტუდენტები შეცვივდნენ".

"ვეჭვობთ, რომ ეს თვითმკვლელობაა., თუმც ადანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, სანამ ექსპერტიზის პასუხს არ მივიღებთ"- აცხადებს მთავარი ოფიცერი ზილურ რაჰმანი.

მოდელის პირველი ნაბიჯი საოცარი სურათი იყო, ფოტოგრაფ სოტი პოდის მიერ გადაღებული, რომელსაც ერქვა: " მალდიველი გოგონა ლურჯი ზღვისფერი თვალებით", რომელსაც მალდივის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში მაღალი შეფასება მისცა. სურათი 2014 წლის ინტერნეტ-სენსაციად იქცა. გოგონა თანდათან ცნობილი გახდა და გასული წლის ოქტომბერში ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა. "მოდელობა-ეს ჩემი ჰობია, ისე კი ვსწავლობ და მინდა ექიმი გავხდე"-ამბობდა მშვენიერი რაუდჰა ინტერვიუში. გთავაზობთ მის ფოტოებს:imageimageimageimageimage






დაიკელით წონაში დნმ-ს ტესტის მიხედვით


თუ თმის ცხიმიანობა გაწუხებთ - ვინ უნდა იხმაროს მიცერალური შამპუნები


თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა


მთვარეზე უცხოპლანეტელთა ბაზებია - ამტკიცებენ უფოლოგები, თუმცა "NASA" დუმს

0
563
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0